სუპერმოდელ ლინდა ევანგელისტას მკვეთრ სახეცვლილებაზე ბოლო დროს ხშირად წერდნენ. ისიც ითქვა, რომ პრობლემები წარუმატებელი ბიუთი-პროცედურების შედეგებია. ამჯერად ლინდამ გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორია მისი სხეული მას მერე, რაც წარუმატებლად გაუკეთეს ლოკალური ცხიმების მოსაცილებელი პროცედურები.
- ძალიან მომწონდა პოდიუმზე ყოფნა. ახლა აღარ დავდივარ. მეშინია, ვინმე ნაცნობი არ შემხვდეს. ასე აღარ შემიძლია ცხოვრება, დამალულს, სულ სირცხვილით... უბრალოდ ვერ ვცხოვრობ ამ ტკივილში. მინდა, ბოლოს და ბოლოს, ვთქვა ეს, - ამბობს ლინდა.
ლინდამ შარშან უჩივლა კოსმეტიკურ კომპანიას და 50 მლნ დოლარის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ლინდა ამბობდა, რომ შვიდი სეანსის ჩატარების შემდეგ, რომლებიც 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლამდე ჩაუტარეს, მას მუშაობა აღარ შეეძლო. პროცედურიდან სამ თვეში შენიშნა ამობურცული ადგილები ნიკაპზე, თეძოებზე, მკერდისა და იღლიების მიდამოებში. ის ადგილები, რომლების შემცირებაც სურდა, მოულოდნელად გადიდდა და საერთოდაც გაშეშდა.
- თავად ვცდილობდი გამოსწორებას, მეგონა, რამეს არასწორად ვაკეთებდი. იქამდე მივედი, რომ საერთოდ არ ვჭამდი. უკვე მეგონა, ჭკუიდან ვცდებოდი.
საბოლოოდ ექიმთან მივიდა და დაუსვეს დიაგნოზი "პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია. არავითარი დიეტა და ვარჯიშები აღარ უშველიდა. როგორც პლასტიკური ქირურგები ამბობენ, ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც მსგავსი ოპერაციის შემდეგ პაციენტების ერთ პროცენტზე ნაკლებს უვლინდება.
- სარკეში არ ვიყურები... ჩემი ანარეკლი მე არ მგავს... - ამბობს სუპერმოდელი.
მცირე ხნის წინ მაინც გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და საკუთარი სახსრების გაიარა ორი ლიპოსაქცია. კლინიკამ მხოლოდ პირველი პროცედურის ანაზღაურება შესთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ ხელს მოაწერდა კონფიდენციალურობაზე შეთანხმებას. თუმცა მოდელმა უარი თქვა. ამ ოპერაციის შემდეგ მას მოუწია სპეციალური თეთრეულის ტარება, ქამრის და ასევე ნიკაპზე სახვევის, მთელი რვა კვირის განმავლობაში.
- არაფერი არ ჩეცვლილა. ეს ცხიმოვანი მასები მაგარია. თუ სპეციალურ კორსეტს არ ჩავიცვამ კაბის ქვეშ, მეხეხება ეს ადგილები და სისხლი მდის, - ამბობს ლინდა და აღნიშნავს, რომ დაავადებამ მის ხერხემალზეც იმოქმედა.
- რატომ გვაქვს ეს მოთხოვნილება, რომ ჩვენს სხეულს ასე მოვექცეთ? ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი. და ვიცოდი, რომ არის მდგომარეობა, რასაც გადის სხეული. უბრალოდ არ მეგონა, რომ ასეთი გავხდებოდი. ვერ ვცნობ საკუთარ თავს ფიზიკურად, თუმცა უფრო მეტად ვერ ვცნობ საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას. ის, სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, სრულიად გაქრა... იმედი მაქვს, გადავლახავ სირცხვილს და დავეხმარები სხვა ადამიანებს, რომლებიც იმავე სიტუაციაში არიან. აღარ დავიმალები, ეს ჩემი მიზანია.
გაიგეთ მეტი ლინდაზე, მის წარსულსა და გამარჯვებებზე:
ცნობილ სუპერმოდელს დღეს ძლივს იცნობთ - ის ამბობს, რომ კოსმეტოლოგებმა დაამახინჯეს