64-სანტიმეტრიანი კოსტიას მშობლებს ექიმები სთხოვდნენ, ის ექსპერიმენტებისთვის დაეთმოთ, თუმცა მან ცხოვრება განაგრძო და ყველა გააოცა - სსრკ-ში ყველაზე პატარა კაცის ამბავი
64-სანტიმეტრიანი კოსტიას მშობლებს ექიმები სთხოვდნენ, ის ექსპერიმენტებისთვის დაეთმოთ, თუმცა მან ცხოვრება განაგრძო და ყველა გააოცა - სსრკ-ში ყველაზე პატარა კაცის ამბავი
კონსტანტინე მოროზოვის წონა მთელი ცხოვრების განმავლობაში 25 კგ იყო, სიმაღლე კი - 64 სმ. ის ერთ შორეულ სოფელში დაიბადა და ექიმებმა მის მშობლებს უთხრეს, სჯობს, ასეთი "ჯუჯა" სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის მისცეთო. მაგრამ, ბავშვის მშობლები ასე არ მოიქცნენ. შვილს არა მარტო იცავდნენ თავდასხმებისგან, არამედ ასწავლიდნენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეებს, შრომისმოყვარეობასა და მიზნისაკენ სწრაფვას.

დღეს ბევრისთვის ცნობილი ნიკ ვუიჩიჩი - კაცი, რომელიც ხელებისა და ფეხების გარეშე დაიბადა, გახდა მთავარი მოტივატორი სხვებისთვის, შესანიშნავი ორატორი, საკუთარი გამოსვლებისთვის შეკრიბა ათასობით მაყურებელი. ის არის რამდენიმე წიგნის ავტორი, გამოიმუშავებს
ასიათასობით დოლარს, ბედნიერია, დაქორწინებული და ორი შვილის მამა. ნიკ ვუიჩიჩი დაიბადა იმ დროს, როდესაც საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს იღებს და მხარს უჭერს მათ განვითარებას.

კონსტანტინე მოროზოვს კი ასე არ გაუმართლა. 1936 წელს ულიანოვსკის რაიონის სოფელ სარაში დაიბადა და ასეთ მხარდაჭერაზე ვერც კი იოცნებებდა. მთელი ბავშვობის განმავლობაში სხვადასხვა მეტსახელს ეძახდნენ და დასცინოდნენ: "ეშმაკი", "ბაყაყი", "ჯუჯა"... მის მშობლებს თანასოფლელებიც ურჩევდნენ, ბავშვი მკვლევარებისთვის ექსპერიმენტის ჩასატარებლად მიეცათ.
ბიჭი დაიბადა თანდაყოლილი პათოლოგიით "ქონდროდისტროფიით" – ამ შემთხვევაში ადამიანს ძვლები თითქმის არ აქვს, მხოლოდ ხრტილი აქვს და ამიტომ ვერ იზრდება.

"დედაჩემი ძალიან ცუდად იყო მშობიარობის დროს. ალბათ, ამიტომაც დავიბადე ასეთი. ჩემს გარდა, ჩემს მშობლებს კიდევ რვა ვაჟი ჰყავთ. ყველა
- ნორმალური", - თქვა თავად კოსტიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ბებიაქალმა, რომელიც დედამისს შვილის გაჩენაში ეხმარებოდა, ბავშვის დანახვისას გონება დაკარგა: " ეს არ არის ადამიანი, ბაყაყია!" - უთქვამს მას.
მამამ ბავშვი ხელისგულზე დაისვა - ის მხოლოდ 300 გრამს იწონიდა... ბავშვის დანახვისას მღვდელმაც უარი თქვა მის მონათვლაზე. ისიც ამბობდა, რომ ადამიანს არ ჰგავდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მონათლა. კოსტია ძალიან მებრძოლი აღმოჩნდა. ბევრს ჭამდა, ძალა მოიკრიბა, ადრე დაიწყო სიარული, ლაპარაკი, თავად ისწავლა გაზეთების კითხვა.
ექიმები რომ ხედავდნენ, მშობლებს კვლავაც ეუბნებოდნენ, დაეთმოთ მათთვის, რომ რომ ქილაში მოეთავსებინათ და სტუდენტებისთვის ვიზუალურ მასალად გამოეყენებინათ. თუმცა, ამის გაგონებაზე მამა საშინლად გაბრაზდა, თქვა, რომ მიიღებდა თავის შვილს ისეთად, როგორადაც დაიბადა და არ აპირებდა ცოდვის ჩადენას.
mshoblebi
როდესაც კოსტია ექვსი წლის იყო, ომი დაიწყო და მამამისი ფრონტზე წაიყვანეს. ცხრავაჟიანი ოჯახი როგორმე უნდა გამოეკვებათ. კოსტიამ რძის ფერმაში კოლბების შემდუღებლად დაიწყო მუშაობა. ზოგადად, ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, ინჟინრის გონება ჰქონდა და ამ მიმართულებით კარგად ფიქრობდა. მარტივად ასრულებდა ნახაზებს, ესმოდა მანქანებისა და დანადგარების სტრუქტურის, შეეძლო ნებისმიერი მექანიზმის დაშლა და აწყობა. თვითონვე შექმნა თავისთვის ეტლი, რომლითაც სოფელში გადაადგილდებოდა.
შვილის სქემების მიხედვით, ფრონტიდან დაბრუნებულმა მამამ საკერავი მანქანა ააწყო. კოსტიამ ფულის გამომუშავება დაიწყო და ომის შემდეგ პირველ წლებში მოროზოვის ოჯახი სწორედ ამ შემოსავლით ცხოვრობდა. მას კითხვაც უყვარდა, ხშირად ლამფის შუქზე კითხულობდა.
სკოლა ექსტერნად დაამთავრა - მასწავლებლები მჭევრმეტყველებისა და აზრის ძალიან კარგად გადმოცემისთვის სულ აქებდნენ. მალე მოროზოვს შესთავაზეს, კომკავშირის ინსტრუქტორი გამხდარიყო. სოფლის ყრილობაზე კონსტანტინე სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობა გაოცებული უსმენდა...

ის ძალიან ბევრს შრომობდა, თუმცა ყურადღებაც სჭირდებოდა. მალე ძმებმა ქვეყანა დატოვეს და კოსტია სკოლა-ინტერნატში წაიყვანეს.

"ერთხელ მამამ ვერანდაზე გამიყვანა და მითხრა: "ჭიას ხედავ? სადღაც მიცოცავს, რაღაცით არის დაკავებული. იცოდე, სამყაროში ნებისმიერ არსებას სიცოცხლის უნარი აქვს. შენ უნდა გამოიყენო ის უნარები, რაც გაქვს. ისწავლე, იყო საჭირო", - იხსენებს კოსტია.
mshoblebi
კონსტანტინე სენგელევსკის ინვალიდთა სახლში ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი გახდა, მოაწყო თეატრი, სადაც თავად ასრულებდა როლებს მხიარული ისტორიებითა და პაროდიებით, უკრავდა და საინტერესო წარმოდგენებსაც დგამდა. 34 წლის ასაკში კი კოსტიას შეუყვარდა...

"ერთხელ ქუჩაში გამოვედი და სკამზე ლამაზი გოგონა დავინახე. სახელი რომ ვკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ მიყვარდა. შემდეგ მოსკოვში წავედი სამკურნალოდ. 8 წლის შემდეგ ისევ პანსიონში მოვხვდი. თავად ლიდა მოვიდა ჩემთან. დაჯდა და თქვა: " რ შემიძლია შენ გარეშე ცხოვრება". მერე გადავწყვიტეთ პანსიონი დაგვეტოვებინა და ხელი მოვაწერეთ. ლიდა ჩემზე მხოლოდ ორი წლითაა უმცროსი. ფული მივეცი (კარგი შაბათი მქონდა - საათები შევაკეთე), მან ერთი ოთახი იყიდა და რეესტრის ოფისშიც შეიტანა განცხადება", - ასე გაიხსენა მოროზოვმა ცოლის გაცნობის ისტორია.

ქორწინების რეგისტრაციის დროს მოწმეები არ ყოფილან, არავის სურდა, ასეთი უცნაური წყვილის კავშირის ნაწილი გამხდარიყო. თანამშრომლები გაოცდნენ, როდესაც ჯუჯა დაინახეს და პატარძალს თითქოს თანაუგრძნობდნენ კიდეც.
არადა, ქორწინების შემდეგ კონსტანტინეს თითქოს ფრთები გაეზარდა. ქვეყნის ყველაზე პატარა კაცმა სხვადასხვა მექანიკური ხელსაწყოს აწყობა დაიწყო, სოფლის მცხოვრებლებზე ჰყიდდა ან აქირავებდა. მასთან შესაკეთებლად მიჰქონდათ სხვადასხვა ნივთი. ისწავლა კერვა და საკუთარ ცოლს კაბებს თავად უქმნიდა. წყვილი შვილებზე ოცნებობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამას მათი ბედნიერებისთვის ჩრდილი არ მიუყენებია. პატარა ბაღი გააშენეს, ამზადებდნენ მურაბებს და პირველებმა იყიდეს ტელევიზორი, რომლის საყურებლად ყველა მეზობელი მათთან მიდიოდა.
mshoblebi
1980-იანი წლების დასაწყისში ისინი ერთმანეთის მიყოლებით გახდნენ ავად და ბაღის მოვლის საშუალება აღარ ჰქონდათ. სახსრები ტკივილი, წნევა - სხვადასხვა პრობლემა აწუხებდა კოსტიას. ამიტომ, გადაწყვიტეს ქონება გაეყიდათ და ისევ პანსიონში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. იქ მათ ერთი ოთახი გამოუყვეს, სადაც ბედნიერად ცხოვრობდნენ.
"არ ვუჩივი ჩემს ბედს. მთელი ცხოვრება ვიმუშავე. ვერავინ მეტყვის, რომ სახელმწიფოს ზედმეტ ტვირთად დავაწექი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ლიდა 2001 წელს გარდაიცვალა, კოსტიამ კი ექიმების პროგნოზის მიუხედავად, 73 წელი იცოცხლა. მას უწოდებდნენ პატარა კაცს, დიდი გულით.

altუხელფეხო კაცი, რომელმაც ბედნიერება იპოვა - 4 შვილის მამა ნიკ ვუიჩიჩი


23468
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები