სამი უიღბლო ქორწინება, რთული თინეიჯერობა და საკუთარი ნებით გაკეთებული ოპერაციები - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
სამი უიღბლო ქორწინება, რთული თინეიჯერობა და საკუთარი ნებით გაკეთებული ოპერაციები - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის საყვარელი მსახიობი და ადამიანია. სამსახიობო ნიჭის გარდა, ცნობილია ქველმოქმედებითა და გაჭირვებულებზე უანგარო ზრუნვით. ჯოლი უკვე რამდენიმე წელია გაეროს კეთილი ნების ელჩია და უამრავ ადამიანს ეხმარება. "ოსკარის", სამი "ოქროს გლობუსის" და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდოს მფლობელია. სხვათა შორის, ანჯელინა ჯოლი პირველი მსახიობია ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოიგო. მისი დებიუტი კინოში 1982 წელს შედგა. მან კომედიურ ფილმში "გამოსავლის ძიებაში" ითამაშა, თუმცა პოპულარობა ფილმით "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" და ამავე ფილმის მეორე სეზონით
მოიპოვა.
2009, 2011 და 2013 წლებში, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ჯოლი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმები იყო: "მალეფისენტი" (758 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით), "მისტერ და მისის სმიტები" (478 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოში), "განსაკუთრებით საშიში" (341 მილიონი აშშ დოლარი), "ტურისტი" (278 მილიონი აშშ დოლარი).
თუმცა, მისი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. გთავაზობთ ჯოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და დეტალებს, რომლებსაც მისი ბიოგრაფია ინახავს.
mshoblebi
მომავალი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაბადა, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ვოიტისა და ფრანგი-კანადელი მსახიობის მარშელინ ბერტრანის ოჯახში. 
mshoblebi
ანჯელინა ჯოლის მშობლები

წარმოშობის წყალობით, ჯოლიმ მემკვიდრეობით რამდენიმე ეროვნების სისხლი
მიიღო: მამის მხრიდან - სლოვაკური და გერმანული, დედის მხრიდან - ფრანგული, კანადური და ჰოლანდიური.
mshoblebi

ანჯელინას ჰყავს უფროსი ძმა, ჯეიმს ჰევენი. ჯოლის მშობლები 1976 წელს განქორწინდნენ. ერთი წლის ანჯელინა, დედასთან და ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ვოიტმა ფილმში "სახლში დაბრუნება" შესრულებული როლისთვის "ოსკარის" ჯილდო მიიღო. ბერტრანი კი იძულებული გახდა, საკუთარი ოცნებები წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე მიეტოვებინა და მთელი დრო შვილების აღზრდისთვის დაეთმო.
mshoblebi
თინეიჯერი ენჯი

ბავშვები ხშირად დაჰყავდა კინოში, რამაც ანჯელინას პატარაობიდანვე გაუღვივა ამ სფეროსადმი ინტერესი. ყოველ შემთხვევაში, წლების შემდეგ ჯოლიმ ეს დაასახელა მიზეზად, რომ მსახიობი გახდა, და არა მამის წარმატებული კარიერა.
mshoblebi
დედასთან ერთად

როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო, ოჯახი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც ჯოლი ორი წლის განმავლობაში ლი-სტრასბერგის კინოსკოლაში სწავლობდა. ასევე დადიოდა ბევერლი-ჰილზის საშუალო სკოლაში. ანჯელინა ჯგუფში ერთადერთი სტუდენტი არ იყო, ვისაც მსახიობობა სურდა, ამიტომაც, კონკურენციის პირობებში უწევდა ყოფნა. მისი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო დაზარალდა მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა, მოდელი გამხდარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღიარა, რომ იმ დროს თავს ძალიან დეპრესიულად და უბედურად გრძნობდა, სჯეროდა, რომ "უსარგებლო" იყო და, შედეგად, სხეულის დაზიანება დაიწყო. ერთხელ CNN-თან ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: "დანებს ვაგროვებდი და ირგვლივ ეს ნივთები სულ მქონდა. შესაძლოა, სხეულის დაზიანება და ამით საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, ერთგვარი თერაპიაც კი იყო", - ამბობს ანჯელინა.
mshoblebi
ამავე ასაკში ჯოლის სულ შავი ტანსაცმელი ეცვა, თმას წითლად იღებავდა და როგორც თავად იხსენებს, საკუთარი თავი სძულდა. ჯოლი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკებსაც იყენებდა. 1996 წელს The Daily Mirror-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ 20 წლის ასაკში თითქმის ყველაფერი სცადა, რაც შესაძლებელი იყო. 2011 წლის სატელევიზიო შოუში "60 წუთი" აღნიშნა, რომ "მძიმე დრო" გამოიარა და ძალიან გაუმართლა, რომ ახალგაზრდა ასაკში არ გარდაიცვალა.

mshoblebi
ანჯელინა ჯოლი დედასთან ერთად

ცნობილია, რომ ჯოლი მამის, ჯონ ვოიტის მიმართ არც ისე კეთილგანწყობილი იყო. მამას ყოველთვის ადანაშაულებდა ღალატსა და ოჯახის მიტოვებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, ურთიერთობების აღდგენას მაინც ცდილობდა. რამდენიმე კონფლიქტის შემდეგ, ჯოლი მის მამად ხსენებაზე უარს ამბობდა. 2002 წლის შუა რიცხვებში ჯოლიმ ხელისუფლებას, სახელის გადასაკეთებლად მიმართა, რათა ოფიციალურად, მის დასახელებაში "ვოიტი" აღარ ყოფილიყო. 2002 წლიდან მსახიობი გვარად მისი სახელის ნაწილს იყენებს და გახდა მხოლოდ ანჯელინა ჯოლი, და არა ანჯელინა ჯოლი ვოიტი.
იმავე წელს ჯონ ვოიტმა პრესაში გააკეთა განცხადება, რომ მის ქალიშვილს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" ჰქონდა. 2004 წელს ჯოლიმ ჟურნალ Premiere-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ იყო დაინტერესებული მამასთან ურთიერთობის გაგრძელებით, მაგრამ მისი გადაწყვეტილების მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ჯონ ვოიტს არასოდეს შეხვედრიან ანჯელინას შვილები, რადგან ამბობენ, რომ ჯოლი ბავშვებს ბაბუასთან არ უშვებს. ასევე, ანჯელინა საკუთარ მამას მნიშვნელოვან დღესასწაულებზე არ ეპატიჟება. ანჯელინა ჯოლის დედა, მარშელინი, 2007 წლის 27 იანვარს ლოს-ანჯელესის კლინიკაში 56 წლის ასაკში საკვერცხის კიბოსთან 7-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ანჯელინა ძალიან ახლოსაა თავის ძმასთან, ჯეიმს ჰევენთან და ხშირად ის სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაზე თან ახლავს. 
mshoblebi
ანჯელინა ჯოლი ძმასთან ერთად

კარიერა

მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო, ძირითადად ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში გამოდიოდა ჩვენებებზე, თუმცა ამ სფეროსი იმ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, რასაც ელოდა. გარდა ამისა, რამდენიმე მუსიკალურ კლიპშიც გადაიღეს. დაახლოებით იმავე პერიოდში, მისმა ძმამ, ჯეიმს ჰევენმა, კინოსკოლაში სწავლა (USC School of Cinematic Arts) დაიწყო და ანჯელინამ მის ხუთ ექსპერიმენტულ ფილმში ითამაშა. თუმცა, ეს როლები მის ფილმოგრაფიაში არ შედის. ოფიციალურად, ანჯელინა ჯოლის პირველ როლად 1993 წელს შესრულებული როლი ფილმში "კიბორგი 2: შუშის ჩრდილი" ითვლება. ამ ფილმმა ანჯელინას დიდი პოპულარობა არ მოუტანა. მაგრამ უკვე შემდეგი როლი ფილმში "ჰაკერები" კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და, ფინანსური წარუმატებლობის მიუხედავად, ძალიან პოპულარული გახდა. პრესა ანჯელინაზე ალაპარაკდა და ნელ-ნელა მსოფლიოში მისი სახელი ყველამ გაიგო. ამავე ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო ჯოლიმ ბრიტანელი მსახიობი ჯონი ლი მილერი, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. ახალმა როლებმაც არ დააყოვნა და მომდევნო რამდენიმე წელიწადში ჯოლიმ უამრავ ფილმში ითამაშა, რომლებიც კინოს სამყაროში ნამდვილ მოვლენად აღიარეს.
mshoblebi

აღიარება

სატელევიზიო ფილმში "ჯორჯ უოლესი" მონაწილეობისთვის ანჯელინა ჯოლი პრემიაზე "ემი" იყო ნომინირებული. ასევე, აიღო "ოქროს გლობუსი". ფილმი მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. გარდა ამისა, ამავე ფილმმა კიდევ ერთი "ოქროს გლობუსი" მოიპოვა კატეგორიაში "საუკეთესო სერიალი/ტელევიზიისთვის გადაღებული ფილმი". ჯოლიმ მასში ალაბამას გუბერნატორის, ჯორჯ უოლასის მეორე ცოლის - კორნელიას როლი ითამაშა.
მომდევნო წელს ტელევიზიისთვის გადაღებული კიდევ ერთი ბიოგრაფიული ფილმი "ჯია" გამოვიდა. მასში ანჯელინა 1970-იან წლებში ძალიან პოპულარული ტოპ მოდელის, ჯია კარანჯის თამაშობდა. ჯოლიმ ამ როლზე რამდენჯერმე უარი თქვა, რადგან ჯია ძალიან ჰგავდა თავად ჯოლის. კერძოდ კი, ჯია ნარკოტიკებს მოიხმარდა. გარდა ამისა, იყო ბისექსუალი და შიდსით უეცრად გარდაიცვალა...
ჯოლიმ "ოქროს გლობუსი" ზედიზედ მეორედ მოიგო. ანჯელინას ამ როლის შესრულებაზე კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ თუ ფილმი გადაღებული იქნებოდა კინოსამყაროსთვის და არა ტელევიზიისთვის, მაშინ "ოსკარზე" მას სერიოზული შანსები ექნებოდა.
mshoblebi
კადრი ფილმიდან "ჯია"

ანჯელინა ჯოლი მესამე სამყაროს უღარიბეს ქვეყნებში ჰუმანიტარულ კრიზისზე უკვე მრავალი წელია ფიქრობს და უამრავ ადამიანსაც ეხმარება. პირველად ის ამ პრობლემას კამბოჯაში, ფილმის "ლარა კროფტი - სამარხების მძარცველი" გადაღებისას შეხვდა. 2001 წლის თებერვალში სიერა-ლეონესა და ტანზანიაში იმოგზაურა და ნანახით შოკირეული იყო. მომდევნო თვეებში კიდევ დაბრუნდა კამბოჯაში, შემდეგ კი პაკისტანში ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში ადამიანების მოსანახულებლად წავიდა და მათ დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა, ეხმარებოდა და ზუსტად იმ საქმეს ასრულებდა, რასაც ჰუმანიტარული დახმარების კომისიის წევრები.
ჯოლის ჰუმანიტარული მისიების ინტერესითა და მუშაობით აღფრთოვანებულმა კომისიის ხელმძღვანელობამ მსახიობი 2001 წლის 27 აგვისტოს ჟენევის შტაბ-ბინაში გაეროს კეთილი ნების ელჩად აირჩია. თავდაპირველად ჯოლი ვერ ბედავდა ასეთი საპატიო წოდების მიღებას, იმის შიშით, რომ მედიაში მის სკანდალურ იმიჯს ზოგადად კომისიის რეპუტაცია და მუშაობა არ დაეზიანებინა, მაგრამ შემდეგ შეთავაზებას დასთანხმდა. მისი ჰუმანიტარული საქმიანობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგად, მსახიობმა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი წონა მოიპოვა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებისთვის მიიწვიეს, რომელიც 2005 წელს გაიმართა. ასევე, არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ევროპისა და აშშ-ის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა თუ შეხვედრებზე. ფეხმძიმობისას ანჯელინა ჯოლი თითქმის ბოლო დღემდე განაგრძობდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას, ხშირად ბრედ პიტის თანხლებით.
mshoblebi
ჯოლიმ რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა. 2003 წელს მან დააარსა Maddox Jolie-Pitt Foundation, რომელიც ეძღვნება საზოგადოების განვითარებასა და გარემოს დაცვას კამბოჯას ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ბატამბანგში.
2014 წელს, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ ანჯელინა ჯოლის კავალერიის ქალბატონის საპატიო წოდება მიანიჭა. მან ეს წოდება ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების დაცვისა და გლობალურ კამპანიაში მონაწილეობისთვის მიიღო, რომელიც კონფლიქტების ზონაში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრას გულისხმობს. ჯილდო ბუკინგემის სასახლეში გადასცეს.

