ცნობილ სუპერმოდელს დღეს ძლივს იცნობთ - ის ამბობს, რომ კოსმეტოლოგებმა დაამახინჯეს
ცნობილ სუპერმოდელს დღეს ძლივს იცნობთ - ის ამბობს, რომ კოსმეტოლოგებმა დაამახინჯეს
ცნობილი მოდელი ლინდა ევანგელისტა წარმოშობით კანადელია. 15 წლის ასაკში ადგილობრივი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა და ამის წყალობით, ნიუ-იორკში აღმოჩნდა, სადაც სააგენტო "ელიტში" ძალების მოსინჯვის შანსი მიეცა.

გარდასახვის საოცარი უნარისა და ცვალებადი იმიჯის გამო მას ქამელეონს ადარებდნენ. უამრავ სარეკლამო კლიპში იღებდნენ, 
თანამშრომლობდა ლეგენდარულ დიზაინერებთან, სთავაზობდნენ ექსკლუზიურ კონტრაქტებს და ჯორჯ მაიკლის 2 კლიპშიც გადაიღეს. 
პირველი მოდელი იყო, რომელიც ზღაპრულ ჰონორარს იღებდა არამარტო სამოდელო საქმიანობაში, არამედ რომელიმე ღონისძიებაზე უბრალოდ გამოჩენისთვისაც კი. სწორედ მას ეკუთვნის 
ფრთიანი ფრაზა, რომელმაც ყველა გამოცემა მოიარა: "საწოლიდანაც არ წამოვდგები 10 ათას დოლარზე ნაკლებად".

mshoblebi

პირადი ცხოვრება

22 წლის ასაკში ლინდა ევანგელისტა პარიზის Elite Model Management-ის დირექტორს, ჯერალდ მარის გაჰყვა ცოლად. ქორწინებამ 6 წელს გასტანა, რის მერეც წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამას მოჰყვა რამდენიმე რომანტიკული ურთიერთობა, 
თუმცა ქორწინებით არცერთი არ დასრულებულა.  

mshoblebi
2006 წელს, 41 წლის ასაკში ფრანგ მილიარდერს, მოდის იმპერიის მფობელის, ფრანსუა პინოს ვაჟს, ფრანსუა-ანრი პინოს ხვდებოდა. სამწუხაროდ, პინო ერთ წელიწადში დაშორდა, კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც ლინდას ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო. 
მოგვიანებით პინომ სელმა ჰაიეკი მოიყვანა ცოლად. 2012 წელს ევანგელისტან პინოს უჩივლა და 5 წლის ვაჟისთვის ალიმენტის გადახდა მოითხოვა.
mshoblebi

კოსმეტოლოგთა მსხვერპლი

ლინდა ევანგელისტა თითქმის 5 წლით გაქრა საზოგადოების თვალთახედვიდან. ახლახან კი კვლავ გამოჩნდა და თაყვანისმცემლებს უამბო, როგორ ებრძოდა კოსმეტიკური პროცედურის შედეგად გამოწვეულ გართულებებს. მას ორი საკორექციო ოპერაცია
დასჭირდა, თუმცა მანიპულაციისგან დარჩენილი არასასურველი კვალი მაინც ვერ აღმოფხვრა. ახლახან 90-იანი წლების ლეგენდა თავის გამომწერებს უამბობს, რატომ გაუჩინარდა წლების განმავლობაში და როგორ დააზარალა ცხიმის მოცილების კოსმეტიკურმა გზამ.
56 წლის ყოფილი სუპერმოდელი ამბობს, რომ ცხომოვანი ქსოვილის შემცირების პროცედურამ გარეგნობა ძალიან შეუცვალა. იმდენად, რომ ძნელად იცნობთ, ვინ დგას თქვენს წინაშე. "სამუდამოდ დეფორმირებული დავრჩი"
- ამბობს ევანგელისტა.


mshoblebi

"დღეს შეცდომის გამოსწორებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგი, იმ შეცდომის, რომელსაც საკუთარ თავთანაც კი არ ვაღიარებდი 5 წლის განმავლობაში. ყველას აინტერესებს, რატომ არ ვჩანვარ, არ ვმუშაობ, როცა ჩემი თაობის კოლეგების კარიერა კვლავ წინ მიდის. აი, რატომ - მე სასტიკად დამამახინჯა პროცედურამ CoolSculpting-მა, რომელიც კომპანია Zeltiq-ში ჩავიტარე და რომელმაც გართულებების მკურნალობაზეც კი უარი თქვა" - წერს ევანგელისტა. 
CoolSculpting - ეს არაქირურგიული ჩარევაა მოყინვის გზით, რომელიც ცხიმოვან ქსოვილს 20%-40%-ით ამცირებს. პაციენტი მხოლოდ ჩხვლეტას გრძნობს. მანიპულაციის შედეგი კი არა მაშინვე, არამედ 2-3 თვის შემდეგ ვლინდება.
mshoblebi

