მამაკაცებმა მათი უარი ვერ აიტანეს და სახეში მჟავა შეასხეს - გოგონები, რომლებიც სილამაზის გამო "დასაჯეს" და ცხოვრება დაუმახინჯეს
მამაკაცებმა მათი უარი ვერ აიტანეს და სახეში მჟავა შეასხეს - გოგონები, რომლებიც სილამაზის გამო "დასაჯეს" და ცხოვრება დაუმახინჯეს
არსებობს მოსაზრება, რომ მიმზიდველი გარეგნობის მქონე გოგონები ძალიან ბედნიერები არიან, თაყვანისმცემლების არმიას ვერ აუდიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ. თუმცა, ზოგჯერ სილამაზე ღვთის საჩუქარი კი არა, არამედ წყევლა ხდება... ეჭვიანი, მესაკუთრე მამაკაცები, რომლებმაც დაშორება, უარი ვერ აიტანეს, როგორც ჩანს, მზად არიან, ქალებზე უკიდურესი ფორმით იძიონ შური და დაამახინჯონ - სახეში მჟავის შესხმით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში მსგავსი შემთხვევების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მსხვერპლთა 85% ახალგაზრდა გოგონაა. თავდასხმებს კი, როგორც წესი, ყოფილი ქმრები, შეყვარებულები, თაყვანისმცემლები ახორციელებენ. ჩვენი სტატიის გმირები შეცვლილი გარეგნობის გამო
სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვენილან და ცხოვრებას
ახალი შემართებით აგრძელებენ:

ქეით პაიპერი

mshoblebi

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელი მოდელის, ქეით პაიპერის ცხოვრება თავდაყირა დადგა. გოგონა პრიალა ჟურნალების ფოტოგადაღებებში მონაწილეობდა, სილამაზის კონკურსებში გამოდიოდა და მსოფლიო პოდიუმების დაპყრობას გეგმავდა. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პროფესიონალ მოჭიდავესთან დენი ლინჩთან დაიწყო შეხვედრა. მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში იყო პაიპერის სილამაზით აღფრთოვანებული, ამიტომაც სოციალურ ქსელში მისწერა და შეხვედრა სთხოვა. პირველმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ქეითს საინტერესო და წარმატებულ ადამიანად მოეჩვენა და ამიტომაც, დათანხმდა, მომდევნო შაბათ-კვირა სასტუმროში გაეტარებინათ. რომანტიკული მოგზაურობა ძალიან ცუდად დამთავრდა. სპორტსმენმა ახალგაზრდა მოდელი გააუპატიურა და მოკვლით დაემუქრა, ამის შესახებ თუ ვინმეს ეტყოდა. ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ლინჩმა გოგონას დაურეკა და პატიება სთხოვა, მაგრამ მისი სიტყვები არაგულწრფელი იყო და კეთილგანწყობა ვეღარ დაიბრუნა. მან მოდელს ინტერნეტ-კაფეში დაუთქვა შეხვედრა, სადაც მისი თანამზრახველი, სტეფან სილვესტერი ელოდა. ქეითისთვის უცნობი მამაკაცი თითქოს უსახლკარო, მოწყალების მთხოვნელი ადამიანი იყო და ქეითს ეჭვი არაფერში შეჰპარვია, თუმცა მან მოულოდნელად სახეში მჟავა შეასხა. პაიპერმა ძალიან ძლიერი დამწვრობა მიიღო და 12 დღის განმავლობაში კომაში იყო. წონაში 38 კილოგრამი დაიკლო და სახე, ფაქტობრივად, "დაუდნა". ქუთუთოები, ცხვირის უმეტესი ნაწილი დაკარგა და ცალი თვალით დაბრმავდა. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს. გოგონას კანი გადაუნერგეს და დაზიანებული ნაწილები აღადგინეს. მას 40-ზე მეტი ოპერაცია ჩაუტარდა.
mshoblebi
mshoblebi

"აღარც მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ჩემი "ყოფილი" სახე. ზუსტად ვერ ვიტყვი, სად მქონდა ნაოჭები, როგორი ცხვირი მქონდა." - განუცხადა პაიპერმა The Stylist-ს. პოლიციამ ორივე დამნაშავე სწრაფადვე დააკავა და დენი ლინჩს უვადო პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, ყოფილ მოდელს მასზე ფიქრი კვლავ აშინებს. დაზიანებებისა და მნიშვნელოვნად შეცვლილი ცხოვრების მიუხედავად, იგი დანებებას არ აპირებს და ახლა აქტიურად ეხმარება იმ ქალებს, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვთ. ამის შემდეგ მან ავტობიოგრაფიული წიგნიც დაწერა, სადაც დეტალურად აღწერა, როგორ იმოქმედა ტრაგედიამ. პაიპერმა რამდენიმე წლის წინ დურგალი, რიჩარდ სატონი გაიცნო და დაქორწინდა. 2014 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.

