ვარსკვლავების პირადი ასისტენტები ხშირად საუბრობენ, რა იმალება მდიდრული ცხოვრების მიღმა და როგორები არიან რეალურად ის ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ. ხშირად ამის შესახებ დისახლისები, დამხმარეები, ძიძებიც აღნიშნავენ და ყვითელი პრესის გვერდებზე საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ. არის შემთხვევები, როდესაც ამას შურისძიების მიზნით აკეთებენ. ნებისმიერი შემთხვევაში, მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ, ვარსკვლავების რეალური ცხოვრებისა და ნაკლოვანებების აღწერა.
არნოლდ შვარცენეგერის დიასახლისი
2011 წელს არნოლდ შვარცენეგერმა აღიარა, რომ მას უკანონო ვაჟი, ჯოზეფი, მილდრედ ბაენისგან ჰყავს. ეს ქალი შვარცენეგერის სახლში 20 წლის განმავლობაში მოახლედ მუშაობდა. რა თქმა უნდა, ამბავმა ჟურნალისტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ინტერვიუში მილდრედმა თქვა, რომ მაშინ შვარცენეგერის ცოლმა, მარია შრაივერმა არც კი იცოდა, ვინ იყო ბიჭის ნამდვილი მამა. მათი ოჯახის დამხმარე დაქორწინებული იყო და არავის გასჩენია ეჭვი, როდესაც თქვა, რომ ორსულად იყო. მაგრამ, ჯოზეფი რაც უფრო იზრდებოდა, სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა თავის ბიოლოგიურ მამას. არნოლდის ცოლსაც ამის შემდეგ ეჭვი შეეპარა და ყველაფერს მიხვდა.
"მუხლებზე დავეცი და ვთქვი, რომ ძალიან ვწუხდი. მარია ისეთი ძლიერი იყო... ჩემთან ერთად ტიროდა და მითხრა, რომ ფეხზე ავმდგარიყავი. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ავუხსენი, რომ არნოლდის ბრალი არ იყო - ორივე დამნაშავე ვიყავით. აღფრთოვანებული ვარ მისი ძალით და იმით, თუ რა ღირსეულად მიიღო ეს ამბავი", - თქვა ბაენამ.
როდესაც სიმართლე გაირკვა და ორივემ აღიარა ღალატი, მარიამ განქორწინება მოითხოვა. ეს შვარცენეგერებისთვის მარტივი პერიოდი არ ყოფილა. არნოლდისა და მარიას შვილები განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდნენ მშობლების დაშორებას. თავად მსახიობმა თქვა: „მესმის და ვიმსახურებ ჩემი მეგობრებისა და ოჯახის მხრიდან დაგმობასა და აღშფოთებას. ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ". ახლა, როგორც ცნობილია, არნოლდი უკანონო შვილზე ზრუნავს და ფინანსურადაც ეხმარება.
კარდაშიანების ოჯახის მოახლეები
კარდაშიანების ოჯახის დამხმარეები ვარსკვლავების ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ჰყვებიან. მაგალითად, კიმის დიასახლისები ამბობენ, რომ ის ძალიან თბილი და სასიამოვნო ადამიანია. რაც მთავარია, კიმი თანამშრომლების მიმართ კეთილგანწყობილია. თუმცა, დიასახლისი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გოგონა ძალიან დაუდევარია. „კიმის საძინებელი ყოველთვის ჭუჭყიანია, მიუხედავად იმისა, რამდენად ხშირად ასუფთავებენ მას. როდესაც ოთახში შედიხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს იქიდან ტორნადო გამოვარდა." - ამბობს კარდაშიანის დამხმარე. გარდა ამისა, ვარსკვლავი თეთრეულის მიმართ ძალიან მომთხოვნია: ის აბრეშუმის უნდა იყოს და ყოველდღე შეიცვალოს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კორტნი კიმისგან აბსოლუტურად განსხვავდება. მოსამსახურეების მიმართ კეთილგანწყობას არ გამოხატავს და მეტიც, თავისებური წესები აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი დამხმარე იხსენებს, რომ კორტნის მისი სუნამოს სუნი არ მოსწონდა და საერთოდ აუკრძალა გამოყენება.
"ყოველთვის ფულის დაზოგვის გზებს ეძებდა. ერთ დღეს ორ სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში დარეკა, რომ ხორცის ფასები შეედარებინა. რომელი ვარსკვლავი აკეთებს ამას?" - თქვა დიასახლისმა.
"ქლოე კარდაშიანი, თავის მხრივ, მხიარული ადამიანია. უყვარს ხუმრობა, განსაკუთრებით ხშირად კიმს დასცინის." - ამბობს კარდაშიანების ოჯახის დამხმარე. დიასახლისის თქმით, ერთ დღეს ქლოემ დის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადამალა, რამაც პანიკა გამოიწვია. ქლოეს უბრალოდ არ სურდა იმასთან შეგუება, რომ კიმი საკუთარ ნივთებს დაუდევრად ექცეოდა.
ჯუდ ლოუს შვილების ძიძა
მსახიობმა მაშინ, როცა სიენა მილერთან ჰქონდა ურთიერთობა, პარალელურად, თავისი სამი შვილის ძიძასთან, დეიზი რაიტთან გააბა რომანი. ჯუდ ლოუ და სიენა უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ მსახიობმა მომავალ მეუღლეს ღალატი არ აპატია და 2005 წელს დაშორდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ინტერვიუში სიენა ლოუს საყვარელს პირდაპირ დაემუქრა: „ჯობს, დეიზიმ შიშში იცხოვროს. იმედია, ბნელ ხეივანში არსად გადამეყრება!" თავის მხრივ, არც დეიზი დარჩა "წაგებული". გახმაურებული სკანდალის შემდეგ, მან გადაწყვიტა ინფორმაციით ფული ეშოვნა და ინტერვიუ გაყიდა.
ძიძის თქმით, როდესაც ჯუდ ლოუ მილერს ეჩხუბებოდა, სიმშვიდეს მის მკლავებში პოულობდა. ქალი ამბობს, რომ მსახიობის მიმართ ახლა სიძულვილს გრძნობს იმის გამო, რომ მიატოვა.
ლედი გაგას ასისტენტი
ჯენიფერ ო'ნილისა და ლედი გაგას სკანდალური ისტორია 2011 წელს დაიწყო, როდესაც გოგონამ მომღერალს უჩივლა. თანაშემწეს სურდა ზეგანაკვეთური ანაზღაურება მიეღო, რადგან გაგა აიძულებდა მთელი საათების განმავლობაში მის გვერდით ყოფილიყო.
"შუაღამისას მაღვიძებდა იმისათვის, რომ ფილმი გადამერთო, რადგან თავად ეზარებოდა. არ უნდა მქონოდა შაბათ-კვირა, ლანჩის შესვენება, პირადი დრო და სივრცე." - თქვა ჯენიფერმა.
ასევე, ო'ნილს მომღერალთან ერთად ღამის გათევა იმავე საწოლში უწევდა, რადგან გაგას მარტო დაძინება არ სურდა. მას შემდეგ, რაც ასისტენტმა ეს ამბავი საჯაროდ გამოიტანა, გაგა უკმაყოფილო დარჩა ყოფილი თანამშრომლის საქციელით, მას ვირთხა უწოდა და თქვა, რომ ჯენიფერი არანაირ კომპენსაციას არ იმსახურებდა. თუმცა, 2013 წელს მაინც მოუწია თანხის გადახდა.
ყველაზე პოპულარული ძიძა ჰოლივუდში, რომელსაც მეგან მარკლმაც ანდო პირველი შვილის მოვლა - რას ურჩევს ის ახალნამშობიარებ დედებს
ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია ამ საქმისთვის - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს