როგორ დაუნგრია ფსიქიკა და პირადი ცხოვრება საკუთარ ქალიშვილს დიდმა ფსიქოანალიტიკოსმა - ზიგმუნდ ფროიდის არაეთიკური ექსპერიმენტი ქალიშვილზე
როგორ დაუნგრია ფსიქიკა და პირადი ცხოვრება საკუთარ ქალიშვილს დიდმა ფსიქოანალიტიკოსმა - ზიგმუნდ ფროიდის არაეთიკური ექსპერიმენტი ქალიშვილზე

ფსიქოანალიზის მამა, ზიგმუნდ ფროიდი დღეს ხელშეუხებელი ავტორიტეტია. არადა სხვა პაციენტებზე ნაკლებად როდი სჭირდებოდა ფსიქოანალიტიკოსის დახმარება. ამბობენ, თავად უნდა ევლო სეანსებზე, რათა მამა-შვილური გრძნობები და შვილთან სწორი ურთიერთობის უნარი გამოემუშავებინაო.
ზიგმუნდის დამოკიდებულებამ უმცროსი ქალიშვილის ანასადმი, აიძულა გოგონა მთელი სიცოცხლე იმის დამტკიცებისთვის მიეძღვნა, რომ არაფრით არ იყო ვაჟზე ნაკლები, იმ ვაჟზე, რომლის გაჩენასაც ზიგმუნდი ძალიან ელოდა...
ზიგმუნდ ფროიდი თავის ცხოვრების სიყვარულზე, ულამაზეს მარტა ბერნესზე იყო დაქორწინებული და ხშირად უთქვამს, რომ ბედნიერი ქმარი და ბედნიერი მამა იყო თავისი 6 შვილისთვის. თუმცა საეჭვოა, ეს
აზრი მის მემკვიდრეებსაც გაეზიარებინათ. განსაკუთრებით ნაბოლარა ანას, რომელმაც მამის ყურადღება და სიყვარული რომ მოეპოვებინა, არაერთი ფსიქოტრავმა მიიღო.

არასასურველი ბავშვი

ფროიდსა და მის მეუღლეს ფუქნციები განაწილებული ჰქონდათ - ზიგმუნდი ოჯახს არჩენდა, მარტა კი აჩენდა შვილებს, ზრუნავდა მათზე და საოჯახო საქმეებს უძღვებოდა.
როცა მეექვსე შვილი, ანა შეეძინათ, მშობლებს დიდად არ გახარებიათ. მარტა 5 უფროსი შვილის მოვლას ძლივს აუდიოდა, ზიგმუნდი კი ჯერ კიდევ იკვალავდა გზას მეცნიერული მწვერვალებისკენ. სამეცნიერო შრომებით გადაღლილ ზიგმუნდს საფენების და ბავშვის ტირილის გაგონებაც აღარ უნდოდა, მაგრამ რატომღაც შთააგონა თავს, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო და ამიტომაც შეეგუა ცოლის კიდევ ერთ ფეხმძიმობას.
სახელიც კი წინასწარ ჰქონდა ვაჟისთვის მოფიქრებული - ვილჰელმი, თავისი მეგობრის, ვილჰელმ ფლისის საპატივსაცემოდ, რომელმაც ადამიანის ბისექსუალური
ბუნების თეორია ჩამოაყალიბა. ეს ფაქტი ირონიულად აისახა ანას მომავალ ბედ-იღბალზე...
გოგონა რომ გაჩნდა, იმედგაცრუებულმა ზიგმუნდმა მას თავისი ივრითის მასწავლებლის სახელი დაარქვა, რომელიც გულზე არასოდეს ეხატებოდა.

ყალბი ინტერესი

ფროიდი შვილებთან ძალიან ცივი და თავშეკავებული იყო. მიაჩნდა, რომ ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა, მათ შორის არც მშობლების ზედმეტ სიახლოვეს. სხვათა შორის, მამამისიც ძალიან გულგრილი იყო მის მიმართ.
ფროიდს, ალბათ, უყვარდა თავისი შვილები, მაგრამ ეს არასოდეს გამოუმჟღავნებია. მთელ დროს სამუშაოს უთმობდა და შვილებისთვის არ ეცალა. ბავშვები ძირითადად ძიძასთან იყვნენ ან უმეთვალყურეოდ, რადგან არც საოჯახო საქმეებით გადაღლილ დედას ეცალა მათთვის.

უფროსი შვილები მშობლებთან ასეთ ურთიერთობას იოლად ეგუებოდნენ, პატარა ანას კი გაგიჟებით სურდა მამის ყურადღება გამოეწვია. მამა გოგონას განსაკუთრებით უყვარდა. ამიტომ მოგვიანებით ფსიქოანალიზით დაინტერესდა, რათა საყვარელ მამასთან უფრო ახლოს ყოფილიყო.
mshoblebi
როცა ანა 13 წლის გახდა, ფროიდი მიხვდა, რომ მასთან ინტელექტუალური საუბარი შეიძლებოდა. ფსიქოანალიზით დაინტერესებული ქალიშვილისთვის (თუმცა საკითხავია, რამდენად ჯანსაღი იყო ეს ინტერესი) კერძო გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. ანა ბედნიერი იყო, ახლა კვირაში რამდენიმე დღე 40 წუთით მამა მხოლოდ მის განკარგულებაში იყო.
ანამ იმხელა ნიჭი და უნარი გამოვლინა ადამიანის ფსიქის წვდომის საკითხებში, რომ ზიგმუნდმა მისი კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ტარება დაიწყო. მისმა და-ძმებმა თუ მთელი ცხოვრება საკუთარ თავსა და ოჯახებს მიუძღვნეს, ანამ ის მეცნიერებას და მამას დაუთმო.

ცივსისხლიანი მამა

ანა მომავალზე ღელავდა. ეჭვები სტანჯავდა: „ღირს კი, მასწავლებელი გავხდე თუ უბრალოდ, დაველოდო, ვინ მთხოვს ხელს“ - ფიქრობდა გოგონა, თუმცა ბოლო ვერსია ძალიან საეჭვო ეჩვენებოდა.

მამამ შესთავაზა, რომ მომავალზე ფიქრის ნაცვლად დრო მოგზაურობაში გაეტარებინა. ანა ასეც მოიქცა. მან დიდი დრო გაატარა იტალიაში, სადაც პედაგოგიური განათლება მიიღო და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
ფროიდი ანას კარიერით კმაყოფილი იყო და შეაქო კიდეც, თუმცა იქვე ნაკლსაც გაუსვა ხაზი - ცუდი აღნაგობა გაქვს და ზედმეტად ხარ გატაცებული ქსოვითო. დიდი ფსიქოანალიტიკოსი ანას ქსოვით გადაცებას მის ფარულ სექსუალურ სურვილებს უკავშირებდა, მიაჩნდა, რომ ჩხირების მოძრაობა ქვეცნობიერად სქესობრივ აქტს გამოხატავდა.

mshoblebi
ერთხელაც ქალიშვილის თანხმობის შემდეგ ზიგმუნ ფროიდმა ძალზედ არაეთიკური გადაწყვეტილება მიიღო, 1918-21 წლებში ქალიშვილის ფსიქოანალიზი ჩაატარა და ის კვლევის ობიექტად აქცია. კოლეგებიც გაოცებულნი იყვნენ, რადგან შვილის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება აშკარად არღვევდა ფსიქოანალიტიკური საზოგადობის წესებს. ზიგმუნდი ხშირად განგებ აყენებდა ანას ფსიქოლოგიურ ტრავმებს, რათა მის რეაქციებს დაკვირვებოდა. აიძულებდა, აბსოლუტურად გახსნილი ყოფილიყო მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ანას ამის სურვილი არ ჰქონდა.
„ფროიდი უხეშად იჭრებოდა მის პირად სივრცეში და ხელებს აფათურებდა გოგონას სულში. ეს კი არასასურველ ემოციებს იწვევდა. სავარაუდოდ, ანას ეშინოდა კიდეც მამის, რასაც ბოლომდე არ აღიარებდა საკუთარ თავთან“, - წერის ფროიდის ბიოგრაფიის მკვლევარი პოლ როზენი.
ეს სეანსები ანას ფსიქიკისთვის დამანგრეველი იყო. ამის მიუხედავად, მამისადმი სიყვარული არ განელებია. სამუშაოც კი მიატოვა, რათა მამის საქმეები გაეგრძელებინა. მანაც ფსიქოლოგიას მიუძღვნა თავი, თუმცა საკვლევად ბავშვები აირჩია.
მამის იდეების გადახედვის შემდეგ, ანამ მთელი თავისი ყურადღება ბავშვებისკენ მიმართა, რომლებიც დიდებზე არანაკლებ იტანჯებიან და დახმარებას საჭიროებენ. სავარაუდოდ, თავისი ბავშვობისდროინდელი ტრავმები გახდა მისი ბავშვთა ფსიქოლოგიით დაინტერესების მთავარი მიზეზი. ანა ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი გახდა.
ასაკის მიუხედავად, ის კვლავ მშობლებთან ცხოვრობდა და მამას ეხმარებოდა. მამა-შვილმა იცოდა, რომ ეს ნორმალური მდგომარეობა არ იყო, თუმცა ერთმანეთის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოედგინათ.
მამაზე ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, ანა მასთან ნამდვილ მეტოქეობასაც ვერ ბედავდა. მისი კარიერული წარმატებები საკუთარი მიღწევები კი არა, მამისგან ქების მისაღებად გაწეული ძალისხმევა უფრო იყო. ფროიდი ხედავდა ქალიშვილის პრობლემას, მაგრამ თავადაც ძლიერ იყო მასზე მიჯაჭვული და დისტანცირება არ შეეძლო.
სწორედ ანა უვლიდა მამას 16 წლის განმავლობაში, როცა ის კიბოთი დაავადდა. ქალიშვილი მისი მომვლელიც იყო, მდივანიც, თანაშემწეც და ექთანიც. მის მაგივრად კონფერენციებზე ხშირად ანა გამოდიოდა.

მამის გადაულახავი ავტორიტეტი და ყველა მამაკაცის მასზე შედარება ანას პირადი ცხოვრებისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ის არც გათხოვილა და არც შვილი გაუჩენია. ზოგიერთი მონაცემით, ის ლესბოსელი იყო. ბიოგრაფების აზრით, მისი საყვარელი დოროთი ბერლინგემი უნდა ყოფილიყო, საიუველირო სახლ "ტიფანის" დაამარსებლის შვილიშვილი.
დოროთის შვილიშვილი ანასა და ბებიამისს „ინტელექტუალურ ლესბოსელებად“ მოიხსენიებდა, თუმცა დაზუსტებით მათ ურთიერთობაზე არაფერია ცნობილი.
mshoblebi
ანა ფროიდი უამრავ ბავშვს დაეხმარა ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვასა და საკუთარი თავის პოვნაში. ბავშვთა ფსიქოლოგიაში მისი ღვაწლი ფასდაუდებელია.
86 წლის ასაკში ანას ინსულტი განუვითარდა, რამაც მეტყველება წაართვა, თუმცა ოჯახური ურთიერთობების შესახებ წიგნის დასრულება მაინც შეძლო და რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
11645
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები