ცნობილ მსახიობს აღარც კინოში იღებენ და ხალხსაც არ ენახვება - როგორ გამოკეტა ქმარმა სახლში ჰოლივუდის ვარსკვლავი
ცნობილ მსახიობს აღარც კინოში იღებენ და ხალხსაც არ ენახვება - როგორ გამოკეტა ქმარმა სახლში ჰოლივუდის ვარსკვლავი
2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ახლა 42 წლისაა და ბოლო დროს არც კინოში ჩნდება და საჯარო ღონისძიებებსაც იშვიათად ესწრება. რატომ მიიმალა ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი ვარსკვლავი?

რამდენიმე წლის წინ ჯენიფერი მოდური ჟურნალების გარეკანებზე იყო. მოზარდობის წლებიდან სცენაზე იდგა და 18 წლისა უკვე ვარსკვლავიც გახდა. მშვენიერი გარეგნობა ხელს უწყობდა მის პოპულარობას და მალე წარმატებული მსახიობი ყველაზე სასურველი და სექსუალური ქალების რეიტინგების სათავეებშიც მოექცა.
mshoblebi
მისი როლებიც ძირითადად მსუბუქი იყო, მელოდრამებში, საშინელებათა ჟანრის ფილმებსა და სერიალებში მხიარულ, ლამაზ გოგონას
განასახიერებდა.

სამწუხაროდ, რეჟისორები სერიოზულად არ აღიქვამდნენ. შემდგომ წარმატებებს ასევე ხელი შეუშალა მისმა ხასიათმა. ამბობენ, რომ მცირე ასაკში მოპოვებულმა პოპულარობამ ვარსკვლავური დაავადებითაც დააჯილდოვა, გადასაღებ მოედანზე ამპარტავნულად იქცეოდა და სხვებს ზემოდან უყურებდა, რითაც მტრები მოიმრავლა. 

მის სამსახიობო უნარებსაც ხშირად აკრიტიკებდნენ. მერე კი ცხოვრებისეულმა ამბებმაც ითამაშა დიდი როლი მის მომავალში. 2013 წელს დაფეხმძიმდა და გადაწყვიტა, რომ ორსულობა სერიალის სიუჟეტის ნაწილად ექცია, რომელშიც იმ დროს თამაშობდა. შოუს შემქმნელები დათანხმდნენ, თუმცა ჯენიფერი ამაზე არ გაჩერდა, მოითხოვა, რომ მის ბოიფრენდს და ბავშვის მამას, ბრაიან ჰელისეის სერიალშიც მისი შვილის მამის როლი ეთამაშა. პროდიუსერები გააცოფა ამ მოთხოვნამ და პროექტი შეაჩერეს. მოგვიანებით განახლდა, თუმცა ამ ინციდენტის მერე რეჟისორებმა და პროდიუსერებმა ჯენიფერი აითვალწუნეს. ამავე პერიოდში
დაასახელეს "ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად" და კარიერა ნელ-ნელა დაბლა დაეშვა. 

ამასობაში ჯენიფერი ბრაიანს ცოლად გაჰყვა და გააჩინა ქალიშვილი ოტემ ჯეიმსი. შვილის გაჩენის შემდეგ არანაირად არ უზრუნია ფორმის დაბრუნებაზე. ამბობენ, რომ მოტივაცია არ ჰქონდა და კინოში დაბრუნებაც აღარ უნდოდა, წარუმატებლობების გამო. 2015 წელს კვლავ დაორსულდა და კიდევ უფრო მეტი მოიმატა წონაში. "ორი შვილი გავაჩინე და აღარ გამოვიყურები მოდელივით, გავსუქდი. სამაგიეროდ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. თავს უფრო ქალურად ვგრძნობ და არ ვაპირებ გახდომას", - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში.
mshoblebi

საქმე ისაა, რომ ახალი ცხოვრების წესი და წონა მის სტილზეც აისახა. ადრე თუ თვალს ადევნებდა მოდას და ყოველთვის ხაზს უსვამდა გარეგნულ ღირსებებს, ახლა ჩაცმის სტილიც ზედმეტად თავისუფალი გახდა და პაპარაცებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ საკმაოდ ცუდ ფორმაში. 
mshoblebi
mshoblebi
ამბობენ, რომ მის სტილზე მისმა ქმარმაც მოახდინა გავლენა, რომელსაც არ სურს, რომ მისი შვილების დედამ საზოგადოებაში თავისი სხეული გამოაჩინოს და იმასაც ამბობენ, რომ ბრაიანი მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს. ამიტომაც ჩაიკეტა ჯენიფერი და ძალიან იშვიათად ჩნდება ღონისძიებებზე. მისი ქმარი საკმაოდ უჩინარი მსახიობია, კარიერით ვერ დაიკვეხნის და ამბობენ, რომ არ სურდა, ჯენიფერის ჩრდილად ქცეულიყო, ამიტომ სულ ჩამოაშორა კინოსაც და საჯარო ცხოვრებასაც. სანდო წყაროს ცნობით, ალკოჰოლისადმიც არის მიდრეკილი და აგრესიულიც ხდება, როცა სვამს. "ჯენიფერს რცხვენია ბრაიანის გამო. მეტისმეტად ინფანტილურად მიიჩნევს და სულ სთხოვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს", - უამბო პრესას ანონიმურმა წყარომ.
mshoblebi
ამბობენ, რომ ქმრის ფეთქებადი ხასიათი ჯენიფერსაც აშინებს და ცდილობს, არ გააბრაზოს. მის გულის მოსაგებად დათმო ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდა და მხოლოდ დიასახლისად გადაიქცა. 



54415
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
ცისნამა
3
ვინა ხარ რომ უხეშად მპასუხობ? შენ შენსას მიხედე. მე მინდა ვიღადავებ, მინდა ირონიული ვიქნები, მინდა ცისნამებს წავეკაიფები. მთავარია ქვას არ ვისვრი, არ ვიგინები და არავის არ ვაცენზორებ. ცისნამს კიდევ, თუ უნდა პასუხს მშვენივრად გამცემს, არ შეეშლება.
17:04 / 30-01-2022
ნანა
3
ბოლო სერიალში 9.1.1 ერთად ითამაშეს და იქ ძალიან სასტიკი ქმარია,არ არის გამორიცხული რეალშიც ასეთივე იყოს!
13:44 / 30-01-2022
მსგავსი სიახლეები