ხანდახან ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რაც არ გვაქვს და გვავიწყდება ის, რაც გვაქვს, აქცენტს ვაკეთებთ ნაკლოვანებებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც ხელს გვიშლის, გავხდეთ საკუთარი თავის იდეალური ვერსია. იმედგაცრუება, რომელსაც ვგრძნობთ იმის გამო, რომ რაღაცას ვერ ვაღწევთ, ბედნიერების განცდას გვიზღუდავს, თუმცა თუკი საკუთარი თავის მიღებას ვისწავლით, სხვებისგანაც მოვიპოვებთ აღიარებას. დღეს ფილიპე პოზო დი ბორგოსა და მისი დამხმარის, აბდელ სელუს რეალურ ისტორიაზე მოგითხობთ. მათმა მეგობრობამ გადალახა სოციალური განსხვავებები, შეცვალა ორივეს ცხოვრება და შთააგონა სხვა ადამიანები, რომ ამ ისტორიაზე ფილმი გადაეღოთ.
რეალურ ცხოვრებასა და ფილმში
ფილიპ პოზო დი ბორგო ფრანგი გრაფი, ბიზნესმენი და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია. როგორც ჰერცოგის შვილი, იგი მდიდარ ოჯახში, ფუფუნებასა და კომფორტში გაიზარდა. ამან მას საშუალება მისცა, მიეღო კარგი განათლება, დაქორწინებულიყო და შესანიშნავი სამსახურიც ეპოვა: ის Moët & Chandon-ის მენეჯერი გახდა. თითქოს, მამაკაცს შესაშური მომავალი ელოდა. თუმცა, 1993 წელს პარაპლანით დაშვებისას სერიოზული ტრავმა მიიღო და ოთხივე კიდურის დამბლა აღენიშნებოდა. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. ასევე, ნერვიულობდა ცოლზე, რომელიც იმ დროს კიბოს ებრძოდა და ამის გამო, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. "ეს აუტანელი იყო, რადგან ადრე ყველაფერს ვაკონტროლებდი, მაგრამ უცებ ყველაზე გავხდი დამოკიდებული. განსაკუთრებით კი, ჩემს ავადმყოფ ცოლზე." - თქვა ფილიპმა.
რეალურ ცხოვრებასა და ფილმში
აბდელ იასმინ სელუს ბიოგრაფია კი სრულიად განსხვავებულია. მან ბავშვობა ძალიან ღარიბ და მოკრძალებულ პირობებში, 8 და-ძმასთან ერთად გაატარა, ამიტომ საკმაოდ თავისუფლად გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და ნათესავების მოვლა დაიწყო. როდესაც აბდელი გაიზარდა, სკოლიდან ცუდი საქციელის გამო გარიცხეს. მაგრამ, ბიჭი გამოსწორების გზას არ ადგა. მიუხედავად ამისა, ერთი კურიოზული თვისება ჰქონდა: იცოდა, როგორ მოეხიბლა ხალხი და მყისიერად გამოეწვია სხვების სიმპათია.
აბდელმა პარალიზებული მილიონერი არისტოკრატისა და მისი ავადმყოფი ცოლის მომვლელად დაიწყო მუშაობა და ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენად შეცვლიდა ეს მის ცხოვრებას.
მდიდარ ოჯახში, სადაც დახვეწილ მანერებსა და განათლებას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, აბდელი, ერთი შეხედვით, სრულიად შეუსაბამო იყო. ამის შემდეგ ფილიპმა ათობით ინტერვიუ მისცა და განმარტა, რატომ აირჩია მომვლელად სწორედ ის: "მას მე არ ვებრალებოდი და საწყლად არ მთვლიდა. იყო თავხედი და საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. უცებ მივხვდი, რომ მასთან ერთად ცხოვრებით ჩემი ყოველდღიურობა გაფერადდა და ამით ვტკბებოდი. მე ის ძალიან მჭირდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორი წარსული ჰქონდა. ის ჩემი მეგობარი გახდა." - თქვა ფილიპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
წაიკითხეთ ვრცლად