ნაადრევი ქორწინებები და მოზარდთა მშობიარობა მთელი მსოფლიოს პრობლემაა. მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში სტატისტიკა სხვადასახვაგვარია, თუმცა ერთი შემთხვევაც კი საკმარისი ხდება საზოგადოების ასაღელვებლად. 18 წლამდე მშობიარობა ჯერ კიდევ მოზარდთა მშობიარობად ითვლება, თუმცა 16-17 წლის ასაკში ეს თითქოს აღარავის უკვირს. სამწუხაროდ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში, 12 წლის გოგონების მშობიარობაც დაფიქსირებულა. ხოლო 2021 წელს დიდ ბრიტანეთში 11 წლის გოგონა „ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა დედა“ გახდა. ახლახან რუსეთში დიდი სკანდალი გამოიწვია 11 წლის გოგონას ორსულობამ, რომელიც სულ მალე იმშობიარებს. ექიმების თქმით, ბავშვი მაშინ ჩაისახა, როცა გოგონა ჯერ 10 წლის იყო. ამბავმა მთელი ქვეყანა მოიცვა - 11 წლის ასაკში მყოფი მომავალი დედა ნამდვილი შოკი იყო ყველასთვის.
11 წლის ტანიას ორსულობის შესახებ მშობლებმა ფეხმძიმობის მე-6 თვეში გაიგეს. ბავშვი მუცლის ტკივილს უჩიოდა, თუმცა მშობლება ყურადღება არ გამოიჩინეს: „გეტკინება და გაგივლისო“, - უთხრეს. რაღაც დროს მერე ტკივილებმა გაიარა, სამაგიეროდ გოგონამ ბავშვის გამოძრავება იგრძნო. იფიქრა, რომ შიმშილის ბრალი იყო და მშობლებისთვის აღარფერი უთქვამს. მუცელმა რომ ზრდა დაიწყო, დედამ პოლიკლინიკაში მიიყვანა. არც ექიმს უეჭვია ფეხმძიმობა და ულტრაბგერის გაკეთება ურჩია. ალბათ, რამე წანაზარდიაო. სანამ ულტრაბგერის რიგმა მოუწიათ, კვირები გავიდა. საბოლოოდ დადასტურდა, რომ ტანია 6 თვის ფეხმძიმე იყო.
ბავშვის მამა 15 წლისაა,ბავშვის ჩასახვისას 14 წლის იყო. ისინი ერთ სკოლაში სწავლობენ, ციმბირის მხარეში, ქალაქ კრასნოიარსკში.
„ერთმანეთთან შეხვედრა მაშინ დაიწყეს, როცა ტანია 9 წლის იყო, სევა კი 13-ის. ძირითადად ქუჩაში სეირნობდნენ, თუმცა ზოგჯერ სევასთანაც ადიოდნენ სახლში", - ამბობს ბიჭის ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, მშობლებმაც იცოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ.
„სევას დედა არ მუშაობს, კიდევ 2 პატარა გოგონა ჰყავს. ტანია მათთან ერთად ხშირად იყო ეზოშიც, ყველას თვალსწინ. როდის რა მოასწრეს, მართლა გასაკვირია. როგორც ვიცი, მაისის ბოლოს ელოდება პატარას“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ახალგაზრდა მამაზე კი უკვე საქმეა აღძრული და მას 20 წლამდე პატიმრობა ელის. მას ბრალად ედება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურება. მართალია, 15 წლისაა, მაგრამ ეს მუხლი 14 წელს მიტანებულ პირებს უკვე მთელი სიმკაცრით ეხება. სევას ოჯახი, რომელსაც კერძო ადვოკატის დაქირავების ფული არ აქვს, იმედს არ კარგავს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს ბიჭის ასაკს და იმ ფაქტორს, რომ ურთიერტობის სურვილი ორმხრივი იყო. "ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი", - ამბობს სევა. ტანიას ოჯახი კი არავის ეკონტაქტება. გოგოც შინიდან, პრაქტიკულად არ გადის. სწავლას ონლაინ აგრძელებს.
როგორც გაირკვა, ტანია და მისი შვილი არა როგორც დედა-შვილი, არამედ როგორც დედმამიშვილები, ისე გაიზრდებიან. რუსეთის კანონმდებლობით, 16 წელს მიუღწეველი პირები არ შეიძლება მშობლის სტატუსით სარგებლობდნენ. ამიტომ ახალშობილის მეურვეები ტანიას მშობლები იქნებიან, ტანია კი როგორც მისი და, ისე გაიზრდება.
"ბავშვი რომ დაორსულდა, ახლა რა აზრი აქვს? ამბობს ჩემი გოგო, რომ ნებაყოფლობით მოხდაო" - დედა ამბობს, რომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მისი მეგობარია და არ სურს დასაჯოს
ყველაზე მცირეწლოვანი დედები - 12, 9, 6 და 5 წლის დედა
ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში - 5 წლის პერუელი გოგონა
რა უნდა იცოდეთ მოზარდების სქესობრივი მომწიფების პერიოდში და რა არ უნდა გამორჩეთ - სპეციალისტის რჩევები