ჭურჭლის მრეცხავი, საპირფარეშოების მწმენდავი, ანიმატორი ქათმის ფორმაში - როგორ იწყებდნენ კარიერას ვარსკვლავები, რომლებიც დღეს მილიონერები არიან
ჭურჭლის მრეცხავი, საპირფარეშოების მწმენდავი, ანიმატორი ქათმის ფორმაში - როგორ იწყებდნენ კარიერას ვარსკვლავები, რომლებიც დღეს მილიონერები არიან
ჰოლივუდის დიდების მწვერვალზე ასვლამდე მათ სხვადასხვა რამ გაიარეს და ბევრი გაჭირვებაც გამოსცადეს. ვიღაც ცხოვრობდა ისეთ ბინაში, რომელიც ტარაკნებით იყო სავსე, ვიღაცას კი დღეში მხოლოდ ორი დოლარი ჰქონდა, რომ თავი ერჩინა. მაგრამ, შრომისმოყვარეობამ, თავდაჯერებულობამ და ბრძოლის სურვილმა მათ წარმატება და აღიარება მოუტანა:

რიჩარდ გირი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა
mshoblebi

რიჩარდ გირი პენსილვანიაში, სადაზღვევო აგენტისა და დიასახლისის ხუთშვილიან ოჯახში დაიბადა. მრავალშვილიანი ოჯახი თავს მეურნეობით, ძროხებისა და ქათმების მოვლით ირჩენდა, ამიტომ გირმა მთელი ბავშვობა მინდორში, მწყემსობაში გაატარა. მაგრამ, მისი მშობლების ცხოვრების საშუალო დონემ ბავშვებს მუსიკალური
განათლების მიღებაში ხელი არ შეუშალა.
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავი რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას დაეუფლა. გარდა ამისა, სპორტული სტიპენდია მიიღო, სკოლაში ტანვარჯიშით იყო დაკავებული. შემდეგ გირი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თუმცა, მხოლოდ ორი წელი ისწავლა, შემდეგ სასწავლებელი მიატოვა და გადაწყვიტა, საყვირზე პროფესიონალურად დაეკრა.
ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა მიხვდა, რომ მაქსიმალური, რაც შეიძლებოდა პროფესიით გაეკეთებინა, რესტორანში დაკვრა იყო.
"დღეში ერთხელ ვჭამდი, დავდიოდი მეგობრებთან, რომლებსაც ცხელი ყავით გამასპინძლება შეეძლოთ. ძალიან მციოდა, შარფისა და პიჯაკის ყიდვის საშუალება არ მქონდა და სასოწარკვეთის ზღვარზე ვიყავი. მჯეროდა, რომ ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა საპირისპიროს ამტკიცებდა." - თქვა მსახიობმა მოგვიანებით.
mshoblebi

"ლამაზმანის" მომავალმა ვარსკვლავმა საბოლოოდ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დაიწყო მუშაობა. საღამოობით საყვირზე დაკვრას ადგილობრივ ჯგუფში აგრძელებდა. ერთხელ ნიჭიერი მუსიკოსები ერთ-ერთ კონცერტზე შენიშნეს და ბროდვეის მიუზიკლში ძალების მოსინჯვის მიზნით მიიწვიეს, სადაც გირსაც მისცეს პატარა როლი. მსახიობობას არასდროს გეგმავდა, მაგრამ მაინც სცადა. თეატრის შემდეგ, კინოში გადავიდა და ფილმში "ფლატბუშის ლორდები" ითამაშა. მაგრამ, გადასაღებ მოედანზე სილვესტერ სტალონესთან მუდმივად კამათობდა და ეს კამათი ერთხელ ჩხუბით დასრულდა, რამაც გამოიწვია ის, რომ რეჟისორმა გირი პერი კინგით შეცვალა. ეს ახალგაზრდა მსახიობის სიამაყეზე ძალიან დიდი დარტყმა იყო. კვლავ თეატრში დაბრუნდა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლო შემდეგი როლის შესრულება. სწორედ იმ როლმა გაუკვალა რიჩარდ გირს კინოსამყაროში გზა და უზარმაზარი წარმატება მოუტანა.

ბრედ პიტი ქათმის ფორმაში გადაცმული ცეკვავდა
mshoblebi

ბრედ პიტის ბედი გარკვეულწილად რიჩარდ გირის ახალგაზრდობის წლებს წააგავს. ბრედი სკოლის ნამდვილი ვარსკვლავი იყო და სიმპათიურ ბიჭს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ოკლაჰომას არც ისე მდიდარი ოჯახიდანაა. პიტმა სწავლას სპორტი ამჯობინა, თუმცა ცხოვრება ბეისბოლის თამაშს არ დაუკავშირა და ჟურნალისტიკისა და სარეკლამო ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა. დიპლომის აღებამდე ორი თვით ადრე გააცნობიერა, რომ ჰოლივუდში წასვლა უნდოდა. ეს ძალიან დიდი მიზანი იყო და საკუთარ თავს დაუსვა ამოცანა: "ან მოსაწყენ ცხოვრებას გავატარებ ჟურნალში სარეკლამო მასალების გაყიდვაში, ან გავხდები ერთ-ერთი მათგანი, ვისაც კინოსამყაროში აღმერთებენ!" მან მეორე გზა აირჩია.

