როგორ ცხოვრობს სტალინის შვილთაშვილი, რომელიც დაბადებიდან ყრუა და მამამ ქუჩაში გააგდო
როგორ ცხოვრობს სტალინის შვილთაშვილი, რომელიც დაბადებიდან ყრუა და მამამ ქუჩაში გააგდო
სელიმ ბენსაადი, რომელიც დაბადებიდან ყრუა, მამამ ქუჩაში გააგდო... ეს სახელი და გვარი თითქოს არაფრის მთქმელია, თუმცა... სელიმ ბენსაადის დიდი ბაბუა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახლდათ. მაგრამ ის დღეები, როცა მისი სახელის ხსენებაზე ყველა კანკალებდა, წარსულს ჩაბარდა. დღეს სტალინის შთამომავლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ვიღაცები ამერიკაში არიან, ვიღაცები კი მოსკოვის მეტროს მახლობლად ავტომობილებში ათევენ ღამეებს.
უკვე მეორე კვირაა, სელიმისთვის ძველი მანქანა ერთადერთი თავშესაფარია. მაგრამ, ის სრულიად უსახლკარო არ არის. დოკუმენტების მიხედვით, იმ ბინაში, სადაც სტალინის მემკვიდრე ცხოვრობს, ადრე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის
ოფიცრები იყვნენ შესახლებულები. ბინა 30 მილიონ რუბლადაა შეფასებული.
mshoblebi
მაგრამ, სელიმი, რომელიც დაბადებიდან ნახევრად ბრმა და ყრუა, საკუთარმა მამამ ქუჩაში გააგდო.
სელიმ ბენსაადი 1971 წელს დაიბადა. დედამისი, გალინა ჯუღაშვილი სტალინის უფროსი ვაჟის შვილია. გალინასა და ალჟირელ სტუდენტ ჰოსინ ბენსაადს შორის სიყვარული ნამდვილად ვნებიანი და ამაღელვებელი იყო. ისეთი, რომელიც ვერანაირმა ძალამ ვერ შეაჩერა.
ჰოსინ ბენსაადი მოსკოვში სასწავლებლად ჩავიდა და მრავალმილიონიან დედაქალაქში მისი ყურადღება ულამაზესმა გალინამ მიიპყრო. ოჯახი მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გალინა უკვე მუცლით მომავალ ვაჟს ატარებდა. სელიმი განსაკუთრებული დაიბადა. დაბადების დროს სახის ნერვი დაუზიანდა. ექიმები დედას ამშვიდებდნენ, რომ
მისი შვილი ცოტა უცნაურად გაიღიმებდა, მაგრამ ისეთი იქნებოდა, როგორიც ყველა სხვა დანარჩენი. მაგრამ, დრო გადიოდა და ბიჭი მის გარშემო არსებულ სამყაროზე საერთოდ არ რეაგირებდა. სამი წლის ასაკში გაირკვა, რომ სელიმი ყრუ იყო.

mshoblebi
გალინას ნება დართეს, რომ ჰოსინთან ხელი მოეწერა, მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს მარტივი გამოცდა არ ყოფილა. ჰოსინი ალჟირში წავიდა და მხოლოდ ხანდახან სტუმრობდა შვილს მოსკოვში.

ვიდრე ქმარი ორ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიჭის აღზრდა გალინამ საკუთარ თავზე აიღო. ბავშვობიდან ბიჭი დიდ ბინაში იზრდებოდა, რომელიც დღეს სადაო გაუხდა. მას შემდეგ, რაც გალინა გარდაიცვალა, მამა-შვილს შორის დაპირისპირებაა. ყველა, ვინც სელიმს იცნობს, ერთხმად ამბობს, რომ მამამისი მისი შეზღუდული შესაძლებლობებით სარგებლობს და ბინისა და იმ ძვირფასეულობის მითვისება სურს, რომელიც სტალინის ოჯახს ეკუთვნის. ასევე, ოჯახის არქივებზე წვდომა მხოლოდ ნათესავებს აქვთ და ეს ინტერესიც უნდა ჰქონდეს ჰოსინს.
მამა-შვილს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიძაბა. ადვოკატები ამბობენ, რომ ის შვილზე ზეწოლას მუდმივად ცდილობს.
ბენსაადმა სტალინის არქივისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის დაუფლება მაინც მოახერხა. ამბავი ცოტახნის წინ კიდევ უფრო დაიძაბა, რადგანაც ლანა პარშინას წიგნი გამოქვეყნდა, რომლის დაწერაშიც სელიმი დაეხმარა და წიგნში სტალინის ოჯახის საიდუმლოებებზეა საუბარი. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ ანდერძია, რომლის გაყალბებაშიც სელიმის მამაა დამნაშავე.

მან საკუთარი შვილი ქუჩაში დატოვა და ბინის გასაღებიც გამოცვალა. ფაქტი ერთია, სელიმი და მისი მეუღლე, ნატალია, რომელიც ასევე სმენადაქვეითებულია, იმ ბინაში არიან ჩაწერილები და მათი საკუთრებაა.

mshoblebi

თავად სელიმი კი არსებულ სიტუაციას სულ სხვანაირად ხსნის და დარწმუნებულია, რომ თავის დროზე მამამისი უცხოურმა სპეცსამსახურებმა გაგზავნეს სტალინის ოჯახში, რომ ამბები გაეტანა. სელიმს ადვოკატები ეხმარებიან და თუ ბენსაადი არ შეწყვეტს უკანონო მოქმედებებს, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


altსტალინის შვილიშვილის აღიარება: "ვერ ვიტან სტალინს, ის ურჩხული იყო, მან დედაჩემს ცხოვრება დაუნგრია!"


30314
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები