დედა, ცოლი და საყვარელი ქალი ერთდოულად დაკარგა - უბედური სპორტსმენის გაფლანგული მილიონები და დაუჯერებელი ისტორია
დედა, ცოლი და საყვარელი ქალი ერთდოულად დაკარგა - უბედური სპორტსმენის გაფლანგული მილიონები და დაუჯერებელი ისტორია
პა­ტა­რა და ბნელ პა­ლა­ტას, სა­დაც შუ­ახ­ნის ქალი, სა­ხე­ლად ლულა იწვა, ხში­რად სტუმ­რობ­და მა­ღა­ლი, ათ­ლე­ტუ­რი ბიჭი. ის ან დი­ლით ადრე ან გვი­ან ღამე მო­დი­ო­და. სა­წოლ­თან ახ­ლოს სა­ვარ­ძელ­ში ჩაწ­ვე­ბო­და და ოთა­ხის ისე­დაც პა­ტა­რა სივ­რცეს, კი­დევ უფრო აპა­ტა­რა­ვებ­და. ოთახ­ში კოს­მო­სუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. მხო­ლოდ კედ­ლის სა­ა­თი და კარ­დიო აპა­რა­ტი, ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ სი­ჩუ­მეს. ბიჭი ხში­რად იმ­დე­ნად დაღ­ლი­ლი მო­დი­ო­და, რომ სა­ვარ­ძელ­ში­ვე ეძი­ნე­ბო­და. როცა გა­იღ­ვი­ძებ­და, ჯერ კარ­დიო აპა­რატს უყუ­რებ­და, მერე დე­დის ხელს თა­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა ხელ­ში ჩა­ი­დებ­და და ასე, დიდ­ხანს შეს­ცქე­რო­და.

ჯე­იმს "ბას­ტერ" დაგ­ლა­სი, რო­მე­ლიც მო­მაკ­ვდავ მშო­ბელს ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბით
აკ­ვირ­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ ვერ იჯე­რებ­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბის 3 საყ­ვა­რელ ქალს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თდრო­უ­ლად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და. იან­ვარ­ში მას ცოლი გა­შორ­და. მა­ლე­ვე ქალი, რომ­ლის­გან შვი­ლი ჰყავ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რად­გან ლე­ი­კე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვე­ღარ ახერ­ხებ­და და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - დედა...

ცო­ლის წას­ვლას თუ თა­ვის უდის­ციპ­ლი­ნო, უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ათს აბ­რა­ლებ­და, დე­დი­სა და საყ­ვარ­ლის ავად­მყო­ფო­ბა ცდი­ლობ­და, რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზით აეხ­სნა.

სულ რა­ღაც ერთ თვე­ში, ია­პო­ნი­ა­ში პლა­ნე­ტის სა­უ­კე­თე­სო მოკ­რი­ვეს, ნამ­დვილ მონ­სტრს მაიკ ტა­ი­სონს უნდა შეხ­ვედ­რო­და. კარ­გად ეს­მო­და, იმი­სათ­ვის, რომ ტა­ი­სონს ია­პო­ნი­ა­ში ებ­რძო­ლა, ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უზარ­მა­ზა­რი ფული გა­და­ი­ხა­და და მებ­რძო­ლის მე­ნე­ჯერ­მაც ბას­ტე­რის სა­ხით მარ­ტი­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შე­ურ­ჩია.
mshoblebi
"ვინ ჯან­და­ბაა "ბას­ტე­რი"? მისი ერთი ბრძო­ლაც კი არ მაქვს ნა­ნა­ხი. სად იპო­ვეთ ეს ბიჭი?" - კი­თხუ­ლობ­და
ტა­ი­სო­ნი ბრძო­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე. თუმ­ცა მა­ი­კის იმ მო­მენ­ტის ცხოვ­რე­ბა ჯე­იმ­სის ცხოვ­რე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და. ძლი­ე­რე­ბი­სა და დი­დე­ბის ზე­ნი­ტში მყოფ­მა "რკი­ნის მა­იკ­მა" და­ი­ვი­წყა ვარ­ჯი­ში და სტრიპ-კლუ­ბებ­სა და ნარ­კო­ტი­კებს გა­დაჰ­ყვა. ფიქ­რობ­და, რომ არაპ­რეს­ტი­ჟულ, რამ­დენ­ჯერ­მე და­მარ­ცხე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ხვდე­ბო­და და უმარ­ტი­ვე­სად მო­უ­გებ­და კი­დეც.

ხალ­ხი იმას კი არ მკი­თხა­ობ­და რო­მელ რა­უნდში, არამედ რომელ წამზე  და­ა­მარ­ცხებ­და ტა­ი­ოს­ნი დაგ­ლასს.

შეხ­ვედ­რამ­დე 3 კვი­რით ადრე, ჯე­იმსს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და­უ­რე­კეს და აც­ნო­ბეს, რომ 46 წლის ასაკ­ში დე­და­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

"ბას­ტე­რის" მე­ნე­ჯე­რი ჯონ ჯონ­სო­ნი მთე­ლი ღამე ცდი­ლობ­და მოკ­რი­ვე ტა­ი­სონ­თან ბრძო­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე და­ე­თან­ხმე­ბი­ნა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

"რა­ღაც მო­მენ­ტში დედა გა­მო­კეთ­და, შინ გა­წე­რეს და ერთ დღე­საც ვარ­ჯიშ­ზე გა­მოჩ­ნდა. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს, ის რამ­დე­ნად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ მო­იკ­რი­ბა ძა­ლე­ბი, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და თა­ვი­სით მო­ვი­და ჩემ­თან. უნ­დო­და ენა­ხა, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი ბრძო­ლას. მან იცო­და ჩემი უნე­ბის­ყო­ფო ხა­სი­ა­თის ამ­ბა­ვი... რამ­დე­ნი­მე დღე­ში დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე არ მქონ­და უფ­ლე­ბა ბრძო­ლა­ზე უარი მეთ­ქვა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მინ­დო­და დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად მებ­რძო­ლა", - იხ­სე­ნებ­და შემ­დგომ ჯე­იმ­სი.

თუმ­ცა ღმერ­თი დაგ­ლა­სის გა­მოც­დას კვლავ გა­ნაგ­რძობ­და და თით­ქოს რა­ღაც დიდი მი­სი­ის­თვის ამ­ზა­დებ­და. ბრძო­ლამ­დე 10 დღით ადრე, როცა უკვე ია­პო­ნი­ა­ში ჩაფ­რინ­დნენ, "ბას­ტერს" გრი­პი შეხ­ვდა, თა­ნაც ისე გა­ურ­თულ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­ნე­ჯერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ძლივს და­ი­თან­ხმა ათ­ლე­ტუ­რი კო­მი­სი­ე­ბი, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ლე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.
განაგრძეთ კითხვა
7269
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები