ქართველი კაპიტანი, რომელსაც ბრიტანეთის დედოფლის კარზე ფეხზე წამოუდგნენ - უცნობი ამბავი მეორე მსოფლიო ომის ქართველ გმირზე
ქართველი კაპიტანი, რომელსაც ბრიტანეთის დედოფლის კარზე ფეხზე წამოუდგნენ - უცნობი ამბავი მეორე მსოფლიო ომის ქართველ გმირზე
ამ ადამიანის შესახებ ბევრმა არ იცი. იაროსლავ იოსელიანი წყალქვეშა ხომალდების მეთაური იყო, იმ დროს მესამე რაიხის პირად მტრად შერაცხული. 

მესტიის რაიონის სოფელ ლახირში დაბადებული იაროსლავი 1938-1939 წლებში მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად. მეორე მოფლიო ომის წლებში იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიის დასაცავად. მეთაურობდა წყალქვეშა ნავებს. იოსელიანის ნავებმა მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაძირა. შავ ზღვაზე გერმანელებს შიშის ზარს სცემდა. 1944 წლის აპრილში იოსელიანი ჩრდილოეთის ფლოტში გადაიყვანეს - ბრიტანული წარმოების წყალქვეშა ხომალდის "В-4" -ის („ურსულა“) მეთაურად. მისთვის უცნობ ხომალდს ალღო კარგად აუღო და ეკიპაჟიც სრულყოფილად გაწვრთნა. 1944 წლის
აგვისტოში მან ეს წყალქვეშა ნავი შოტლანდიიდან პოლიარნის პორტში გადაიყვანა, გზად ორჯერ მოახერხა, თავი აერიდებინა მტრული თვითმფრინავების შეტევისთვის. წყალქვეშა ნავი ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში ჩაირიცხა...
ომის შემდეგ მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (1966 წელი) დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა პასუხსაგებ სამუშაოებზე.
გარდაიცვალა 1978 წლის 23 მარტს თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ მისი გმირობის შესახებ, თუმცა უცნობია ფაქტი, რომელიც ომის შემდგომ წლებში მოხდა და საბჭოთა კავშირის მესვეურები ყველანაირად ცდილობდნენ მის დამალვას. ეს იყო იაროსლავის უდიდესი პატივით მიღება ბრიტანეთის სამეფო კარზე, რასაც მიი ვაჟი, კონსტანტინე იხსენებდა:

"20 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. და ეს ამბავი, რომელზეც ვწერ, მამას
არასოდეს მოუყოლია, რადგან მისი თავმდაბალი ხასიათის გამო, არასოდეს ტრაბახობდა მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრებით, ეს ჩვენს სისხლში არ დევს.

10-12 წლის წინ ინტერენეტში წავაწყდი ინფორმაციას იაროსლავ იოსელიანის ბრიტანეთში, დედოფალთან ვიზიტის შესახებ. ამ ამბავს იხსენებდა მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი სუბმარინის რუსი გმირი, რომელიც იაროსლავთან ერთად საბჭოთა დელეგაციას ახლდა ბრიტანეთში. მათთან ერთად იმყოფებოდა “კაგებე“-ს შემადგენლობაც, რომელიც მაცრად ადევნებდა თვალყურს გმირებს, დასავლეთში რომ არ გაქცეულიყვნენ. დედოფალთან შეხვედრის ღონისძიებაზე დარბაზი სავსე იყო ბრიტანელი ოფიცრებით, მეზღვაურებით. ისინი არა მხოლოდ შეიარაღებული ჯარების, არამედ მთელი ქვეყნის ელიტას წარმოადგენდნენ.

როდესაც იაროსლავის სახელი გამოაცხადეს, დარბაზი ფეხზე წამოდგა. ის ისე მიიღეს, როგორც ტიტულოვანი დიდგვაროვანი. როგორც ჩანს, ეს მომზადებული იყო დედოფლის კარზე წინასწარ. ამ ამბის შემსწრე სრულიად საბჭოთა დელეგაცია გაოცებული იყო, ვერ გაიგეს ვერაფერი - მამაჩემი ხომ ყველა დოკუმენტში თავისი წარმომავლობის შესახებ წერდა, რომ ის ჩვეულებრივი გლეხის შვილი იყო.
ჩვენ, ზემო სვანეთის მთიელებს არასოდეს გვყოლია მეფე ან ბატონი, რამდენჯერ იყო მცდელობა, და ასეთები არაერთხელ განდევნეს თემიდან. ჩემი წინაპრები მედიატორები (მოსამართლეები) იყვნენ.

დედოფლის სასახლეში ამ ამბის მომსწრე იხსენებს, რომ იაროსლავმა მოაერხა და თავიდან აიცილა ის მძიმე შედეგი, რაც შეიძლება მოჰყოლოდა სასახლეში მომხდარი ფაქტის საბჭოეთში გამოძიებას. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ფაქტი ინტერნეტში აღარსად აღარ იძებნება. ის მთხრობელი, კი ვინც ამის შესახებ დაწერა, გარდაცვლილია. კაგებე კვლავ ყურადღებით ფილტრავს მთელ ინტერნეტ სივრცეს და გულმოდგინედ ანადგურებს ყველანაირ ინფორმაციას, რაც კაგებეს (ან ეფესბეს, ან GPU-OGPU-NKVD-GUGB-NKGB-MGB -MVD-KGB... და ა.შ. ) ქმედებებს ღირსებას შეულახავს".

მადლობა ვუხდით დახმარებისთვის მაკა იოსელიანს
1894
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გრიშა
0
დავით თევზაძის ბაბუა. ჰგავს.
19:55 / 23-05-2022
მსგავსი სიახლეები