1980-90-იანი წლების ცნობილ მომღერალს თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ - რა მოუვიდა სანდრას?
1980-90-იანი წლების ცნობილ მომღერალს თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ - რა მოუვიდა სანდრას?
1980-90-იანების მომღერალი სანდრა ალბათ ბევრს ახსოვს. ახლა, 60 წლის ასაკშიც მარადიულ სიყვარულს უმღერის და კვლავ ელოდება იმ დიდ და ნათელ გრძნობას, რომელიც ყველა ტკივილს დაავიწყებს.

შოუბიზნესში ყველა სხვადასხვანაირად მოდის. სანდრა 1975 წელს 13 წლის ნახევრად გერმანელი და ნახევრად ფრანგი ზანდრა ლაუერი (მოგვიანებით - სანდრა) საბავშვო კონკურსის ფინალში გამოჩნდა და ყველას დაამახსოვრა თავი - უჩვეულო გარეგნობით და შთამბეჭდავი ხმით. მიუხედავად იმისა, მისი ოჯახი შეძლებული არ იყო, სანდრას ბავშვობიდან უწყობდნენ ხელს ნიჭის განვითარებაში, ბალეტზეც დაჰყავდათ და გიტარაზე დაკვრის სწავლაშიც შეუწყვეს ხელი.
იმ
საბავშვო კონკურსზე გამოჩენის შემდეგ, პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო და გადაწყვიტეს, ის ვარსკვლავად ექციათ.
16 წლისა გოგონების ტრიო Arabesque-ში მოხვდა, სადაც ყველაზე პატარა იყო და ამის გამო სულ ერჩოდნენ. თუმცა სიმღერისა და კარიერისადმი დამოკიდებულება ამ პატარა გოგონას ყველაზე მეტი ჰქონდა, რაც მოგვიანებით დაადასტურა კიდეც.
22 წლისამ დატოვა ტრიო და დაიწყო სოლოკარიერა.
mshoblebi
ჯგუფში გაიცნო სანდრამ მუსიკოსი, ბუქარესტელი მაიკლ კრეტუ, რომელიც იქ კლავიშებზე უკრავ
და, თუმცა სანდრასთან ერთად დატოვა კოლექტივი და გადაწყვიტა, გოგონა მსოფლიო ვარსკვლავად ექცია. გამოუვიდა კიდეც.

წყვილი არა მხოლოდ საქმიანად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, არამედ ცოტა ხანში ოფიციალურ წყვილადაც იქცნენ. კერტუსთან თანამშრომლობის პერიოდში გამოვიდა სანდრას პირველი სერიოზული ალბომი და ახალი ვარსკვლავიც დაიბადა.
mshoblebi
1988 წელს წყვილმა იქორწინა, გერმანული მიუნჰენი დატოვა და იბიცაზე იყიდა სახლი. სწორედ იქ დასახლდნენ და იქ იქმნებოდა ახალ-ახალი ალბომები, ცოლ-ქმარს კი მხოლოდ ალბომების პრემიერებზე, მორიგი მუსიკალური ჯილდოს ასაღებად ან ან მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ხედავდნენ. დანარჩენ დროს ისინი სულ მუშაობდნენ, სანდრაც დაუსრულებლად ვარჯიშობდა, მღეროდა, იწერდა მუსიკას და ქმარი ყველანაირად ედგა გვერდით.
1990 წელს მაიკლმა ახალი პროექტი წამოიწყო - Enigma, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სანდრა რამდენჯერმე გამონათდა "ენიგმას" კლიპებში, ხსენების გარეშე - ესეც მისი ქმრის ჩანაფიქრი იყო. 90-იანების შუალედში კი წყვილმა გადაწყვიტა, რომ სანდრა ცოტა ხანს უნდა გაჩერებულიყო. 30 წლისას უკვე ყველაფერი ჰქონდა - წარმატება, ფუფუნება, ნიჭიერი ქმრის მხარდაჭერა... და დედობაც გაბედა. ტყუპი შვილი გააჩინა, ნიკიტა და სებასტიანი, გახდა დედა და მთელ დროს ოჯახსა და სახლის მოვლას უთმობდა.
mshoblebi
თუმცა ღრუბლები მაინც შეიყარა მათ თავზე. მალე გაჩნდა პრობლემები ქორწინებაში და როცა ტყუპი 12 წლის გახდა, ოფიციალურად განქორწინდნენ. ამბობდნენ, რომ მანამდე უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მაიკლი ახალგაზრდა მოდელთან წავიდა...

2000-იანებში, შვილები რომ წამოზარდა, სანდრა ისევ დაუბრუნდა სცენას. ძირითადად, ძველ ჰიტებს ასრულდა დისკოკლუბებში და ისეთ კონცერტებზე, სადაც დისკო თემატიკა იყო აქტუალური. 

რა თქმა უნდა, აღარ იყო ძველებური სანდრა - ასაკიც და ცხოვრებისეული ტკივილიც დასტყდობოდა. თუმცა ახალი რჩეულიც წარუდგინა მალე საზოგადოებას - ოლაფ მენგესი, რომელმაც მის გამო ბიზნესი მიატოვა და მის პროდიუსერად გამხდარიყო. სანდრა ამბობდა, რომ მასთან ძალიან ბედნიერი იყო. იქორწინეს კიდეც 2010 წელს სეიშელის კუნძულებზე - მეჯვარე სანდრას ძველი მეგობარი, ასევე 80-იანების ცნობილი მომღერალი ტომას ანდერსი გახლდათ. 
mshoblebi
ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა - 2014 წელს გაიყარნენ და სანდრას კომენტარი არ გაუკეთებია მიზეზებზე. 

დღეს სანდრა თავის უშველებელ სასახლეში ცხოვრობს კვლავაც, მოახლეებთან და საყვარელ კატებთან ერთად. ხანდახან შვილები სტუმრობენ. შვილების გამოჩენის უფლება არ აქვს, არც პრესაში და არც ღონისძიებებზე - ასე მოითხოვა თავის დროზე მაიკლ კრეტმა, ბავშვების მამამ. 

მის გარეგნობაზე ბევრს ჭორაობენ და შეცვლილ სახესა და ტანს ხან სასმელს და ხან ანტიდეპრესანტებს აბრალებდნენ. ფაქტია, თავად ამაზე არ საუბრობს, კვლავაც ხანდახან გამოდის კონცერტებზე ძველი ჰიტებით და ისევ ელოდება ერთადერთ და მარადიულ სიყვარულს.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi


alt80-იანების სექს-სიმბოლოს, იტალიელი საბრინას ახლანდელი ცხოვრება და სილამაზის საიდუმლო


9166
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები