ძალიან ბევრი მშობელია გატაცებული ბავშვთა სილამაზის კონკურსებით და მთელი მონდომებით ცდილობს, თავისი შვილი მონაწილედ და გამარჯვეულად აქციოს. ასე მოხვდა 6 წლის ალანა ტომფსონი 10 წლის წინ შოუზე ”ბავშვები და გვირგვინები”. დღესაც ბევრს ახსოვს საყვარელი გოგონა, რომელსაც ჰანი ბუბუს ეძახდნენ. დღეს კი 16 წლისაა და გარეგნულად მისი ცნობა თითქმის შეუძლებელია. მის შესახემ ტელეყურებელმა პირველად 2012 წელს გაიგო, როცა ეთერში ტელეშოუ ”ბავშვები და გვირგვინები” გავიდა. ქერა, პუტკუნა გოგონამ, რომელიც საოცრად ლაღი და ბუნებრივი იყო, ერთბაშად მოინადირა მილიონობით მაყურებლის გული.
პატარა ალანას ძალიან მოეწონა პოპულარობა. კიდევ უფრო გახსნილი და თამამი გახდა - მღეროდა, ცეკვავდა, ფუმფულა მუცლის ნაკეცებსაც კი აჩვენებდა აუდიტორიას კამერების წინაშე. ბავშვი, რომელმაც სილამაზის დედოფლის გვირგვინი მიიღო, თავისი პოპულარობით ტკბებოდა. თუმცა კომენტარებში არაერთხელ წამოსცდა, რომ აიძულებენ კონკურსებზე გამოსვლას და რომ ის ამ შოუებში ფულის გამო მონაწილეობს. ალანას პოპულარობით დედამისი, ჯუნიც ტკბებოდა. უარს არ ამბობდა არცერთ ინტერვიუზე, ხელიდან არ უშვებდა შანსს, რომ ის და გოგონა ხალხის წინაშე წარმდგარიყო, ხშირად ეს უკანასკნელი სრულიად არაბავშვური ჩაცმულობითა და მაკიაჟით.
სამაგიეროდ, ყვებოდა, რომ ბავშვს ხშირად აძლევდა გაზიან, ერეგეტიკულ სასმელებს, რომ გოგონა ყოველთვის ფხიზლად და ენერგიულად ყოფილიყო კამერის წინ.პოპულარობიდან სულ რამდენიმე თვეში ტომპსონების ოჯახმა საკუთარი რეალითი შოუ შექმნა სახელწოდებით ”პატარა ბუბუ”. მშობლები, სამი დაიკო და თავად ალანა მონაწილეოდნენ, თუმცა ძალიან მალე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვივნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში დედა ბავშვებს გაუმასპინძლდა იმ ცხოველის ხორცით, რომელიც მანქანამ მათი სახლის სიახლოვეს გაიტანა. კადრები შემზარავი იყო, თუმცა მხოლოდ ალანა ამ შოუს თითო გამოშვებიდან 50 ათას დოლარს იღებდა. ჯუნს ყველა ქალიშვილი სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავდა. პირველი შვილი 14 წლის ასაკში გააჩინა. მეუღლე, ალანას მამა, მეშახტე იყო. ჯუნი კი ერთ დროს სურსათის კუპონების განაღდებით კევბავდა შვილებს. საბოლოოდ, მათი შოუ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მაყურებლის თვალწინ პუტკუნა საყვარელი გოგონა თანთადან ჭარბი წონის პრობლემის მქონე მოზარდად გადაიქცა. 136 სმ სიმაღლის ალანა 56 კილოგრამს იწონიდა (დედა 200 კილოგრამზე მეტს).2015 წელს დედამ გამოაცხადა, რომ ალანას ჭარბი წონა ასთმის სამკურნალო პერპარატებმა გამოიწვია (თითქოს ტკბილეულით, შემწვარითა და ცხიმიანი საკვებით გაჯერებული მენიუ არაფერ შუაში იყო) და დიეტაზე გადადიოდა. დიეტა წმინდა წყლის პიარი აღმოჩნდა. სინამდვილეში გოგონას ერთი დღეც არ გაუთვალისწინებია ექიმების რეკომენდაციები.შემდეგ მუსიკალური კარიერის სწყობა სცადა, დედამისმა კი გახდომის მსურველთა შოუ შექმნა, რის შემდეგაც ამერიკის ყევლაზე ცნობილ მსუქან ქალად დაასახელეს და ქალიშვილის პოპულარობაც კი დაჩრდილა. მოგვიანებით კუჭის რეზექცია გაიკეთა და 140 კილოგრამი დაიკლო. რა ბედი ეწია ალანას, რომელიც უკვე 16 წლისაა? ერთ პერიოდში უკანა პლანზე გადაინაცვლა და მხოლოდ ვარსკვლავ-დედიკოს ქალიშვილის სტატუსით ჩნდებოდა. 2018 წელს კი კვლავ გამოჩნდა ამჯერად შოუში ”ცეკვავენ ვარსკვლავები მოზარდებთან”. აი, ასე გამოიყურებოდა ამ შოუში. მართალია, თამაშიდან უცებ გავარდა, მაგრამ თავი მაინც შეახსენა მაყურებელს. მოგვიანებით დედასთან მომხდარი უსიამოვნების გამო ერთ-ერთ შოუში იტირა კიდეც, თუმცა მოგვაინებით შეურიგდა მას.ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავება ჯერ-ჯერობით არ გამოსდის, თუმცა ამის გამო ნამდვილად არ კომპლექსდება და ცოტა ხნის წინ ”ვოგის” მოზარდთა გამოშვებისთვისაც იპოზიორა.
6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა – საქმე, რომლის გახსნას 20 წელიც ვერ ეყო
ამ 3 წლის გოგონამ უკვე 20 სილამაზის კონკურსში მოასწრო გამოსვლა
7-8 წლის გოგონები ბოტოქსის, ეპილაციისა და სოლარიუმის შემდეგ - სილამაზის გამო წართმეული ბავშვობა