პირადი

როგორც უკვე ცნობილია, ფილმის "ჰაკერები" გადაღების დროს ჯოლის ბრიტანელ მსახიობ ჯონი ლი მილერთან ჰქონდა რომანი. 1996 წელს ჯოლი და მილერი დაქორწინდნენ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ განქორწინდნენ. მოგვიანებით ანჯელინამ აღნიშნა, რომ ყოფილ მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა, თუმცა თვლიდა, რომ ქორწინებისთვის ორივე ძალიან ახალგაზრდა იყო და სწორედ ამის გამო დაინგრა მათი ოჯახი.
mshoblebi
ჯონი ლი მილერთან

2000 წლის მაისში მსახიობმა გადასაღებ მოედანზე ბილი ბობ ტორნტონი გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორია მალევე მედიაში განხილვის თემად გადაიქცა. 2000 წლის 5 მაისს ისინი ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, მაგრამ სამი წლის შემდეგ განქორწინდნენ. მათ ორივეს ერთმანეთის სახელი ჰქონდათ ტატუდ გაკეთებული, რაც დაშორების შემდეგ მოიშორეს. ეგ კი არა, პატარა მედალიონები ეკიდათ, რომლებშიც ერთმანეთის სისხლის წვეთები იყო მოქცეული. დაშორების შემდეგ ენჯიმ საკუთარი სისხლის დაბრუნებაც მოსთხოვა ბილი ბობს.
mshoblebi
ბილი ბობთან ერთად

ანჯელინას პირადი ცხოვრების ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბისექსუალია. საზოგადოებაში აქტიურად განიხილავდნენ მის რომანს ამერიკულ-იაპონური წარმოშობის მსახიობთან, ჯენი შიმიცუსთან, რომელთან ერთადაც ფილმში "ცრუ ცეცხლი" ითამაშა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
mshoblebi

ანჯელინას შემდეგი რომანი ჰოლივუდის პაპარაცების მთავარი სამიზნე გახდა: არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად ჰოლივუდის მსახიობს, ბრედ პიტს ხვდებოდა, არამედ იმიტომაც, რომ ის იმ დროს სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავზე ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული. თავდაპირველად რომანს მალავდნენ, თუმცა, "მისტერ და მისის სმიტების" გადასაღებ მოედანზე ყველა ამჩნევდა, რომ მათ შორის უფრო სერიოზული გრძნობა არსებობდა. ბრედ პიტი ენისტონს დაშორდა, თუმცა კვლავ უარყოფდა ანჯელინასთან ურთიერთობას. მსოფლიოს ყველა ტაბლოიდი და ცნობილი სახეების ვებგვერდი მათი ერთობლივი ფოტოებით იყო სავსე. მხოლოდ 2006 წლის 11 იანვარს ანჯელინა ჯოლიმ ინტერვიუში გამოაცხადა, რომ ორსულად ბრედ პიტისგან იყო, რითაც მათი რომანი დაადასტურა. 2012 წლის აპრილში ჯოლიმ და პიტმა ნიშნობა გამოაცხადეს. 2014 წლის 23 აგვისტოს კი საფრანგეთში დაქორწინდნენ.
mshoblebi
ცნობილი გახდა, რომ წყვილმა მკაცრი საქორწინო კონტრაქტი გააფორმა. თუ პიტი ცოლს უღალატებდა, ის შვილებზე მეურვეობას დაკარგავდა. მათ შესახებ გამუდმებით წერდნენ პრესაში, უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა და გამოხატავდა სიყვარულს. 2016 წლის 19 სექტემბერს ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა და 2019 წლის 12 აპრილს მათი ურთიერთობა ოფიციალურად დასრულდა.
mshoblebi

შვილები

ანჯელინა ჯოლის ექვსი შვილი ჰყავს: ვაჟები მედოქს ჩივანი, პაქს ტიენი და ნოქს ლეონი და ქალიშვილები ზაჰარა მარლი, შაილო ნუველი და ვივიენ მარშელინის. ყველა ატარებს გვარს - ჯოლი-პიტი, თუმცა მათგან ანჯელინასა და ბრედის ბიოლოგიური შვილები შაილო, ნოქსი და ვივიენი არიან. 2005 წლის დეკემბერში, იმის მიუხედავად, რომ ისინი ოფიციალურად არ იყვნენ წყვილი, ბრედ პიტმა მედოქსისა და ზაჰარას შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეიტანა, ხოლო 2006 წლის 19 იანვარს კალიფორნიის სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მედოქსი ანჯელინამ 2002 წლის მარტში, კამბოჯაში ნახა და შვილად აიყვანა. ბილი ბობ ტორნტონთან განქორწინების შემდეგ, ჯოლიმ ბავშვზე მეურვეობა მიიღო.
ზაჰარა, სავარაუდოდ, ბიოლოგიური დედის გარდაცვალების გამო, ობლად დარჩა და იგი ანჯელინამ და ბრედმა 2005 წლის ივლისში ეთიოპიაში იშვილეს. იქ ჯოლი გაეროს ჰუმანიტარული მისიით იყო ჩასული. გოგონას სრულფასივნად კვება არ შეეძლო და ბევრი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ამერიკულ საავადმყოფოში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. 2007 წელს გაირკვა, რომ ზაჰარას ბიოლოგიური დედა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო, მან ანჯელინა და ოფიციალური პირები საბუთების გაყალბებაში დაადანაშაულა. სკანდალი მოგვარდა, მაგრამ ათი წლის ასაკში ზაჰარამ გამოთქვა სურვილი, საკუთარ ბიოლოგიურ დედას შეხვედროდა. თუმცა, უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები.
შაილო ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის პირველი ბიოლოგიური შვილია და იგი ნამიბიაში, ანჯელინას ვიზიტის დროს დაიბადა. ანჯელინასა და პიტის იქ ყოფნის მანძილზე ოფიციალური ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. ცოტა მოგვიანებით, ანჯელინამ და ბრედმა თავიანთი ქალიშვილის სურათები რეკორდულ 10 მილიონ დოლარად ჟურნალებს "People" და "Hello!"-ს მიჰყიდეს! 2014 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ბავშვი თავს ტრანსგენდერ ბიჭად თვლიდა და სახელად ჯონი დაირქვა. მშობლები ბავშვის გენდერულ იდენტობას აღიარებდნენ. 2007 წლის 5 მარტს ანჯელინამ და პიტმა სამხრეთ ვიეტნამიდან სამი წლის ბიჭი, პაქს ტიენი იშვილეს. 2008 წელს კი ცნობილი გახდა, რომ ჯოლი ტყუპს ელოდებოდა. 2008 წლის 12 ივლისს ანჯელინა ჯოლიმ ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა: ბიჭი, ნოქს ლეონი და გოგონა, ვივიენ მარშელინი. ბრედ პიტი მშობიარობის დროს ცოლის გვერდით იყო. ანჯელინას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილთა პირველი ფოტოების გამოქვეყნების უფლება ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალს 14 მილიონ დოლარად მიჰყიდეს, რომელიც პიტმა და ჯოლიმ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენეს და ჯოლი-პიტის ფონდში 8 400 000 დოლარი გადარიცხეს.

mshoblebi
2015 წლის თებერვალში არაერთ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ სირიიდან ორი წლის ბიჭი, სახელად მუსა იშვილეს. მაგრამ იმავე წლის აპრილში, წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.

მასტექტომია

მას შემდეგ, რაც მკერდის კიბომ ჯოლის რამდენიმე ახლო ნათესავის გარდაცვალება გამოიწვია, ანჯელინამ სპეციალურ კვლევებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ანჯელინა ჯოლის BRCA1 გენის მუტაცია აქვს და მკერდის კიბოს განვითარების რისკი 87%-ია, საკვერცხის კიბო განვითარების კი - 50%-ია. მსახიობმა გადაწყვიტა, მასტექტომია გაეკეთებინა. ოპერაცია 2013 წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა.
ჯოლიმ გადაწყვიტა, ამ საკითხის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაცია მიეწოდებინა და 2013 წლის 14 მაისს The New York Times-თან ინტერვიუში საკუთარ არჩევანსა და ოპერაციის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია.
mshoblebi
"ამაზე ახლა ვსაუბრობ, რადგან იმედი მაქვს, სხვა ქალებს შეეძლებათ, ჩემი გამოცდილება გაიზიარონ. კიბო ისეთი სიტყვაა, რომელიც ადამიანებში შიშსა და უმწეობის საშნელ გრძნობას იწვევს. გადავწყვიტე, ჩემი ამბავი არ დამემალა, რადგან ბევრი ქალია, რომლებმაც არ იციან, რომ სიმსივნესთან ერთად ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ შეძლებენ თავიანთი გენების ტესტირებას და თუ აღმოჩნდება, რომ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან, იცოდნენ, რომ არჩევანის საშუალება აქვთ", - თქვა ანჯელინამ.
2015 წელს მან New York Times-ს განუცხადა, რომ მკერდის ოპერაციის შემდეგ, საკვერცხეებიც ამოიღო, რათა კიბოს განვითარების რისკი მინიმუმამდე დაეყვანა.
mshoblebi
ანჯელინა ჯოლი დღეს კვლავ უამრავ ადამიანს ეხმარება, ესწრება სოციალურ ღონისძიებებს, გამოდის ომისა და ძალადობის წინააღმდეგ. ცოტახნის წინ, იგი უკრაინაშიც ჩავიდა და დაბომბვის შედეგად დაზარალებული და დაობლებული ბავშვები მოინახულა, რამაც მსოფლიოს ომის სისასტიკე კიდევ ერთხელ აჩვენა.

alt"ზოგჯერ ფიქრობ, რომ ქალი აღარ ხარ" - როგორ შეცვალა ანჯელინას ინტიმური ცხოვრება ქალურმა ოპერაციებმა

alt "ანჯელინამ თავიდანვე დაადგა თვალი ცოლიან ბრედს და ინტიმური სცენის გადაღებისას ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა" - ანჯელინას პირადი მცველი იხსენებს, როგორ აცდუნა ჯოლიმ პიტი



alt"მასაც შეეძლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო" - ანჯელინას ჯოლის ულამაზესი დედა


altგაუპატიურების შედეგად დაბადებულ გოგონას ბიოლოგიურ დედას არ ახვედრებენ - უცნობი ამბები ანჯელინა ჯოლის უფროს ქალიშვილზე


12038
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები