ჯეიმს "ბასტერ" დაგლასი, რომელიც მომაკვდავ მშობელს ცარიელი თვალებით
ცოლის წასვლას თუ თავის უდისციპლინო, უნებისყოფო ხასიათს აბრალებდა, დედისა და საყვარლის ავადმყოფობა ცდილობდა, რაღაც ზებუნებრივი მიზეზით აეხსნა.
სულ რაღაც ერთ თვეში, იაპონიაში პლანეტის საუკეთესო მოკრივეს, ნამდვილ მონსტრს მაიკ ტაისონს უნდა შეხვედროდა. კარგად ესმოდა, იმისათვის, რომ ტაისონს იაპონიაში ებრძოლა, ადგილობრივმა მთავრობამ უზარმაზარი ფული გადაიხადა და მებრძოლის მენეჯერმაც ბასტერის სახით მარტივი მოწინააღმდეგე შეურჩია.

"ვინ ჯანდაბაა "ბასტერი"? მისი ერთი ბრძოლაც კი არ მაქვს ნანახი. სად იპოვეთ ეს ბიჭი?" - კითხულობდა ტაისონი ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე. თუმცა მაიკის იმ მომენტის ცხოვრება ჯეიმსის ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ძლიერებისა და დიდების ზენიტში მყოფმა "რკინის მაიკმა" დაივიწყა ვარჯიში და სტრიპ-კლუბებსა და ნარკოტიკებს გადაჰყვა. ფიქრობდა, რომ არაპრესტიჟულ, რამდენჯერმე დამარცხებულ მოწინააღმდეგეს ხვდებოდა და უმარტივესად მოუგებდა კიდეც.
ხალხი იმას კი არ მკითხაობდა რომელ რაუნდში, არამედ რომელ წამზე დაამარცხებდა ტაიოსნი დაგლასს.
შეხვედრამდე 3 კვირით ადრე, ჯეიმსს საავადმყოფოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ 46 წლის ასაკში დედამისი გარდაიცვალა.
"ბასტერის" მენეჯერი ჯონ ჯონსონი მთელი ღამე ცდილობდა მოკრივე ტაისონთან ბრძოლის გადავადებაზე დაეთანხმებინა, რაზეც უარი მიიღო.
"რაღაც მომენტში დედა გამოკეთდა, შინ გაწერეს და ერთ დღესაც ვარჯიშზე გამოჩნდა. ვერავინ წარმოიდგენს, ის რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მოიკრიბა ძალები, ჩაჯდა მანქანაში და თავისით მოვიდა ჩემთან. უნდოდა ენახა, რამდენად სერიოზულად ვუდგებოდი ბრძოლას. მან იცოდა ჩემი უნებისყოფო ხასიათის ამბავი... რამდენიმე დღეში დედაჩემის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე არ მქონდა უფლება ბრძოლაზე უარი მეთქვა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინდოდა დედის პატივსაცემად მებრძოლა", - იხსენებდა შემდგომ ჯეიმსი.
თუმცა ღმერთი დაგლასის გამოცდას კვლავ განაგრძობდა და თითქოს რაღაც დიდი მისიისთვის ამზადებდა. ბრძოლამდე 10 დღით ადრე, როცა უკვე იაპონიაში ჩაფრინდნენ, "ბასტერს" გრიპი შეხვდა, თანაც ისე გაურთულდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენეჯერმა რამდენიმე დღის შემდეგ, ძლივს დაითანხმა ათლეტური კომისიები, რომ ანტიბიოტიკის დალევის უფლება მიეცათ.
განაგრძეთ კითხვა