როდესაც მშობლებმა გაიგეს, რომ მათმა ვაჟმა უნივერსიტეტი მიატოვა და ლოს-ანჯელესში გაიქცა, უარი თქვეს მისი "სულელური იდეების" სპონსორობაზე და ფულის გაგზავნა შეუწყვიტეს. ამიტომაც, ბრედმა გადაწყვიტა, თავად ეშოვა სამსახური. ქათმის ფორმა უნდა ჩაეცვა და რესტორნის გარეთ, სანსეტ ბულვარში უნდა ეცეკვა. პიტს სახე არ უჩანდა. პარალელურად მუდმივად ცდილობდა, ყველგან გაეგზავნა განცხადება და როგორმე ფილმში როლი მიეღო. ერთხელ პიტი სტრიპტიზ-კლუბის მფლობელს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული სამსახური შესთავაზა:
"უცნაური სამუშაო იყო. გოგონების კლუბში სამუშაოზე წაყვანა მევალებოდა. მუსიკაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი, რადგან მაშინ მაგნიტოფონის კასეტები იყო. ასევე საჭირო იყო მთელი ფულის შეგროვება, რასაც სტრიპტიზორებს საცველებში უდებდნენ. შოუს ბოლოს კი ცოცხალი უნდა გამოვსულიყავი კლუბიდან. ეს ადვილი არ ყოფილა." - თქვა მოგვიანებით პიტმა. ამას ღამით აკეთებდა, დღისით კი სამსახიობო გაკვეთილებს ესწრებოდა, კინოვარსკვლავების აუზებს ასუფთავებდა და რესტორნებში პროდუქტები დაჰქონდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი, სანამ ერთ დღეს უილიამ ბოლდუინმა უარი არ თქვა ფილმში "ტელმა და ლუიზა" მონაწილეობაზე და როლი ბრედ პიტს ერგო წილად. ფილმში იმდენად შესანიშნავად გამოავლინა პერსონაჟის იმიჯი, რომ ჰოლივუდში მალევე ახალ ვარსკვლავზე დაიწყეს საუბარი.

ჯიმ ქერი ტუალეტებს ასუფთავებდა
mshoblebi

ჯიმს უდარედელი ბავშვობა არ ჰქონია. დედამისი ყოფილი მომღერალი იყო, რომელიც ღარიბ მამაკაცზე გათხოვდა და ავტოფურგონში ცხოვრობდნენ. ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომაც ჯიმ ქერის ყველა და-ძმა დღეში 8 საათი მუშაობდა. იატაკის მოწმენდა, რესტორნებში ტუალეტების დასუფთავება, ნაგვის გატანა, ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობა - ძირითადად ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი.
"რამდენიც არ უნდა გვეცადა სახლში მეტი ფულის შეტანა, მაინც არასრულფასოვნად ვიკვებებოდით!" - თქვა ჯიმმა. მისი ცხოვრება მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ოჯახი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ჯიმმა პაროდისტის კარიერა დაიწყო და ადგილობრივ კლუბში სპეციალურ ნომრებს ასრულებდა. მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში წასვლა გაბედა, კინოც გამოჩნდა. პირველ ფილმს, რომელშიც ქერიმ ითამაშა, "ეის ვენტურა" ერქვა. კინოკრიტიკოსებმა ახალგაზრდა კომიკოსის ნიჭი ამ ფილმში არ დააფასეს, მაგრამ დღემდე მისი პერსონაჟი ერთ-ერთ გამორჩეულად ითვლება. იყო დრო, როცა კვლავ ძალიან უჭირდათ და ჯიმი ამის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. თუმცა მალევე დაძლია ეს სირთულეც.
"ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს სირთულეები, რადგან მხოლოდ ასეთ მომენტებში შეგვიძლია მეტი ვიფიქროთ ჩვენს ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ და რას ვაკეთებთ, გავაანალიზოთ და საბოლოოდ ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილებები. მე მჯერა, რომ პრობლემები ადამიანს ნამდვილს ხდის", - თქვა მსახიობმა.
1983 წლიდან ქერიმ ფილმებში აქტიურად დაიწყო მსახიობობა. ათი წლის შემდეგ კი მოახერხა, რომ სუპერვარსკვლავი გამხდარიყო.

შერონ სტოუნი ინსულტს გადაურჩა და ქმრისგან საშინელი იმედგაცრუება ხვდა წილად
mshoblebi

შერონ სტოუნი ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო. სკოლაში 5 წლის ასაკში შევიდა, გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და უკვე 15 წლისა უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით ჩაირიცხა. იმისათვის, რომ როგორმე ბუნებრივი გაუბედაობა დაეძლია, ავტოფარეხში თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა, რომელზე დასწრებაც 20 ცენტი ღირდა. ჰოლივუდში გადასვლის შემდეგ სტოუნი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მონაწილეობდა.
"რთული პერიოდი იყო. ლამაზი თეთრეულის საყიდლად ხშირად ლანჩსა და ვახშამზე უარს ვამბობდი. ერთ დღეს ჩემი შეყვარებული რესტორანში ძვირადღირებული ღვინით გამიმასპინძლდა, მაშინვე დავლიე. ალკოჰოლი ჩემთვის ფუფუნება იყო!" - თქვა მსახიობმა.
გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვა, მეგობრებისგან თხოულობდა ნივთებს, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ეკონომიას ვერ აკეთებდა, თმის შეღებვა და მოვლა იყო, რადგან ბუნებრივი ქერა მისი სავიზიტო ბარათი გახდა. მალე თმის საღებავის "ქლეროლის" სახე გახდა. ამას მოჰყვა უამრავი შეთავაზება, როგორც მოდელთან. 1980-იანი წლების ბოლოს შერონს არნოლდ შვარცენეგერთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მიეცა პოლ ვერჰოვენის ფილმში "ყველაფრის გახსენება". 1991 წელს ვერჰოვენმა გოგონას მთავარი როლი შესთავაზა ფილმში "ძირითადი ინსტინქტი".
შერონმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მედიამაგნატ ფილ ბრონშტეინზე გათხოვდა და აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად შვილის გაჩენას ვერასდროს შეძლებდა. ამის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავარდა. ქმარმა დაამშვიდა და უთხრა, რომ შვილს აიყვანდნენ. ბიოლოგიური დედა ტეხასში იპოვეს - კიბოთი იყო დაავადებული და პარტნიორმა მიატოვა. ბავშვი მისგან იშვილეს და როან ჯოზეფი დაარქვეს. სტოუნი მთელი ერთი წლის განმავლობაში შვილს გვერდიდან არ შორდებოდა. შემდეგ მის ქმარს ინსულტი დაემართა და მასზეც უწევდა ზრუნვა. 2001 წელს კი თავადაც გადაიტანა ინსულტი.
mshoblebi

"ისეთი გრძნობა მქონდა, მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ღმერთს ხმამაღლა დავუწყე თხოვნა, რომ ჩემს შვილზე ეზრუნა. ვიშვილეთ, მან უკვე დაკარგა საკუთარი დედა სიმსივნით და არ ვიცოდი, გადაურჩებოდა თუ არა მეორე დედის დაკარგვას. თავი მისკდებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც თეთრი შუქი მიზიდავდა და მისი მიმართულებით წავედი. ვერ ავხსნი, რა მოხდა. სადღაც გამიყვანეს. ვნახე ჩემი რამდენიმე მეგობარი და ბავშვები, რომლებიც მუცლის მოშლის შედეგად დავკარგე. მეგობრებმა მითხრეს, რომ არ შემშინებოდა", - გაიხსენა შერონ სტოუნმა მოგვიანებით.
შერონს სჯერა, რომ ლოცვამ და მისმა გარდაცვლილმა ბებიამ გადაარჩინა.
"მე იქ მინდოდა დარჩენა და ამას დაჟინებით მოვითხოვდი, მაგრამ ბებიამ მითხრა, რომ საავადმყოფოში დავბრუნებულიყავი. დარწმუნებული ვარ, მან გადამარჩინა", - ამბობს შერონ სტოუნი.
2003 წელს მისმა ქმარმა, რომელზეც ამდენი ხანი ზრუნავდა, მოულოდნელად განქორწინება მოითხოვა. მიზეზად სასამართლოში "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა. უფრო მეტიც, ფილმა უჩივლა ცოლს და შვილზე მეურვეობა მოითხოვა. შერონს, რომელიც მაშინ ახალი გამოჯანმრთელებული იყო, კვლავ დეპრესია დაემართა, რომლის დასაძლევადაც რამდენიმე წელი დასჭირდა. ამის შემდეგ კიდევ ორი ბავშვი იშვილა.
"ამან მომცა საშუალება, უფრო ძლიერი გავმხდარიყავი. გული შეიძლება ისევ გატკინონ, მთავარია რწმენა არ დაკარგო, რომ ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა!" - აღიარა მან ერთხელ ინტერვიუში, როცა წარუმატებელ ქორწინებაზე საუბრობდა.
3519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები