”ლამაზი გოგონა ვიყავი, სანამ ვიღაც არანორმალურმა ეს არ დამართა ჩემს სახეს" - ცნობილ მომღერალს, რომელსაც სახე დაუმახინჯეს, ხალხმაც სიძულვილი აგრძნობინა
”ლამაზი გოგონა ვიყავი, სანამ ვიღაც არანორმალურმა ეს არ დამართა ჩემს სახეს" - ცნობილ მომღერალს, რომელსაც სახე დაუმახინჯეს, ხალხმაც სიძულვილი აგრძნობინა
1990-იანი წლების ცნობილ მომღერალს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც სამუდამოდ დაანგრია მისი კარიერაც და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაც.
საუბარია შანსონის მომღერალზე, მადამ მიშელზე, რომლის ნამდვილი სახელი ირინა გონჩარუკია. ირინა 25 წლის იყო, როცა სახეზე მჟავა შეასხეს. დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან. გოგონა კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მის რეაბილიტაციას წლები დასჭირდა, თუმცა სამუდამოდ შეცვლილ სახეს ვერაფერი უშველა. წლები ვერ ეგუებოდა სარკიდან მომზირალ საკუთარ სახეს, ვერც პლასტიკური ოპერაციები დაეხმარა.
mshoblebi
მისი თქმით, ქირურგებმა თვიდან ”ააწყვეს” მისი სახე ქსოვილის იმ ნარჩენებისგან, რაც მჟავას გადაურჩა. პირველი
პროცედურა 15 საათს გრძელებოდა, მას უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული მანიპულაციებიც მოჰყვა. ეს ყველაფერი არ იყო. როცა ფეხზე დადგომა და საზოგადოებაში გამოჩენა შეძლო, გულშემატკივრობის ნაცვლად სიძულვილის ტალღა მიიღო - აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დამახინჯებული სახით აგრძელებდა სიმღერას და შეცვლილ სახეზე კიდევ ბოტოქსის ინექციები დაიმატა. ამის შემდეგ ირინამ დახურა თავისი ინსტაგრამი და სიმღერაც შეწყვიტა.
”ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ ასეთი სიძულვილის გაძლება არ შემეძლო. ხალხმა პირში მომახალა, რომ ამ გარეგნობით გამოჩენის და სიმღერის უფლება არ მქონდა” - ამბობს მომღერალი. ფსქოლოგსაც მიმართა, თუმცა შეცვლილ გარეგნობასთან შეგუება მაინც ვერ შეძლო.
”ამ უბედურებამდე სასიამოვნო გარეგნობის, ლამაზი გოგონა ვიყავი.
mshoblebi

შემდეგ ვიღაც არანორმალურმა მჟავა შემასხა. ხალხი კი მაკრიტიკებდა იმის გამო, ამ დამახინჯებულ სახეზე ტუჩები
რატომ გავიდიდე და როგორ ვბედავდი სცენაზე გამოსვლას. ტრავმის შემდეგ სახის ნაცვლად ხორცის ნაჭერი დამრჩა, რა უნდა გამეკეთებინა, უკეთესი როგორღა გამეხადა ჩემი სახე” - განაცხადა ირინამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერია, ის მაინც აგრძელებს ბრძოლას თავისი გარეგნობის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. ირინა 35 წელია საკმაოდ შეძლებულ მამაკაცზეა დაქორწინებული. მეუღლე ერთადერთი საყრდენი იყო მისთვის უმძიმეს პერიოდში.
”ის არის ნამდვილი კაცი, ნამდვილი ფარი ჩემთვის” - ასე ახასიათებს მეუღლეს.
mshoblebi
მათ ერთმანეთი მანამ გაიცვნეს, სანამ ირინას ეს საშინელება შეემთხვეოდა, როცა მადამ მიშელი კარიერას იწყებდა. 19 წლის ასაკიდან ირინა მისი მეუღლეა. წყვილს 2 ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს.

94797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მგონი არ ვცდები.
14
ინგა გრიგოლიას როგორა ჰგავს? ინგას, და ხომ არა ჰყავს? ის ბიჭი ნამდვილად ქართველია, ინგასთან ერთად მინახავს.
16:04 / 29-01-2022
lika
7
გაიცვნეს არა, გაიცნეს !! გაცვნობა კი არაა- გაცნობაა. წერეთ ქართულად !!
14:24 / 29-01-2022
მსგავსი სიახლეები