ორი დედის ერთი შვილი - სიამის ტყუპი დის უცნაური ცხოვრება, სიყვარული და აღსასრული
ორი დედის ერთი შვილი - სიამის ტყუპი დის უცნაური ცხოვრება, სიყვარული და აღსასრული
ისეთი ფენომენი, როგორიცაა სიამის ტყუპის დაბადება, დიდი ხანია მეცნიერებისთვის ცნობილია. თუმცა, დღეს ის წყვილი, რომელზეც მოგიყვებით, კვლავ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანებზე.
სიამის ტყუპი ადრე საზოგადოებისთვის ჯადოსნურ სანახაობასთან ასოცირდებოდა. ასეთ ადამიანებს ფულის სანაცვლოდ აჩვენებდნენ და ზოგადადაც, ბევრი სირთულე ხვდებოდათ ცხოვრებაში, განსაკუთრებით წარსულში. არც დები როზა და ჟოზეფა ბლაჟეკები ყოფილან გამონაკლისი.

და რატომ მაინცდამაინც სიამის?.. საქმე ისაა, რომ იდენტურ ტყუპებს, რომლებიც ემბრიონულ პერიოდში ერთმანეთს არ შორდებიან, სხეულის საერთო ნაწილი ან ორგანო აქვთ. შეგვიძლია ამ ფენომენს ჩინური დავარქვათ, რადგანაც ყველაზე ადრეული ცნობა მსგავსი
ტიპის ადამიანებზე სწორედ ხოუ ხანშუს ხელნაწერებშია მოხსენიებული და ის გასული ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
mshoblebi
ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, ასეთი დები ან ძმები ყველა დროსა და მსოფლიოს ნებისმიერ ადგილში იბადენოდნენ.  ერთი სიტყვით, ბევრად ადრე, სანამ მე-19 საუკუნეში სიამის სამეფოში ვინმე ჩანგ და ენგ ბანკერები გაჩნდებოდნენ. თუმცა სწორედ ეს წყვილი გახდა ყველაზე ცნობილი პირველად და ასეთ ტყუპს მას მერე ეწოდა სიამის ტყუპი.
mshoblebi
ჩანგ და ენგ ბანკერები

ტელევიზიისა და სოციალური მედიის ეპოქის აყვავებამდე, ცირკებში მასობრივ სანახაობებს აწყობდნენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა სიამის ტყუპი საზოგადოებისათვის ცნობადი სახე იყო, თუმცა არა საკუთარი ნებით. ხალხს ყოველთვის უყვარდა არა თეატრსა და ბუნებაში წასვლა, არამედ ცირკში "ორთავიანი ადამიანების", "წვერიანი ქალების", "განუყოფელი ძმების" ნახვა.

ახლა კი
ჩვენს მთავარ გმირებს დავუბრუნდეთ. ეს გოგონები 1878 წელს ბლაჟეკების ღარიბ ოჯახში, პატარა სოფელში დაიბადნენ. რა თქმა უნდა, მათი დაბადება რეზონანსული იყო და უამრავი ადამიანი ჭორაობდა. ხალხი ჩურჩულებდა, რომ დედა ორსულობისას ცნობისმოყვარეობით უყურებდა სულელებსა და უნარშეზღუდულებს, არადა, გადმოცემით, ორსულობის დროს ეს არ შეიძლებოდა - სწორედ ამას აბრალებდნენ უცნაური ახალშობილების დაბადებას.
თავად 22 წლის დედა, რომელსაც ორი წლის წინ სრულიად ჯანმრთელი გოგონა შეეძინა, ყველაზე მეტად იყო შეშინებული, რადგან გოგონებს სხეულის ქვედა ნაწილი ერთიანი ჰქონდათ. ახალშობილები სასწრაფოდ წაიყვანეს ადგილობრივ მკითხავთან, რომელმაც თქვა, რომ ეშმაკისეულ არსებებთან ჰქონდათ საქმე.