ჯესიკა ნოტარო

mshoblebi

იტალიის სილამაზის კონკურსის "მის რომანია 2007-ის" გამარჯვებული ჯესიკა ნოტარო ვერც კი წარმოიდგენდა, რა სისასტიკეს ჩაიდენდა მის მიმართ ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც უყვარდა. 2017 წლის იანვარში მოდელი და დამწყები მომღერალი სამსახურის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. ყოფილი ბოიფრენდი, ედსონ ტავარესი სახლთან ახლოს ავტოსადგომზე ჩაუსაფრდა და გოგონას სახეში მჟავა შეასხა. მიუხედავად იმისა, რომ ედსონი და ჯესიკა დიდი ხნის წინ დაშორდნენ, ბიჭი ამ ფაქტს ვერ შეეგუა და ყოფილ შეყვარებულს მუდმივად ავიწროებდა, ემუქრებოდა. ჯესიკამ პოლიციას არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ საქმისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევიათ. იანვრის საღამოს კი ეს შემთხვევა მოხდა. ნოტარომ ძალიან მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ექიმებმა სასწაულის დახმარებით შეძლეს მისთვის მხედველობის შენარჩუნება. გოგონა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა და ექიმები მისი ნახვის უფლებას თითქმის არავის აძლევდნენ.

mshoblebi

ყოფილ მოდელს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლამ მოუწია და ჭრილობები რომ კარგად შეხორცებულიყო, ქუჩაში ნიღბით დადიოდა. აღსანიშნავია, რომ მზიან ამინდში მას გარეთ გასვლა დღესაც ეკრძალება და ხშირად დღეებს სახლში ატარებს. პირველი პლასტიკური ოპერაცია ერთი წლის წინ გაიკეთა და კანის სტრუქტურა ოდნავ გაუმჯობესდა. ჯესიკა ნოტარო ახალ ცხოვრებას მიეჩვია. ერთ-ერთ იტალიურ გადაცემაში თხელი შარფით მივიდა და ჭრილობების დამალვა არ უცდია. "მინდა ყველამ ნახოს, რა დამიშავა. ამას არ შეიძლება სიყვარული ეწოდოს", - თქვა მან. ყოფილი მოდელი აღნიშნავს, რომ შურისძიებას არ გეგმავს და უნდა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, რათა იგივე აღარავინ გაიმეოროს.
mshoblebi

ელეონორა კონდრატიუკი
mshoblebi

სოჭის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პერსპექტიული მომავლის მქონე გოგონაც მსგავსი სისასტიკის მსხვერპლი გახდა. მისმა გამორჩეულმა გარეგნობამ სილამაზის კონკურსებში არაერთხელ მოიპოვა აღიარება და სამოდელო სააგენტოები ერთმანეთს ეჯობრებოდნენ, ვისთან თანამშრომლობას გადაწყვეტდა მოდელი. 1999 წლის 2 სექტემბერს საოცარი რამ მოხდა - სანაპიროზე მშვიდად სეირნობდა, რა დროსაც მოულოდნელად მიეპარნენ და მჟავა შეასხეს. ელეონორა ვერც მიხვდა, რა მოხდა და ინერციით გაიქცა იმ სკოლისკენ, რომელშიც ადრე სწავლობდა. გაოგნებულმა მასწავლებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სანამ დამწვრობის ცენტრში მის გადარჩენას ცდილობდნენ, სამართალდამცველებმა მოძალადის დაკავება შეძლეს. ის ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი, რუბენ გრიგორიანი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მან გოგონა ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე შენიშნა და ძალიან მოეწონა. მეგობარს უთხრა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ის მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. თუმცა, ელეონორასგან ურთიერთობაზე უარი მიიღო. მამაკაცი უარის მიღებას მიჩვეული არ იყო და ეს შეურაცხყოფად აღიქვა. ამიტომაც, შურისძიება გადაწყვიტა. ორი ადამიანი დაიქირავა და მჟავის შესხმა მათ დაავალა.

mshoblebi

პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა. 2001 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბენ გრიგორიანს 11 წელი მიუსაჯეს. კრიმინალური ავტორიტეტის შესახებ არაფერია ცნობილი. ელეონორას კი წლების განმავლობაში 300-ზე მეტი რთული ოპერაცია მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში ჩაუტარდა. გოგონას თქმით, ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა და ცხოვრება ახალი შემართებით გააგრძელა.
mshoblebi

რეშმა კურეში

mshoblebi

როდესაც მუმბაიში მცხოვრები რეშმა კურეში 17 წლის იყო, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. გოგონა უფროს დასთან და მეგობრებთან ერთად მშვიდად მიდიოდა ქუჩაში, როცა მოულოდნელად უცნობი მამაკაცები დაესხნენ თავს. დამნაშავეები რეშმას დისთვის აპირებდნენ მჟავის შესხმას, თუმცა გოგონები აერიათ. მოგვიანებით გიარკვა, რომ მოძალადე მისი დის ყოფილი ქმარი იყო.
mshoblebi
"ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმას, რომ დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ და ახლა უსახოდ მიწევს ცხოვრება. ერთადერთი, რაც იმ დღიდან მახსენდება, არის ის რომ, ჩემმა დამ დამიყვირა, გაიქეციო. მე გაქცევა ვერ შევძელი და სახეზე მჟავა შემასხეს." - განუცხადა რეშმამ ჟურნალ People-ს. გოგონამ სერიოზული დამწვრობა მიიღო და მარცხენა თვალი დაკარგა. ინდოეთის მთავრობამ ოპერაციების დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მან საქველმოქმედო ორგანიზაციებს მიმართა. ასევე, დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში მჟავას თავისუფლად გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ახლა რეშმა საკუთარი სილამაზის ბლოგს მართავს და ადამიანებს გამოცდილებას უზიარებს, როგორ უნდა მოუარონ ნაწიბურებს და ზოგადად, ჰყვება იმის შესახებ, თუ რა გზა გაიარა.

mshoblebi

2016 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში ინდოელი დიზაინერის, არჩანა კოჩარის ჩვენებაში მონაწილეობდა. ამით დიზაინერს მსოფლიოს ყურადღების მიქცევა სურდა და უნდოდა ეჩვენებინა, რა გზას გადიან მჟავათი თავდასხმის მსხვერპლი ქალები.

დანა ვულინი

mshoblebi

2012 წლის 16 თებერვალს ავსტრალიელი დანა ვულინი ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი საშინელი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. დანას ერთ-ერთ ნაცნობ გოგონას ეგონა, რომ დანას მის ყოფილ ქმართან ჰქონდა ურთიერთობა, ამიტომ ზამთრის ერთ დილას, მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანა ვულინი ექიმებმა სიკვდილისგან ძლივს იხსნეს. ორი წლის განმავლობაში ნიღაბი ეკეთა და სპეციალური კოსტიუმი ეცვა, რადგანაც სხეულის 64% დამწვარი ჰქონდა.
mshoblebi

"სიკვდილი უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ მე არასოდეს ვეძებდი მარტივ გზებს." - თქვა დანა ვულინმა The Daily Mail-თან ინტერვიუში. ქალს, რომელიც დანას თავს დაესხა, 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონა კი არ დანებდა, მიიღო ახალი ცოდნა, გახდა სპიკერი და ადამიანებს დეპრესიასთან და ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავებას ასწავლის.
33364
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ანას
1
ქალბატონო ანა, ღრუზინი არაფერ შუაშია. არაკაცი და ნაძრალა ყველგან არის და მას ეროვნება არ აქვს. არც
11:06 / 15-07-2022
მაია
0
ყოველთვის ქალების მხარეს ვარ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ქეით პაიპერი - პირველი გოგოს ისტორიას გადახედეთ, როგორ უნდა წაყვე, ერთი საათის გაცნობილს, აფროამერიკელს, სასტუმროში, ვახშმისთვის მადლოერების გამოსახატავად ....
15:05 / 08-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები