"ჩებურაშკას" შემქმნელი შვილებს სცემდა და აშიმშილებდა - ცნობილი საბავშვო ავტორის რეალური სახე არავინ იცოდა
"ჩებურაშკას" შემქმნელი შვილებს სცემდა და აშიმშილებდა - ცნობილი საბავშვო ავტორის რეალური სახე არავინ იცოდა
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ბავშვების საყვარელი გმირებისა და ზღაპრების შემქმნელი, ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორი სინამდვილეში ბავშვებს ვერ იტანდეს და მათ სასტიკად ეპყრობოდეს? სწორედ ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ საბჭოთა წარსულგამოვლილი ადამიანები, როდესაც გამჟღავნდა, რომ ჩებურაშკას, ნიანგი გენას, „პროსტოკვაშინოს“ გმირების შექმქნელი იმ სექტის წევრი იყო, რომელიც ბავშვების მიმარტ სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა.
საუბარია ედუარდ უსპენსკიზე, რომელიც 70-მდე საბავშვო ნაწარმოების ავტორია. მათ შორისაა ჩებურაშკასა და ნიანგი გენას თავგადასავლები, ასევე „პროსტოკვაშენოს“ ამბები, ის გახლდათ 60 კინოსცენარის, 10 პიესის ავტორი. მას ეკუთვნის საავტორო უფლება 400-ზე მეტი საეკრანო
პროდუქციის მუსიკასა და ტექსტზე, ასევე ჩებურაშკას ვიზუალზე, რომელიც იაპონიაში საკულტო სათამაშო გახდა და უზარმაზარი შემოსავავალი მოუტანა უსპენსკის. კიდევ უფრო დიდი შემოსავალი მიიღო „პროსტაკვაშინოს“ და სხვა ნაწარმოებების ლიცენზიებისა და სამარკო ნიშნების გაყიდვისგან.
ამბობდნენ, უსპენსკის შთამომავლობას საქმე და სადარდებელი აღარაფერი ექნებაო. მაგრამ შთამომავლობამ ისეთ საიდუმლოებებს ახადა ფარდა, რომ მილიონობით ადამიანი შოკში ჩააგდო.
ედუარდ უსპენსკი, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევდნენ ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო ავტორად, უკიდურეს სიღარიბეში იყო გაზრდილი. ბიჭს ყოფა-ქცევასთანაც დიდი პრობლემები ჰქონდა. სკოლაში მთავარი ამრევი და ჩხუბისთავი იყო. მისი საქმე მილიციაში იმდენჯერ მოხვდა, რომ უმაღლესში საბუთების შესატანად შესაბამისი დახასიათება ვერ მიიღო. თუმცა საბოლოოდ მაინც თავისი გაიტანა და მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელსაც საკმაოდ აქტიური თეატრალური წრე ჰქონდა. სწორედ იქ
იგრძნო პირველად, რომ მისი საქმე ნახაზები კი არა, ხელოვნება იყო. თეატრალური წრის საშუალებით სცენარისტებსა და რეჟისორებს დაუახლოვდა. მალე კი პირველი ნაწარმოები „ჩებურაშკასა და ნიანგი გენას თავგადასავალი“ გამოსცა. თავიდან კრიტიკოსებმა დაუწუნეს, თუმცა გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ მომდევნო წიგნს „პროსტოკვაშენოს“ ტრიუმფს წინ ვეღარაფერი დაუდგა.
mshoblebi

რა ხდებოდა პირად ცხოვრებაში?

სტუდენტობის წლებში თავის ჯგუფელზე, რიმაზე დაქორწინდა, რომელთანაც ერთი შვილი ეყოლა, ქორწინებამ 18 წელს გასტანა. მეორე მუღლეს უკვე კინოსტუდიაში შეხვდა. წყვილს შვილი არ გაუჩნდა, ამიტომ ტყუპი გოგონა იშვილეს. სამწუხაროდ, 23-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეს კავშირიც დაირღვა. მესამედაც დაქორწინდა, თუმცა 10 წელიწადში ქორწინება კვლავ დაირღვა. პირველად სწორედ მესამე მეუღლემ განაცხადა ხმამაღლა, რომ მისი ქმარი დესპოტი იყო. ამ დროს უსპენსკის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა და მეორე მეუღლეს შეურიგდა. ამ პერიოდს დაემთხვა მეორე სკანდალი - მწრლის ერთადერთმა ღვიძლმა შვილმა ტატიანამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მამა ცემასა და ძალადობაში ამხილა. ასევე მოითხოვა, რომ საბავშვო ავტორებისთვის დაარსებულ პრემიას მამამისის სახელი არ დარქმეოდა.
mshoblebi
ტატიანასთან ერთად

„ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ძალადობა ჩემს მიმართ განუწყვეტლივ მეორდებოდა. ის ძალადობდა დედაჩემზე, მის შვილიშვილებზე, სხვა ცოლებზე“ - წერდა ტატიანა. მისი თქმით, უსპენსკი სექტა სტოლბუნის წევრი იყო და გამართლებულად მიაჩნდა ის სასტიკი მეთოდები, რასაც სექტის წევრები ბავშვების მიმართ იჩენდნენ. ტატიანა ყვება, რომ ყოველდღე სექტის წევრების შვილებს შორის ირჩევდნენ ბავშვს, რომელსაც დანარჩენები დამამცირებლად ექცეოდნენ. სექტის ხელმძღვანელი პირადად მონაწილებდა ბავშვების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და მუშტებით სცემდა ბავშვებს. მათ მძიმე ფიზიკურ შრომასაც აკისრებდნენ.
mshoblebi
გოგონები მეორე ქორწინებიდან

მოგვიანებით სხვა ცოლებმაც აღიარეს, რომ უსპენსკი სისტემატურად სწევდა ხელს შვილებზე, შვილიშვილებზე და ზეწოლის ქვეშ ჰყავდა მეუღლეები.
უსპენსკის ახლო მეგობარმა ვალენტინ პოსტნიკოვმა დაადასტურა, რომ ტატიანას მისთვისაც ბევრჯერ მოუყოლია მამამისის სისასტიკეზე, მაგალითად, როგორ აგდებდა ყინვაშიო გარეთ შიშველს და აშიმშილებდა.
mshoblebi
ტატიანა

ეს ყველაფერი არ იყო, პოსტნიკოვმა ისიც გაამხილა, რომ უსპენსკი ბავშვებს ვერ იტანდა და პირად საუბრებში ამას არც მალავდა. „ჩემი ვალია კარგი საბავშვო მოთხრობები ვწერო. საბავშვო მწერალს ბავშვების სიყვარული არ ევალება. ანდერსენიც ვერ იტანდა ბავშვებს - ამბობს ის. ედიკი არ იყო კეთილი ბაბუა. ვერ იტანდა, როცა ჩებურაშკაზე ეკითხებოდნენ. ერთხელ ერთ შეხვედრაზე 5 წლის გოგონამ ჰკითხა, ჩებურაშკა როგორ მოიგონეთო. პასუხის მაგივრად ჩაილაპარაკა, შეიძლება ამ ბავშვს პანღური ამოვარტყა?“ - იხსენებს პოსტნიკოვი.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ უსპენსკი, რომელიც უმდიდრესი ადამიანი გახდა, მანეთსაც არ იმეტებდა ოჯახის წევრებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი ღვიძლი შვილი თვალითაც აღარ უნახავს.
„ტანია სულ ფულს მთხოვს. ფულს არ მივცემ. თავისი ფული ყველამ თვითონ უნდა იშოვოს. თუ მე მივეცი, საერთოდ აღარ იმუშავებს. პარიკმახერია, ჰოდა თმას უნდა ჭრიდეს, ეგ არის მაგის საქმე. ყველამ უნდა იმუშავოს“ - ამბობდა ძუნწი მამა.
თავისი უკანასკნელი თვეები უსპენსკიმ ინვალიდის ეტლში გაატარა. ქიმიოთერაპიის პროცედურებზე ნაშვილებ ქალიშვილებს დაჰყავდათ, რომლებთანაც ურთიერთობის აღდგენა მოახერხა. ტატიანა კი მამას არასოდეს შერიგებია, თუმცა ვაჟს მისი სახელი დაარქვა.

11864
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
*******
0
რა სისულელეა-ს: ჯერ ერთი, თუ ამ ქვეყანას უვარგისად თვლი, როგორ ცხოვრობ უვარგის ქვეყანაში? მიბრძანდი იქ, სადაც შენნაირი სექტანტები ბოგინობენ და ხალხს თავგზას ურევენ! მე თურმე ხმა უნდა ჩავიკმინდო და შენი სექტის მიმდევრებს უნდა ვუსმინო, "სიბრძნეებს" რომ აფრქვევთ არა?! ის სექტები, რომლებიც საზოგადოებისთვის საშიშია, უნდა აიკრძალოს და შენი "მოძღვრებით" აზრს ვერ შემაცვლევინებ!
23:09 / 23-12-2021
რა სისულელეა
17
ყველა სექტა?დ კიდევ კარგი შენნაირ "ბრძენ" ხალხს რომ არ უსმენს ჩვენი მთავრობა თორემ უკვე იმის უფლებაც აღარ ექნობოდა ამ უვარგის ქვეყანაში ხალხს რომ რაც სურთ ის იწამონ,შენს ადგილას დაეტიე და ხმა ჩაიკმინდე,ერთ გიჟებს წააწყდა და ყველა გიჟია ამის ჭკუით.
18:46 / 23-12-2021
მსგავსი სიახლეები