ჩვენთვის კარგად ცნობილი შოუბიზნესის ვარსკვლავები ყოველთვის პოპულარულები არ იყვნენ და არც მათ მეუღლეებს იცნობდა ვინმე. მითუმეტეს დღეს ისინი აღარავის ახსოვს. წარმოგიდგენთ ვარსკვლავების პირველ მეუღლეებს, რომლებიც კარიერულ გზაზე თანდათან დაივიწყეს და ახალი მეუღლეებით შეცვალეს.
მონიკა ბელუჩის პირველი ქმარი ფოტოგრაფი კლაუდიო კარლოსი იყო. მაშინ 25 წლის მონიკა ფიქრობდა, რომ მათი სიყვარული, ისევე როგორც ქორწინება, ურყევი და სამუდამო იყო. თუმცა 4 წელიწადში წყვილი დაშორდა.
განქორწინებიდან 2 წლის შემდეგ ბელუჩი ვენსან კასელს შეხვდა და 18 წლის განმავლობაში მასთან დარჩა. თუმცა ხშირად წყვილი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა. საბოლოოდ მათმა ურთიერთობამ ყველანაირი რესურსი ამოწურა და წყვილი განქორწინდა.
თუმცა ქორწინების უღელი მაინც არ ასცდა და 53 წლის ასაკში იურისტ ალამ ალამუდინს საკურთხევლისკენ გაუძღვა. დღეს წყვილი საყვარელ ტყუპს ზრდის.
წყვილი 3 წელიწადში დაშორდა და ჯონს, უამრავი რომანის მიუხედავად, წლების განმავლობაში ცოლის შერთვა აღარ უფიქრია. თუმცა 2015 წელს ემბერ ჰერდზე მაინც იქორწინა. ქალმა წელიწადი ძლივს გაძლო მის გვერდით. ქორწილიდან 15 თვის შემდეგ გამოაცხადა, რომ ჯონი სცემდა და „ფსკერამდე დასცა“ მისი თავმოყვარეობა. რა თქმა უნდა, ემბერმა განქორწინება მოითხოვა.
ქორწინების პერიოდში მიმის სამსახიობო კარიერა თანდათან დაბლა დაეშვა, ტომის კი პირიქით, მწვერვალისკენ დაიძრა. 3 წელიწადში წყვილი დაშორდა და ტომი მალე ნიკოლ კიდმანის გვერდით გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ყმაწვილმა იმ დროს არ იცოდა, რომ მისი მომაჯადოვებელი მეუღლე ნარკოტიკების მოყვარული აღმოჩნდებოდა და ქორწინება სულ ერთ წელიწადს გასტანდა. დღეს ისინი მეგბრები არიან და ანჯელინას არაერთხელ გადაუხდია მისთვის საჯარო მადლობა დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დახმარებისთვის.
მეორედ ანჯელინა ბილი ბობ ტორნტონზე გათხოვდა. ამბობდნენ, მათი მგზნებარე რომანი მთელს ჰოლივუდს ცეცხლის ალში ხვევდაო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ცეცხლი ჩაქრა და ქორწინებაც ჩაიფერფლა.
ამის შემდეგ იყო ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ცნობილი 10-წლიანი რომანი ანჯელინა ჯოლსა და ბრედ პიტს შორის. ენჯიმ მესამედაც გარისკა საკურთხევლის წინაშე წარდგომა, თუმცა 2 წელიწადში ეს ქორწინებაც დასრულდა.
რა ბედი ეწია მილერს?
ანჯელინასთან განქორწინებიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. დღეს ის ბედნიერ ქორწინებაშია მსახიობ მიშელ ჰიკსთან. ცოლ-ქმარს ვაჟი ეზრდება, თუმცა ჰოლივუდელი ჭორიკნები არ ისვენებენ: „ბოლო დროს პირველმა ქმარმა ანჯელინას სახლში შეუარაო“. საბედნიეროდ, ამბავი მოარულ ხმებს არ გასცდენია და ჯონი ანჯელინასთან ახლო კავშირში არ „გამოუჭერიათ“.