როზასა და ჟოზეფას დედას კი ურჩიეს, რომ ახალშობილები 8 დღის განმავლობაში არ გამოეკვება. სასწაულის ძალით გოგონები გადარჩნენ და სწორედ იმავე ჯადოქარმა მშობლებს უთხრა, რომ ეს იყო ნიშანი ზეციდან, რათა მოევლოთ და ეპატრონათ ბავშვებისთვის.
როზა და ჟოზეფა - ბავშვებს ზღაპრული სახელები დაარქვეს. ცხოვრებაში კი თითქმის ყველაფერი ერთნაირი იყო. ისევე, როგორც ყველა სიამის ტყუპი, ეს გოგონებიც წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს. თუმცა, მათ აბსოლუტურად განსხვავებული ტემპერამენტი ჰქონდათ. როზა უფრო ინიციატივიანი იყო და ლიდერული თვისებები ჰქონდა, ჟოზეფა ყოველთვის მორცხვი, მელანქოლიური გახლდათ და სულ ჩრდილში უყვარდა ყოფნა. მაგრამ, გოგონები დაბადების დღიდან სრულად უგებდნენ ერთმანეთს. ერთმანეთი კი არ სძულდათ, აღმერთებდნენ.
mshoblebi
ჩეხი პროფესორები მათ განვითარებასა და სირთულეებს აკვირდებოდნენ. ამ დროს სიამის ტყუპს ჯერ კიდევ მონსტრებს ეძახდნენ. დადგინდა, რომ გოგონები ასაკის შესაბამისად ვითარდებოდნენ. ექიმებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ როცა ერთს ეღვიძა, მეორეს მშვიდად შეეძლო ძილის გაგრძელება. მათ ინდივიდუალური კვებითი ჩვევები ჰქონდათ. შიმშილსა და წყურვილს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიცდიდნენ. არც გულისცემა და პულსი ემთხვეოდა. აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ გოგონები სიარულისას სამ ფეხს იყენებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კიბეებზე ადიოდნენ.
ადგილობრივმა ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, სასწრაფოდ შეეგროვებინათ სახსრები და გოგონები პროფესიონალებისთვის ეჩვენებინათ, მაგალითად, პარიზში. იქ ოჯახი 1891 წელს წავიდა, როცა დები 14 წლისანი იყვნენ.

როზა და ჟოზეფა გულდასმით შეისწავლეს და ექიმებმა დაადგინეს, რომ მათი განცალკევება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. მათი ხერხემალი შერწყმული იყო გულმკერდიდან კუდუსუნამდე და მენჯის არემდე. თითოეულ მათგანს საკუთარი გული და ფილტვები ჰქონდა. ხოლო, კუჭი - საერთო. ასევე, ერთი გარეთა სასქესო ორგანო ჰქონდათ. ხოლო, შარდის ბუშტი და საშვილოსნო - ინდივიდუალური.

პარიზული ტური

ჭორი უცნაური არსებების სტუმრობის შესახებ ისე სწრაფად გავრცელდა მთელ ქალაქში, როგორც ხანძარი ტყეში. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფულის სანაცვლოდ გოგონები ხალხისთვის ეჩვენებინათ. მშობლები ამას საკუთარ რაიონშიც აკეთებდნენ, სოფლის ბაზრობაზე მიჰყავდათ და ნახვის მსურველები ფულს არ იშურებდნენ. გარდა ამისა, გოგონებს შესანიშნავად ცეკვა შეეძლოთ  და ადვილად უგებდნენ პარტნიორებსაც. ამაში მათ ფიზიკური აღნაგობა სულაც არ უშლიდათ ხელს.
ბავშვებმა ისწავლეს სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა - ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, არფასა და ქსილოფონზე. ადამიანები აღნიშნავდნენ, რომ მათ შესანიშნავი სმენა ჰქონდათ და პარიზელი მსმენელის მოხიბვლაც შეეძლოთ.
mshoblebi
საფრანგეთის დედაქალაქში დებს საკუთარი მენეჯერი ჰყავდათ, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას აორგანიზებდა პატარა თეატრში, სადაც ცნობისმოყვარე ადამიანები "უჩვეულო არსებების" სანახავად მიდიოდნენ.
ორი წლის შემდეგ ისინი პარიზიდან ნიუ-იორკში საერთაშორისო გამოფენაზე გაემგზავრნენ. თუმცა, მათ იქ იმხელა პოპულარობა არ ხვდათ წილად, რამხელაც ევროპაში. შეუსვენებლად მოგზაურობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საკუთარი ცეკვისა და მუსიკის ნიჭს სხვებსაც უზიარებდნენ. თუმცა, ნელ-ნელა განსხვავებული ხასიათის გამოვლენასაც იწყებდნენ. რას შეეძლო გამოეწვია ჩხუბი იმ დებს შორის, რომლებიც დაბადებიდან ერთად იყვნენ და განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი? რა თქმა უნდა, მამაკაცს.
როზას, რომელიც თავის დაზე უფრო გაბედული და მოხერხებული იყო, პირველს გაუჩნდა ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ. თუმცა, არც ჟოზეფას გამოუვლენია სიმორცხვე.

მამაკაცის ძებნა

დების შესახებ ცნობები პრესაში ჭექა-ქუხილივით ვრცელდებოდა. თუმცა, იყო ახალი ამბავი, რომელსაც არავინ ელოდა - როზა ბლაჟეკი დაორსულდა. 1909 წელს, როდესაც დებს 31 წელი შეუსრულდათ, პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ ერთ-ერთი მათგანი დედა გახდებოდა. როზამ თავად განაცხადა, რომ ერთხელ ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და ისიც დიდი სიყვარულის გამო.
"და ამ დროს სად იყო ჟოზეფა?!" - ეს იყო უცნაური შეკითხვა, რომელიც მთელ ევროპას აინტერესებდა. უამრავი ვერსია ვრცელდებოდა, მათ შორის, დისთვის საძილე საშუალებების შეთავაზება. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ბავშვის მამა გოგონების მენეჯერი იყო, რომელმაც ყველა გამოსვლა რამდენიმე წლით გააუქმა და აღარ ჩნდებოდა არსად. როგორც არ უნდა იყოს, 1910 წლის აპრილში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.

ორი დედა

როზამ საკუთარ შვილს ფრანცი დაარქვა. მისი თქმით, ბავშვის მამის საპატივსაცემოდ, რომელიც არასდროს არავის უნახავს. ამავე დროს, ორივე დას ჰქონდა რძე და თავისუფლად შეეძლოთ მორიგეობით გამოეკვებათ ბავშვი. სამი წლის შემდეგ სცენაზე დაბრუნდნენ სპექტაკლით "ერთი ვაჟის ორი დედა". პატარა ფრანცი კი შოუს მესამე მონაწილე გახდა.

mshoblebi

მათ სწრაფადვე დაიბრუნეს პოპულარობა, ახლა ადამიანებს ის აინტერესებდათ ყველაზე მეტად, როგორ ზრდიდნენ ბავშვს. თუმცა, ჟოზეფასაც ჰყავდა თაყვანისმცემელი. დების ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, ქორწინება გამორიცხული იყო.
როზა მთელი დარჩენილი ცხოვრება ამბობდა, რომ გვარად დვორაკი იყო, რადგან მისი ქმარიც ამ გვარს ატარებდა და ის 1917 წელს ომში დაიღუპა.
რაც შეეხება ჟოზეფას, კავშირი თაყვანისმცემელ მამაკაცთან ვერ შედგა, რადგან ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
mshoblebi
დებს უნდოდათ, რომ ამერიკაში წასულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ საქმიანობა. 1921 წელს, როდესაც ფრანცს 11 წელი შეუსრულდა, ჩიკაგოში გაემგზავრდნენ და ჩეხური დიასპორის დახმარების იმედი ჰქონდათ. თუმცა "ამერიკული ოცნება" გაწბილებისთვის იყო განწირული.

mshoblebi

სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს...

უზამაზარი შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ როზას გრიპი შეეყარა. დები ერთი და იმავე დაავადებით იშვიათად ავადდებოდნენ, თუმცა როდესაც როზა გამოჯანმრთედა, ჟოზეფას დაეწყო მუცლის ძლიერი ტკივილი. ორივე საავადმყოფოში მოხვდა, ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვეს, სამკურნალო პრეპარატები გამოწერეს, თუმცა ჟოზეფას მდგომარეობა უარესდებოდა. ის კომაში ჩავარდა.

სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა და ქალების დაშორების საკითხი დაისვა. ამ დროს საავადმყოფოში გამოჩნდა ბიჭი, სახელად ფრანკი, რომელიც ამბობდა, რომ ტყუპის ღვიძლი ძმა იყო. სწორედ მან განაცხადა, რომ დებისთვის ოპერაცია ჩაეტარებინათ და როზა მაინც გადაერჩინათ. ფრანკის გამოჩენა მალევე გახდა მითქმა-მოთქმის საგანი. ამბობდნენ, რომ მას ქალების მხოლოდ ქონება სურდა.


თვითმხილველების თქმით, როდესაც ჟოზეფა კომაში ჩავარდა, როზა ყველას ევედრებოდა, რომ მისი და გადაერჩინათ, ხოლო არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პირიქით, როზას მომაკვდავი დისგან განცალკევება სურდა. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ასე მოხდა:
როზამ დის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ 12 წუთი იცოცხლა და ორივე 1922 წლის 30 მარტს გარდაიცვალნენ. ცხედრები საგულდაგულოდ გამოიკვლიეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქალების ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლებელი იყო, ხოლო ფრანცის დედა უკვე დადასტურებულად, როზა იყო.

კიდევ ერთი სენსაცია, რაც დების სიკვდილის შემდეგ მოხდა იყო ის, რომ მათ ათასობით ათასების ნაცვლად, მხოლოდ ოთხასი დოლარი აღმოაჩნდათ. პატარა ფრანცისა და უცებ გამოჩენილი "ძმის" კვალი დაიკარგა. როზა და ჟოზეფა ჩიკაგოს ბოჰემურ სასაფლაოზე დაკრძალეს.

28603
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ალამარია
0
ძალიან შემეცოდნენ უბედურიებაა სეთი ცხოვრება.. ნეტა მათი შტამომავლობა სადაა ახლა..
13:00 / 23-09-2021
მსგავსი სიახლეები