13 წლის გოგონას მოულოდნელი გაუჩინარება, რომელმაც პატარა ქალაქის ცხოვრება ყირაზე დააყანა - ამ ამბავზე ფილმიც გადაიღეს
13 წლის გოგონას მოულოდნელი გაუჩინარება, რომელმაც პატარა ქალაქის ცხოვრება ყირაზე დააყანა - ამ ამბავზე ფილმიც გადაიღეს
ქალაქ ბრემბატე დი სოპრაში შვიდი ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს იცნობს. მათ ახსოვთ საუკუნის წინანდელი ხანძარი საავადმყოფოში და სხვა მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენები. ამიტომ, როდესაც 2010 წლის 26 ნოემბერს 13 წლის იარა გამბირასიო გაუჩინარდა, ეს ამბავი რამდენიმე საათში მთელ ლომბარდიაში გავრცელდა. მოზარდი ძალიან უცნაურ ვითარებაში დაიკარგა.
საღამოს გოგონა სპორტულ ცენტრში წავიდა. იქ დილით ტანვარჯიშის შეჯიბრებები უნდა გამართულიყო. ბავშვი მწვრთნელმა რეპეტიციისთვის დაიბარა, რათა მუსიკის თანხლებით, კიდევ ერთხელ გაემეორებინათ ილეთები. ამის შემდეგ მან შენობა დატოვა და მეტჯერ აღარავის უნახავს. ტელეფონის ნავიგაცია
აჩვენებდა, რომ ვარჯიშის შემდეგ იარა
სახლში კი არ წავიდა, არამედ სოფელ მაპელოს მიმართულებით გადაადგილდებოდა. სანამ მისი ტელეფონი ხელმისაწვდომი იყო, მეგობარს ესემესი გაუგზავნა, რომ მომდევნო დღეს შეხვედრა აპირებდა და თან ტორტს წაიღებდა.
mshoblebi
იარა გამბირასიო

ამ ინფორმაციებით ჩანდა, რომ გოგონა სახლიდან გაქცევას არ გეგმავდა და მეტიც, არც უფიქრია ამაზე. ის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ტანვარჯიშის შეჯიბრებისთვის და იმ კონკრეტულ ტურნირზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქალაქში გამბირასიოს ოჯახს პატივს სცემდნენ, გოგონა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, თავს ევლებოდნენ და ყველაფერს უსრულებდნენ. მაშ, რა მოხდა?

მის გაუჩინარებას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ საქმეს ბერგამოს პროკურატურის სპეციალურმა კომისარმა ლეტიცია რუჯერიმ აიღო. გამომძიებელი ასევე გახმაურებულ საქმეებზე მუშაობდა, კარიერის განმავლობაში არაერთი მაფიოზისა და ბოროტმოქმედის კვალზე გავიდა და დააკავა. სწორედ ამიტომ, ეს საქმეც მას ჩააბარეს.

სპორტდარბაზში მოწმეებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ იარას გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ორი მამაკაცი ცენტრის ირგვლივ წითელი სპორტული მანქანით ტრიალებდა. ლეტიცია რუჯერიმ გამოძიება დაიწყო იმით, რომ 26 ნოემბერს მაპელოსთან ახლოს მდებარე ყველა მობილურის გამოკვლევა ბრძანა - ასეთი მობილური 15000 იყო. ყველა მსგავსი ავტომობილი შემოწმდა, საბარგულებითა და საბუთებით. უზარმაზარი ფინანსური ხარჯები გაიღეს. ეს გამოძიება იტალიაში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ხარჯიანად. თუმცა, მალევე პირველი შედეგიც დადგა. მობილურების მოსმენის დროს, მაროკოელმა მოჰამედ ფიკრიმ მეგობართან საუბრისას ასეთი ფრაზა თქვა: "მაპატიე, უფალო, მე არ მომიკლავს". 4 დეკემბერს ის ტანჟერისკენ მიმავალ გემზე დააკავეს.
mshoblebi
მოჰამედი ბრალეულობას არ აღიარებდა. ასევე, ბავშვის ცხედარსაც ვერ პოულობდნენ. თუმცა, თებერვალში გაუჩინარბული გოგონა გარდაცვლილი ნახეს.
"შვებას ვგრძნობდი. იარას გაუჩინარება სულ თან მდევდა. მე, როგორც დედამ, ვიცი, რომ ასე გაუჩინარება უარესია, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ნამდვილად გარდაიცვალა", - თქვა მოგვიანებით იარას დედამ.

ცხედარი ტოტებით იყო დაფარული, იქვე გვერდით ტელეფონი ეგდო, SIM ბარათის გარეშე. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გოგონა წინააღმდეგობას უწევდა და მკვლელს ჭრილობაც კი მიაყენა. ტანსაცმელი დახეული ჰქონდა, მაგრამ გაუპატიურების კვალი არ ეტყობოდა. ბოროტმოქმედმა მსხვერპლს დანით რამდენჯერმე დაარტყა და ადგილზევე მიატოვა.
გამომძიებლებმა ეჭვმიტანილის დნმ მოკლული გოგონას ფრჩხილებიდან აიღო. მაროკოელი გაათავისუფლეს, რადგან მისი ბრალეულობა ვერ დამტკიცდა. გამოძიება კი ჩიხში შევიდა.
mshoblebi
იარას მშობლები

შემდეგ გამომძიებელმა გადაწყვიტა, დნმ-ის ანალიზი აეღო იმ ადგილის სიახლოვეს მდებარე ღამის კლუბის ყველა სტუმრისგან აეღო, სადაც ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანის დნმ, დამიანო გერინიონის, ძალიან ახლოს იყო მკვლელის დნმ-სთან. თუმცა, იმ დღეს, როდესაც გოგონა დაიკარგა, ბიჭი ოჯახთან ერთად სახლში იყო: ეს ნათესავებმაც დაადასტურეს. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა. იმავდროულად, საზოგადოება დანაშაულის წრაფად გამოძიებას და მკვლელის დასჯას ითხოვდა. გამომძიებელს არ ენდობოდნენ და ამბობდნენ, რომ "ქალი ამ საქმის გახსნას ვერ შეძლებდა."

რუჯერმა გადაწყვიტა, ისევ დნმ-ის ხაზით წასულიყო და შეადგინა ეჭვმიტანილის ყველა ნათესავის სია. ყველა ცოცხალ ადამიანს დნმ-ის ანალიზი ჩაუტარა. აღმოჩნდა, რომ დამიანოს მამას ჰყავდა ძმა, ჯუზეპე, რომელიც გარდაცვლილი გახლდათ. პირველი გამარჯვება კი ასეთი იყო: დნმ-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯუზეპე იყო სწორედ იარას სავარაუდო მკვლელის მამაა. იარას მშობლებმა საკუთარი ფინანსებით დაიქირავეს გენეტიკოსი, რომელმაც ჯუზეპეს ექსჰუმაცია შეძლო და მამობის ვერსია დადასტურდა. მაგრამ, კიდევ ერთი პრობლემა: ჯუზეპეს ორი კანონიერი ვაჟი ჰყავდა და დნმ-მა აჩვენა, რომ მკვლელი არც ერთი არ ყოფილა. ახლა უკვე გამოძიება უკანონო შვილის ძიების გზით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობაში ჯუზეპე მძღოლად მუშაობდა და რომანი ჰქონდა ტექსტილის ქარხნის ერთ-ერთ მუშაკთან, რომელმაც შვილი გაუჩინა.
mshoblebi
სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება მოღალატე ქალს ეძებდა, რომელმაც წლების წინ უკანონო შვილი გააჩინა. სწრაფად გავრცელდა ჭორები და ათასი ისტორია შეთხზეს. პატარა ქალაქში ქმრებმა ეჭვით დაუწყეს ყურება ცოლებს და ყველა ფიქრობდა, მის სახლში ხომ არ გაზრდილა უკანონო შვილი და სავარაუდო მკვლელი...
მალევე ქალის ვინაობა გაარკვიეს. ქალი დაქორწინებული იყო, თუმცა ჯუზეპესგან მართლაც ჰყოლია შვილი. მისი ზრდასრული ვაჟი მასიმო ბოსეტი მაპელოში გადავიდა, სადაც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ბოსეტის ბიომასალა მკვლელის დნმ-ს ასი პროცენტით დაემთხვა. სასამართლო პროცესზე მოწმეებმა განაცხადეს, რომ სპორტულ ცენტრშიც ხშირად უნახავთ მისი წითელი მანქანა, ხოლო კომპიუტერის ჩხრეკისას კი აღმოჩნდა, რომ ბავშვთა პორნოს ყურება უყვარდა. გარდა ამისა, გაიხსენეს, როგორ ესაუბრებოდა სხვა თინეიჯერ სპორტსმენებს. თავად ბოსეტი თავს იმართლებდა, რომ გოგონებს კი ეფლირტავებოდა, მაგრამ არავინ მოუკლავს... თუმცა მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
mshoblebi
მასიმო ბოსეტი

ორი წლის წინ ციხიდან მასიმომ დიდი ინტერვიუ მისცა, სადაც კვლავ განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო. მკვლელობის დღეს ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ამის დადასტურება მის ცოლ-შვილსაც შეეძლოთ. თუმცა მისი სიტყვები აღარ იქნა გათვალისწინებული.
მოგვიანებით სიმსივნით დაავადებული მასიმოს მამობილი გარდაიცვალა, რომელმაც სწორედ ამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ სინამდვილეში თავისი ცოლის უკანონო შვილს ზრდიდა. თავად ბოსეტის ოჯახის მიმართ ადგილობრივების ზიზღი კი იმდენად დიდი იყო, რომ ქუჩაში ვეღარ გამოდიოდნენ...

იარა გამბირასიოს საქმემ მთელი იტალია შოკში ჩააგდო და დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულად ქვეყნის მასშტაბით. ბევრისთვის საკითხი, არის თუ არა ბოსეტი ნამდვილი დამნაშავე, კვლავ ღიაა.
მოგვიანებით ამ ამბავზე ფილმიც გადაიღეს, რომელიც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
32546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები