სა-მკითხველ-ორეალური ამბები
ჰემინგუეის წყევლა - მწერლის, მამამისის, ძმის, შვილისა და შვილიშვილის უჩვეულო გარდაცვალებები
ჰემინგუეის წყევლა - მწერლის, მამამისის, ძმის, შვილისა და შვილიშვილის უჩვეულო გარდაცვალებები
ცნობილი ფილოსოფიური მოთხრობის "მოხუცი და ზღვა", რომანის "მშვიდობით იარაღო!" და სხვა მრავალი გამორჩეული ნაწარმოების ავტორის, ერნესტ ჰემინგუეის ბედი საჭადრაკო მოედანს ჰგავს, მხიარული და სევდიანი მოვლენების ცვალებადობით.
ყველაფერი ცნობილი მწერლის მამის - კლარენს ჰემინგუეიდან დაიწყო. ჩიკაგოს ელიტარულ დასახლებაში ის ცნობილი იყო, როგორც ყველაზე პატივსაცემი და მკაცრი ადამიანი. გამოჩენილი ექიმი, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია - ასე ახასიათებდნენ მას. კლარენს ჰემინგუეი ოჯახში ნამდვილად ავტორიტეტი იყო. ერნესტი უყურებდა და ცდილობდა, მამას დამსგავსებოდა - ძლიერი და მტკიცე ხაიათის ადამიანი, შესანიშნავი მონადირე და ბუნების მცოდნე. მოგვიანებითაც
კი, როდესაც მამამ მის ნამუშევრებს უგემოვნო უწოდა, მამაზე არ გაბრაზებულა.
mshoblebi

"ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვისთანაც მარტივია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც არასდროს გაგიჭირდება და ისინი, ვისთანაც რთულია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება", - წერდა მწერალი.

მაგრამ ოჯახში არავინ იცოდა, რომ კლარენსი დიაბეტით იყო დაავადებული. მოულოდნელად განვითარებულმა განგრენამ მას საშინელი ტანჯვა მოუტანა. ტკივილის შეტევების დროს კაბინეტში იკეტებოდა, რათა ახლობლების თვალში სუსტი და უმწეო არ გამოჩენილიყო. ერთ დღეს სამწუხარო დასკვნამდე მივიდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილისთვის იყო განწირული და... მან თავი მოიკლა.
მისმა სიკვდილმა ჰემინგუეი შოკში ჩააგდო. თანაც, კიდევ ერთი უცნაურობა ახლდა ამ ამბავს თან: მწერლის დედამ, ოპერის მომღერალმა გრეის ჰოლმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი უჩვეულო ხასიათით, ქმარს გაუგზავნა
იარაღი, საიდანაც სასიკვდილო გასროლა მოხდა.
ერნესტის მეხსიერებაში ბავშვობის მოგონებაც იყო დალექილი. როდესაც 12 წლის გახდა, მისმა საყვარელმა ბაბუამ მომავალ ცნობილ მწერალს სათამაშო თოფი აჩუქა. ბიჭი თავის მეგობრებთან გაიქცა, რათა თავი გამოეჩინა და ერთი-ორჯერ ცარიელ ბოთლებსაც ესროლა. მოულოდნელად გზად ერთი მოხუცი ინდიელი ქალი შეხვდა, რომელმაც მისი თოფის ლულაზე დააფურთხა და წყევლასავით ჩაიბუტბუტა, რომ სათამაშო იარაღი რეალური გახდებოდა და მათი პატრონებისკენ მიემართებოდა. ეს ერნესტს სულ ახსოვდა...

mshoblebi

უბედური შემთხვევები, კატასტროფები, ხერხემლის დამტვრევა, მალარია და სხვა სერიოზული დაავადებები - ერნესტ ჰემინგუეის ძლიერმა ორგანიზმმა თითქოს გაუძლო ყველა იმ უბედურებას, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის გარდაუვალი სიკვდილით დასრულდებოდა.
ის თამამად შედიოდა გალიაში ლომებთან - და ცხოველებიც ერიდებოდნენ ასეთი თავხედობის გამო. შემდეგ რინგზე იბრძოდა ცნობილ ამერიკელ მოკრივესთან, სათევზაოდ ხელყუმბარებით მიდიოდა, აქვს ურთოერთობა ქალებთან და სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა, რო მარლენ დიტრიხის დამორჩილება ვერ შეძლო, რომელთანაც რომანტიკული მიმოწერა ჰქონდა.
mshoblebi
ერნესტ ჰემინგუეი და მერლინ დიტრიხი

"ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო", - ამბობდა ის.
და მაინც ახერხებდა შეექმნა უკვდავი ნამუშევრები. სავარძელში კომფორტულად კი არ ჯდებოდა, ყავით ხელში, არამედ შთაგონებული ფეხზე მდგომი, ფანქრით წერდა ფურცელზე.

1960-იან წლებში მან დატოვა კუბა, საოცარი კუნძული, სადაც ცნობილი მწერლის თქმით, სამუდამოდ დატოვა შემოქმედებითი სული. მეოთხე ცოლთან, ახალგაზრდა ჟურნალისტ მერი უელშთან ერთად ამერიკაში დაბრუნება რთული და მტკივნეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში ერნესტ ჰემინგუეის განსაკუთრებული პომპეზურობით შეხვდნენ. მუდმივად გრძნობდა ნოსტალგიას და ენატრებოდა ძველი, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.

ხანში შესული ერნესტი დაბრმავდა, დაქანცული, თითქოს გატეხილი, პირველად დაფიქრდა სიკვდილზე. ცოლი სულ ცდილობდა დახმარებას, აწვდიდა დამამშვიდებელ პრეპარატებს, კლინიკაშიც მკურნალობდნენ, მაგრამ ამაოდ...  1961 წლის 2 ივლისს 61 წლის ერნესტ ჰემინგუეიმ მამის მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
mshoblebi
ერნესტ ჰემინგუეი და მერი უელში

ჰემინგუეის ოჯახში სისიკვდილო ჯაჭვი ამით არ დასრულდება. შერჩევით, მაგრამ დაჟინებით ვიღაცამ ოჯახის წევრებისთვის საფლავები თითქოს წინასწარ მოამზადა.
ლესტერ ჰემინგუეის სურდა, თავის უფროს, ცნობილ ძმას დამსგავსებოდა. უყვარდა ლიტერატურა, კრივი, ნადირობა, თევზაობა - და ვერც ერთ სფეროში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ერნესტის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მან მემუარები დაწერა მის შესახებ. ხოლო სამი ათწლეულის შემდეგ იმავე გზას გაუყვა, რასაც მისი მამა და ძმა - თოფით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერნესტ ჰემინგუეის ვაჟი გრეგორი ძალიან ამაყობდა, რომ ცნობილ მამას ჰგავდა. მამასაც ძალიან უყვარდა, ოჯახში ყველაზე ნიჭიერად თვლიდა და იმედოვნებდა, რომ ოდესმე ისიც ცნობილი გახდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მან სულ სხვა გზა აირჩია - ჩაერთო ნარკოტიკების არალეგალურ გასაღებასა და მოხმარებაში, რის გამოც დააპატიმრეს. ერნესტი გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო, ყოფილ მეუღლეს, გრეგორის დედას, პოლინას ადანაშაულებდა, რომ შვილს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. მუდმივი სტრესის გამო, ქალი საავადმყოფოში მოხვდა და ყოფილ ქმართან ერთ-ერთი დაძაბული ზარის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ერნესტმა შვილი სამუდამოდ დაივიწყა და ერთმანეთი აღარ უნახავთ.

გრეგორს ოთხი ცოლისგან რვა შვილი ეყოლა და 1999 წელს მთელი მსოფლიო საკუთარი განცხადებით შოკში ჩააგდო - ერნესტის შვილი სქესის შეცვლის ოპერაციას გეგმავდა და საკუთარ თავს გლორიასაც კი უწოდებდა. მაგრამ საკუთარი გეგმა ვერ განახორციელა. 2001 წლის 1 ოქტომბერს 69 წლის გრეგორი ქალთა ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

...ერნესტი ალბათ აღფრთოვანებული იქნებოდა შვილიშვილით, მარგოთი. ლამაზი, ჭკვიანი, გამორჩეული და ხალისიანი ფოტომოდელი - აშკარად გამოირჩეოდა ყველასგან და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მილიონობით დოლარს მიიღებდა სხვადასხვა რეკლამიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ადრეულმა დიდებამ მასზე დამღუპველი გავლენა მოახდინა. მარგო ჰოლივუდისკენ ისწრაფვოდა და რამდენიმე წარუმატებელმა მცდელობამ, დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

mshoblebi
მარგო ჰემინგუეი

ორი წარუმატებელი ქორწინება, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, საეჭვო ურთიერთობები - მარგოს ცხოვრება დაღმასვლისკენ მიდიოდა. თავად მსახიობმა აღიარა, რომ, როგორც მისი ცნობილი ბაბუა, მთელი ცხოვრება კლინიკურ დეპრესიას განიცდიდა. სათხილამურო კურორტზე მიღებული ტრავმისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, მარგო გამოჯანმრთელდა და კვლავ გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო... თუმცა...

1996 წლის 1 ივლისს მის მოკრძალებულ ბინაში, ცნობილი მწერლის 42 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი ნახეს. ერთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ყოფილმა კინოვარსკვლავმა თავი მოიკლა.
ბეჭდვა