სამწუხაროდ, ლინდას შემთხვევაში ყველაფერი პირიქთ მოხდა, ცხიმოვანი ქსოვილი არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც, რასაც მოდელის 2015 წელს გამოჩენილი ფოტოებიც მოწმობს.
"პროცედურამ გაზარდა და არა შეამცირა ჩემი ცხიმოვანი უჯრედები. განვითარდა პარადოქსული ცხიმოვანიო ჰიპერპლაზია. ორი საკორექციო ოპერაციის მიუხედავად, ჩემი გარეგნობა საბოლოოდ დეფორმირებული დარჩა. როგორც პრესა წერს, ჩემი ცნობა შეუძლებელია" - წერს ყოფილი სუპერმოდელი.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ პროცედური შედეგად 4000-ში ერთ პაციენტთან მსგავსი უკუჩვენება სრულიად მოსალოდნელი იყო და ეს გადაწყვეტილება მოდელს პირადად უნდა მიეღო. იცოდა თუ არა ამ რისკის შესახებ, ლინდა ევანგელისტა არ აკონკრეტებს. სპეციალისტები კი არ გამორიცხავენ, რომ პროცედურამ ცხიმის მხოლოდ ნაწილი მოაშორა, რაც საკმარისი არ იყო სრულყოფილი ეფექტისთვის, მოდელის კალორიებით მდიდარმა კვებამ კი სწრაფად შეავსო და კიდევ უფრო გაზარდა ცხიმოვანი ქსოვილი. მითუფრო, რომ ჩოოლშცულპტინგ-ის ჩატარება ჭარბი წონის პირობებში ისედაც მარცხისთვის არის განწირული.
როგორც კოსმეტოლოგები განმარტავენ, ჩოოლშცულპტინგ-ის ეფექტიანობისთვის აუცილებელია პაციენტმა ჯერ წონაში დაიკლოს, კვების რეჟიმი მოაწესრიგოს და სპორტული დატვირთვა
გაზარდოს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ცხომოვანი ქსოვილის უბნების კორექტირება.
ლინდა ევანგელისტამ გულახდილად უამბო გამომწერებს თავისი "ღრმა დეპრესიის" შესახებაც, რომელიც პროცედურის შემდეგ დაეუფლა.

"ცხომოვანმა ჰიპერპლაზიამ არამარტო სიცოცხლის ხალისი წამართვა, ღრმა დეპრესიაში ჩამაგდო, საკუთარი თავი შემძულდა" - ამბობს ის. ყოფილმა მოდელმა კლინიკას უჩივლა და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარა საშინელი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლაში. "ვგრძნობ, რომ წინ მივდივარ. თანდათან ვერევი სიცხვილის გრძნობას და ძალა მომეცა, ჩემს შესახებ გიამბოთ. ისე დამღალა ასეთმა ცხოვრებამ - სახლიდან გასვლა არ მინდოდა, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ვგავარ საკუთარ თავს" - წერს მოდელი. 

mshoblebi

კომენტარებში მან არამარტო უცნობი ადამიანების, არამედ ბევრი ცნობილი კოლეგის გამამხნევებელი სიტყვებიც მიიღო, ისეთების, როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, ნატალია ვოდიანოვა, ჰელენ კრისტენსენი და ნაომი კემპბელი. 
mshoblebi

altცნობილმა მოდელმა პირველად უჩვენა საზოგადოებას, თუ როგორ დაამახინჯეს კოსმეტოლოგებმა - "ასე ცხოვრება აღარ შემიძლია..." (ფოტოები)


17066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ლია
15
ქალი 40 წელს რო გადააბიჯებს უნდა შეეჩვიოს რომ მალე გაქრება სილამაზე, ეს მალე კი ზოგს ძალიან მალე ეწყება სულ რაღაც 2-3 წელში. 43 წლის შემდეგ კი ყველას ეწყება ის რისიც ქალებს ეშინიათ
01:25 / 17-12-2021
ruska
0
მისი სტილი არის სიგამხდრე და მოკლე თმა. გრძელ თმაში ძალიან ჩვეულებრივი შეხედულება აქვს.
11:11 / 06-12-2021
mamo
3
მონიკა ბელუჩის ვერც ერთი მაგ ასაკის მოდელი ვერ შეედრება,დიდებული ქალია.
23:06 / 05-12-2021
მარი
0
კარით რა, დაბერდა. რა შეჭამეთ ტვინი უკვე. დღესაც სასიამოვნო შესახედია
17:35 / 05-12-2021
მსგავსი სიახლეები