80-იანების სექს-სიმბოლოს, იტალიელი საბრინას ახლანდელი ცხოვრება და სილამაზის საიდუმლო
80-იანების სექს-სიმბოლოს, იტალიელი საბრინას ახლანდელი ცხოვრება და სილამაზის საიდუმლო
ამ ლამაზ ქალბატონს ერთ დროს მთელი მსოფლიო იცნობდა. განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა კავშირში იცოდნენ მისი სახელი - სექსუალური და თავისუფალი საბრინა გარდაქმნის ეპოქის საბჭოეთში ქარიშხალივით შეიჭრა თავისი თამამი კლიპებით. მისი სინგლი Boys ყველამ იცოდა და განსაკუთრებით მამაკაცები იყვნენ მისით აღტაცებულები, ბიჭებს მისი პლაკატები ეკიდათ ოთახებში. 
mshoblebi
იტალიელი მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი საბრინა დებორა სალერნო 1968 წლის 15 მარტს არის დაბადებული გენუაში. ბავშვობაში საკმაოდ მოკრძალებული და მორცხვიც ყოფილა. თუმცა ეფექტურიგარეგნობის წყალობით სამოდელო ბიზნესში მოხვდა, მერე სილამაზის კონკურსებზეც მიიწვიეს და "მის ლიგურიაც" კი
გახდა.
mshoblebi
პირველ წარმატებებს ტელევიზიაში მიწვევები მოჰყვა - რამდენიმე არხზე ტელეწამყვანი გახდა. ხოლო პოპულარობის მოხვეჭისთანავე ამღედა კიდეც. 1987 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი "საბრინა" და ძალიან პოპულარულიც გახდა. პირველ რიგში - სითამამისა და სექსუალურობის გამო. 
mshoblebi
მიუხედავად ასეთი იმიჯისა, პირადი ცხოვრება არ აქვს მრავალფეროვანი. წლებია დაქორწინებულია იტალიელ ბიზნესმენ ენრიკო მონტიზე, რომელთანაც 2004 წელს ვაჟი გაუჩნდა - ლუკა. 
mshoblebi
mshoblebi
დღეს 53 წლისაა, კვლავ მღერის, მოდელობს და ტელეწამყვანიც გახლავთ. გარეგნობას ინარჩუნებს ჯანსაღი კვების და სპორტული ცხოვრების წყალობით. 
mshoblebi
mshoblebi
6705
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დავითი
1
მართალია, ჯანსაღი კვება და მეტი მოძრაობა, ამაშია სილა
10:30 / 24-09-2021
მსგავსი სიახლეები