კახი კავსაძის გმირობა 9 აპრილს - როგორ გადაარჩინა ასობით ადამიანი სიკვდილს
კახი კავსაძის გმირობა 9 აპრილს - როგორ გადაარჩინა ასობით ადამიანი სიკვდილს
ამ ამბავს თვითმხილველებიც ყვებოდნენ. თავად კი ერთხელ მოყვა ავტობიოგრაფიულ ფილმში "ნეტავ იქ თეატრი არის?":

"1989 წლის 9აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა. დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგავარ, თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ.
როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა. ვხედავ, ხალხი მორბის თეატრისკენ. მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი
ტალღა თეატრში შემოვუშვი.ზოგს თავი ჰქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი, მაგრამ საინტერესო ის არის ,რომ უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსაცმელშემოხეული; შემდეგ ავიყვანე მცირე დარბაზში და ვუთხარი, რომ არავინ ქვემოთ აღარ ჩასულიყო, ყველანი ზემოთ ყოფილიყვნენ.
წამოვიდა ჯარი ერთ კედლად ჩაფხუტებით და ფარებით, სახე არ ჩანს, მე ვდგავარ ქუჩაში და ვუყურებ - მოდიან. მოვიდნენ ჭიშკართან, გაჩერდნენ და დავინახე პატარა, რუსი ბიჭები შეშინებული თვალებით, ა, ასე შეშინებული თვალებით იყურებოდნენ და ამ დროს გაიცა ბრძანება -  “ზაკრიც ვაროტა“. ჩვენც დავკეტეთ ჭიშკარი და მსახიობები აი აქ, თეატრის ეზოში შევიკუჭეთ. შემდეგ გვესროლეს ცრემლსადენი ყუმბარა ერთი, რომ დავშლილიყავით, შემდეგ მეორე გვესროლეს. ცოტა ხანში მოვიდნენ რუსი კაგებეშნიკები და გვითხრეს, რომ თქვენ აქ ხალხს მალავთო.
ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სცენა, - კი ბატონო მობრძანდით, ნახეთ… არადა ხალხი ზემოთ, მცირე სცენაზე გვყავდა დამალული...

როდესაც გათენდა, გავაღეთ გარდერობი, დავურიგეთ ხალხს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და გავუშვით სახლებში...
მე ვფიქრობ, რომ ეს დღე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდი “მახინა”, ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა - დაიმსხვრა… იწყებოდა რაღაც ახალი, არ ვიცი როგორი, მაგრამ ახალი.
ყოველთვის რთული და მტკივნეულია ეს ახალიც, იქნება ისეთი, როგორებიც ჩვენა ვართ".


alt"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები


1926
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები