ოჯახში მიმდინარე ძალადობა გარშემომყოოფთათვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. არამარტო ფიზიკური, გამუდმებული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი ჩვეულებრივი დიასახლისები მოძალადე მეუღლეებზე ზოგჯერ შურისძიების საშინელ, პათოლოგიურ ფორმებს მიმართავენ. დიახ, ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებულ კრიმინალურ საგამოძიებო მასალებში ძალიან ბევრი საქმეა, როცა ქალებმა მოძალადე ან მოღალატე ქმრებზე საზარელი გზით იძიეს შური. საქმე კასტრაციას ეხება, რომელიც თურმე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქალთა მხრიდან განხორციელებულ დანაშაულში, რომელიც შურისძიების მიზნით განხორციელდა. ახლახან მორიგი შემთხვევა მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 36 წლის ქალი ჟანა ნურჟანოვა ყაზახეთის კრიმინალური ამბების მთავარ გმირად იქცა. მან მეუღლის ტელეფონში შემთხვევით იპოვა მიმოწერა, სადაც კაცი აღფრთოვანებული წერდა, რომ გოგონა, სახელად კარინა, უყვარდა. სასაუბრო ჩათში ფოტოებსაც აგზავნიდა. ნურჟანოვამ გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, თუმცა სკანდალი არ მოუწყვია. ცოტა ხანს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი იცოდა, სინამდვილეში კი საშინელი შურისძიების გეგმას ადგენდა. ერთ საღამოს პარტნიორს საწოლში თამამი ექსპერიმენტი შესთავაზა... მერე კი ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდა და საბოლოოდ ბიჭი კლინიკაში მოხვდა, რადგან გაცოფებულმა ქალმა მას სასქესო ორგანო მოაჭრა.
მსგავსი შემთხვევები არაერთი ახსოვს მსოფლიო კრიმინალისტიკას. ქალები ძირითადად ღალატის ან ძალადობის გამო მიდიან ასეთ ნაბიჯზე. მაგალითად, 2015 წელს ჩინელმა ფენ ლუნმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ქმარზე იგივე გზით იძია შური. მიზეზი ღალატი იყო, რომელსაც ლუნი შეურაცხყოფად იღებდა. ამბის გაგრძელებას შემზარავია - დიდხნიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მოჭრილი პენისი ვერ იპოვა.
ალბათ, ყველაზე ცნობილი კასტრაციის ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1993 წელს მოხდა. ლორენა ბობიტმა ქმარს, ჯონს პენისი მაშინ მოაჭრა, როცა მას ეძინა. დანაშაულის ჩადენა ქალმა მაშინ გადაწყვიტა, როცა ქმარი სახლში მთვრალი მივიდა და სექსუალურად იძალადა მასზე. ექიმებმა მამაკაცს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და ორგანოს მიკერება და ფუნქციების აღდგენა მოახერხეს.
ლორენამ ციხეს თავი იმით დააღწია, რომ სასამართლოზე გიჟად გამოაცხადეს. ქალი ამბობდა, რომ ქორწინების განმავლობაში ქმარი მასზე გამუდმებით ძალადობდა, თრგუნავდა, ანადგურებდა მორალურად და აუპატიურებდა, აიძულებდა აბორტის გაკეთებასაც. 1995 წელს ისინი განქორწინდნენ.
ამჟამად ლორენას ადგილსამყოფელი უცნობია. ჯონმა კი რამდენიმე ფილმში ითამაშა და არც ქალების ყურადღებას უჩივის. როგორც თავად ამბობს, ყოფილ ცოლს საერთოდ არ აწუხებს და რაღაცნაირად მადლობელიც კია მისი.
2017 წლის სექტემბერში მსოფლიო მედიაში საშინელი ამბავი გავრცელდა. 50 წლის სამხრეთკორეელმა ქალმა 54 წლის მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა. მათი მეზობლებისა და ახლობლებისთვის ეს ამბავი სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. გაირკვა, რომ ქმართან დიდხნიანი ცხოვრების შემდეგ, ქალს ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. ძალიან ბრაზობდა, რომ კაცი მთელ თავისუფალ დროს საყვარელ გატაცებას, გოლფის თამაშს უთმობდა და თავად პაემანზე არ მიჰყავდა. პოლიციასთან თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ ქმარი სცემდა. მოახერხა თუ არა ქალმა სასჯელისგან თავის დაღწევა უცნობია. მათ შესახებ აღარაფერი იწერება.