როგორ იპოვა დედა-შვილმა 12 წლის წინ შემთხვევით შერჩეული სპერმის დონორი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა
როგორ იპოვა დედა-შვილმა 12 წლის წინ შემთხვევით შერჩეული სპერმის დონორი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა


ზოგჯერ ადამიანები ცხოვრების სიყვარულს ძალიან მოულოდნელად ხვდებიან, მაშინაც კი, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში მათ ირგვლივ ტრიალებს. ჯესიკა შეირი ჰყვება ისტორიას, თუ როგორ შეუყვარდა კაცი, რომელიც 12 წლის წინ მისთვის სპერმის დონორი იყო. როდესაც ჯესიკამ გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერება, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მრავალი წლის შემდეგ ბიოლოგიური შვილის მამა შეუყვარდებოდა. 

2000-იანი წლების დასაწყისში ჯესიკა და მისი პარტნიორი, რომლის სახელსაც ის არ ასაჯაროებს, ფიქრობდნენ  საერთო შვილის ყოლაზე. შედეგად, ხელოვნური განაყოფიერება გადაწყდა. ჯესიკამ და მისმა პარტნიორმა მიმართეს რეპროდუქციულ ბანკს, რომელიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
ისინი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ დონორთა ბაზას და არჩევდნენ მათთვის სასურველს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ყავისფერთმიან კაცზე მიიღეს, რომელსაც უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა და წერა, თუმცა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. „ვიფიქრეთ, რომ ეს კაცი გონიერი, მრავალფეროვანი და საინტერესო ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ტაქსის მძღოლად მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ შემდეგ მგზავრების მიერ მოყოლილი ამბებით რომანი დაეწერა“ - იხსენებდა ჯესიკა. 2005 წელს დაიბადა გოგო, რომელსაც ალისა დაარქვეს.

„ბავშვი იმდენად შემიყვარდა, რომ არც კი მიფიქრია, რომ მისი მამა უცნობი ადამიანი იყო და მის შესახებ არაფერი ვიცოდი“ - ამბობს ჯესიკა. ალისა იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ შეყვარებულებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი შვილის გაჩენა - იგივე დონორისგან. 
წლების შემდეგ ჯესიკა და მისი პარტნიორი დაშორდნენ. ალისა ჯესიკასთან
დარჩა, ხოლო მეორე გოგონა ჯესიკას პარტნიორმა წაიყვანა. 

როცა ალისა 11 წლის გახდა, მას ინტერესი გაუჩნდა ოჯახის, განსაკუთრებით კი, მამის მიმართ. მას უყვარდა ისტორიების მოსმენა წინაპრების შესახებ, მაგრამ ძალიან წუხდა, რომ მამისა და მისი ნათესავების შესახებ არაფერი იცოდა. მან დნმ ტესტის ჩატარება და დონორთა ბაზაში მამის მოძებნა გადაწყვიტა...
განაგრძეთ კითხვა
17680
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები