ჰოლოდომორის საზარელი ისტორია - რას გაუძლეს უკრაინელებმა 1930-იან წლებში
ჰოლოდომორის საზარელი ისტორია - რას გაუძლეს უკრაინელებმა 1930-იან წლებში
ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდია, რომელიც რომელიც 1932-1933 წლებში საბჭოთა კავშირმა ამ ქვეყანას წინააღმდეგობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების მცდელობის ჩახშობის მიზნით მოუწყო. კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა 10 მილიონ 500 ათასი უკრაინელი გაწირა.
mshoblebi
მე-17 საუკუნის შუა ხანებში უკრაინის ტერიტორიის ორად გაყოფის შემდეგ, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, უკრაინელ ერს საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდა, რის გამოც იგი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეროვნულ და კულტურული ჩაგვრას განიცდიდა. რუსეთმა უკრაინის მარცხენა სანაპიროს მკაცრი კოლონიზაცია მოახერხა. ძლიერმა რუსიფიკაციამ, შოვინიზმმა და უკრაინელების რუს ხალხთან შერევის პოლიტიკამ მაინც ვერ გაანადგურა უკრაინელი ხალხის
ეროვნული ცნობიერება. მათ ძალიან კარგად
იცოდნენ, რა განსხვავება იყო რუსეთსა და უკრაინას შორის და საუკუნეების განმავლობაში მუდმივად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. თუმცა, მხოლოდ 1918 წელს მოახერხა ამ ქვეყანამ, საკუთარი ტერიტორიები გაეერთიანებინა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა შექმნეს.

მეოცე საუკუნეში დამოუკიდებელმა უკრაინულმა სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება. ის კვლავ თავისუფლებისთვის და გავლენებისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა. თუმცა, მალევე კომუნისტური ტოტალური რეჟიმი დამყარდა ამ ტერიტორიაზე.
mshoblebi
კომუნისტური რეჟიმის დამყარებასთან ერთად, უკრაინაში შესამჩნევი ცვლილებები მოხდა, რაც პირველ რიგში, ტრადიციულ სოფლებს შეეხო. კომუნისტურმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა უკრაინელებს დაუწესა ახალი ადათ-წესები, ახალი რიტუალები, ამავდროულად აიძულა, უარი ეთქვათ წარსულზე, დაევიწყებინათ წარმომავლობა. დაიწყო შეტევა უკრაინელების სულიერ ცხოვრებაზე.

1928 წელს სსრკ-ს ხელმძღვანელობამ კოლექტივიზაციის პოლიტიკა დაიწყო, რაც ინდივიდუალური კერძო გლეხური მეურნეობების სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კოლმეურნეობებში გაერთიანებას გულისხმობდა. თითოეულ გლეხს ჰქონდა სამუშაო დღეების გარკვეული რაოდენობა, რომლისთვისაც ანაზღაურების თვალსაზრისით ნატურალურ პროდუქციას აძლევდნენ. თუმცა, უმეტესწილად, ანაზღაურება იმდენად მწირი იყო, რომ გლეხს საკუთარი ოჯახის გამოკვების შესაძლებლობას ართმევდა. ამ ფაქტმა უკრაინელებში ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ამიტომაც, მათ იძულებითა და ტერორით აკეთებინებდნენ საქმეს. 1930-იან წლებში 4000 გლეხი მასობრივ პროტესტში ჩაერთო. ისინი კოლექტივიზაციას, ტერორს, ძარცვასა და ძალადობას აპროტესტებდნენ. უკრაინელ ერს განსაკუთრებული ეროვნული იდენტობა ჰქონდა, რაც საბჭოთა კავშირის ზოგად არსსა და ერთობას საფრთხეს უქმნიდა, ამიტომაც ხელისუფლების მეთაურმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის "ჭკუა ესწავლებინა" და მთელ ერს გენოციდი მოუწყვეს. უამრავი ადამიანი გაანადგურეს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და მატერიალურად.
mshoblebi

1932 წელს მარცვლეულის შესყიდვის არარეალური გეგმა დასახეს და მიზანმიმართული გენოციდი დაიწყეს. 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში კოლექტივიზაციის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. გლეხებმა მასობრივად დატოვეს კოლმეურნეობები და საკუთარი ქონების დაბრუნება გადაწყვიტეს, მათ შორის იყო პირუტყვი, სამუშაო იარაღები, იშოვეს პური. სწორედ ამ ტალღის ჩასახშობად გამოიყენეს არნახული რეპრესიები. მიიღეს შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვითაც სსრკ-ს ტერიტორიაზე არსებული ქონება სახელმწიფო საკუთრებასთან იყო გაიგივებული და "ძარცვა" თავისუფლების აღკვეთას 10 წლით, ქონების ჩამორთმევას ან დახვრეტას ითვალისწინებდა. ამისთვის სპეციალური დანაყოფები შექმნეს, რომლებიც მოსახლეობაში დადიოდნენ და ჩხრეკდნენ მათ. ამ პროცესს თან ახლდა შეურაცხყოფა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური.
mshoblebi
შემდეგი გენოციდური გადაწყვეტილება იყო ის, რომ სახელმწიფოს უფლება მიენიჭა, გლეხებისთვის წაერთმია არა მარტო მარცვლეული, არამედ მთელი საკვები და ქონება, რომელიც შეიძლებოდა გაეყიდა ან გადაეცვალა საჭმელზე. 
სტალინის რეჟიმმა უკრაინაში შიმშილობა არარსებულ ფენომენად გამოაცხადა და ამის საფუძველზე უარი თქვა მრავალი ორგანიზაციის და წითელი ჯვრის დახმარებაზე. 1933 წლის გაზაფხულზე უკრაინაში სიკვდილიანობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ჰოლოდომორის პიკი ივნისი იყო. მაშინ მოწამეობრივი სიკვდილით ყოველდღიურად იღუპებოდა 28000 ადამიანი, საათში 1168 ადამიანი, წუთში კი - 20 უკრაინელი. ამ დროს მოსკოვმა უკრაინას დასათესად მარცვლეული გაუგზავნა. თუ სასურსათე დახმარება სოფლებამდე აღწევდა, ის საზოგადოებრივი კვებისთვის იყო გათვალისწინებული და მხოლოდ ის გლეხები სარგებლობდნენ, რომლებსაც ჯერ კიდევ შეეძლოთ მუშაობა.
mshoblebi
ეს ყველაფერი ცენტრალიზებულ სახელმწიფო სარეზერვო ფონდებში მარცვლეულის დიდი მარაგებისა და სურსათის ფართომასშტაბიანი ექსპორტის პირობებში ხდებოდა, რაც ადასტურებს საბჭოთა ხელმძღვანელობის განზრახვას, რომ კონკრეტულ ვადაში უკრაინელი ერი გაენადგურებინათ.

გლეხები, რომლებიც მარცვლეულის შესყიდვის გეგმაში ვერ ჯდებოდნენ და სახელმწიფო ვალი უგროვდებოდათ, მათ სხვა საკვებსაც ართმევდნენ. ეს პოლიტიკა შეიმუშავეს იმის გამო, რომ ჰქონდათ ეჭვი, რომ გლეხები სრულად არ წარუდგენდნენ სახელმწიფოს მოსავალს და ინდივიდუალურად, პირადი სარგებლის მიზნით ყიდდნენ. ნატურით ჯარიმებისას, სახლებიდან მიჰქონდათ ყველაფერი, კარტოფილი, ხილი, ლობიო, მარცვლეული. ჰოლოდომორის მოწმეები საუბრობენ შემთხვევებზე, როდესაც სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი გლეხები საკუთარი ან მეზობლის გარდაცვლილი შვილების ცხედრებს ჭამდნენ. ზოგიერთი ცნობით, ჰოლოდომორის დროს კანიბალიზმისთვის 2500-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს. მასობრივი შიმშილის დროს ქალები უმცროს შვილებს სწირავდნენ, რომ უფროსი გადაერჩინათ. ხშირად კანიბალიზმის მსხვერპლნი ხდებოდნენ ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში საჭმლის საძებნელად გადიოდნენ. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი ძაღლი და კატა შეჭამეს.

გარკვეული ისტორიული გარემოებები ართულებს ზუსტი სურათის აღწერასა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის გაგებას. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა თავისი დანაშაულის შედეგების დასამალად, აკრძალული იყო დაღუპულთა რეალური რაოდენობის დაფიქსირება. 1932-1933 წლებში გარდაცვლილების ოფიციალურ რიცხვს მინიმუმ ორჯერ აღემატება რეალური მონაცემები. აკრძალული იყო გარდაცვალების მიზეზად "შიმშილი" ჩაეწერათ. ამიტომაც, ხშირად იწერებოდა, რომ კონკრეტული ადამიანი გარდაიცვალა რაღაც დაავადებისგან, სიბერისგან და ასე შემდეგ. მაშინ საბჭოთა კავშირმა ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოისყიდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლე არ გაეგო. თუმცა, იყვნენ პუბლიცისტები, რომლებიც სიმართლეს წერდნენ. რეჟიმს 10,5 მილიონი უკრაინელის მკვლელობის მეხსიერებიდან წაშლა სურდა, თუმცა, როგორც კი უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ჰოლოდომორზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი.

mshoblebi

დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტმა სტატისტიკური მონაცემებისა და დემოგრაფიული ანალიზის თანამედროვე მეთოდების საფუძველზე დაასკვნა, რომ 3,9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ამ ფაქტის შედეგად. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ დროს 600 ათასი ბავშვი დაიღუპა. ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, ხოლო ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 7 მილიონი იყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც სსრკ-ში შიმშილობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ინგლისელი ჟურნალისტი მალკოლმ მაგერიჯი იყო. 1933 წლის დეკემბერში ჟურნალისტმა გაზეთ Manchester Guardian-ის სამ სტატიაში თავისი საშინელი შთაბეჭდილება აღწერა, რაც უკრაინასა და ყუბანში მოგზაურობის დროს ნახა და თქვა, რომ იქ ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ. მისი პირველი სტატიის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ უცხოელ ჟურნალისტებს შიმშილით დაზარალებულ ტერიტორიებზე გამგზავრება აუკრძალა.
2019 წლის მონაცემებით, უკრაინაში ჰოლოდომორი 16-მა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორისაა, ავსტრალია, საქართველი, ეკვადორი, ესტონეთი, კანადა, კოლუმბია, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, აშშ, უნგრეთი, პორტუგალია და ვატიკანი, როგორც ცალკე სახელმწიფო. მათ გარდა, კიდევ 8 სახელმწიფომ დაგმო საბჭოთა კავშირის ქმედება.
რუსეთი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ფაქტი საერთო კრიზისით იყო გამოწვეული და მარტო უკრაინაში კი არა, კიდევ ბევრ ქვეყანაში იხოცებოდა ხალხი შიმშილით.
2006 წელს უკრაინის კანონის შესაბამისად "1932-1933 წლებში უკრაინაში ჰოლოდომორის შესახებ" მოვლენა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 2010 წელს კი ქალაქ კიევის სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადასტურა გენოციდის შესახებ და სტალინის, მოლოტოვის, კაგანოვიჩის, პოსტიშევის, ჩუბარის, ხატაევიჩი, კოსიორის ბრალეულობა გამოკვეთა.
10375
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
კაკო
15
პატივცემულო ბექა, მაგას წყაროების მითითება ვერ უშველის. მაგ საქმეს, ცივი ნერვებით დაჯდომა, ისტორიის სწავლა და მაშინდელი დოკუმენტების არქივებიდან ამოღება უნდა. თან მე არ მითქვამს, მაშინდელი ხელისუფლება უდანაშაულოა მეთქი, მე გამომწვევი მიზეზები დავასახელე და ვიკითხე, რატომ მხოლოდ უკრაინა და არა ყაზახეთი(ც)???
20:52 / 02-03-2022
ბექა
6
ბატონო კაკო, თქვენ თვლით რომ ჰოლოდომორში საბჭოთა ხელისუფლება უდანაშაულოა? წყაროები დადეთ თუ შეიძლება (რათქმაუნდა, რუსული არ ითვლება)
12:07 / 02-03-2022
მსგავსი სიახლეები