გარდაცვალებამდე პრინცესა დიანამ უილიამისა და ჰარის ცოლებს საიდუმლო შეტყობინება დაუტოვა - რა ეწერა იდუმალ ჩანაწერში?
გარდაცვალებამდე პრინცესა დიანამ უილიამისა და ჰარის ცოლებს საიდუმლო შეტყობინება დაუტოვა - რა ეწერა იდუმალ ჩანაწერში?
პრინცესა დიანამ დიდხანს ვერ იცოცხლა, თუმცა ადამიანებს სამუდამოდ შეაყვარა და დაამახსოვრა თავი. მას "გულების დედოფალსაც" უწოდებდნენ და ყველა, ვისაც პრინცი ჩარლზის მეუღლესთან ურთიერთობა ჰქონია, ერთხმად აღიარებდა, რომ იგი საოცრად კეთილი, ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო. ეხმარებოდა მძიმედ დაავადებულებსა და ღარიბებს, ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სამეფო ოჯახში, სადაც თავს ბედნიერად საერთოდ არ გრძნობდა. გვერდიდან ისე ჩანდა, თითქოს მას ყველაფერი ჰქონდა სიხარულისა და ბედნიერებისთვის, თუმცა რეალობა საპირისპიროს ამტკიცებდა. ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მისი შვილები სულ სხვანაირად იცხოვრებდნენ და
უამრავი წესისა და შეზღუდვის პირობებში,
მაინც მოახერხებდნენ საკუთარი სურვილების განხორციელებას. დღეს, პირველ ივლისს, პრინცესა 61 წლის გახდებოდა. მას არასდროს უნახავს საკუთარი რძლები, შვილიშვილები, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება წინასწარ დაწერა.

უბედური ქორწინება

როდესაც დიანა სპენსერი დევიდ და ელიზაბეტ ემანუელის ლეგენდარული საქორწინო კაბით წმინდა პავლეს ტაძრის კიბეებზე გამოჩნდა, ის მხოლოდ 20 წლის იყო. მაშინ პატარა იყო, არც შესაბამისი განათლება ჰქონდა და არც ცხოვრებისეული გამოცდილება. მომავალმა პრინცესამ სირთულეები თავიდანვე იწინასწარმეტყველა. მან პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის სიყვარულის ისტორიის შესახებ გაიგო. მეტიც, ცნობილია, რომ ვიდრე პრინცესა დიანა საკურთხევლამდე მივიდოდა და პრინცი ჩარლზის ოფიციალური ცოლი გახდებოდა, ატირდა და გაქცევას აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ ამის გაკეთება აღარ უნდოდა. თუმცა, დებმა დაარწმუნეს, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და ქორწილისთვის ყველაფერი მზად იყო.

mshoblebi

როგორც ჩანს, ჩარლზისა და დიანას ქორწინებაში არც ერთი ბედნიერი დღე არ ყოფილა - პრობლემები უკვე თაფლობის თვეში დაიწყო. დრო, რომელიც მთლიანად რომანტიკისათვის უნდა დაეთმოთ, ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გაატარეს. დიანამ მეგობრებს მისწერა, რომ საბოლოოდ საკმარისი ძილი და დასვენება შეეძლოა. ჩარლზი გამუდმებით კითხულობდა და ბუნებაში სეირნობდა.
რამდენიმე თვის შემდეგ დიანამ აღმოაჩინა, რომ ბავშვს ელოდებოდა. იმედი ჰქონდა, რომ შვილი მათ ოჯახს საბოლოოდ გააერთიანებდა. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. პრინცი მთელ დროს სამსახურში ან ოფიციალურ მოგზაურობებში ატარებდა. დიანა საშინლად იტანჯებოდა და ყველანაირად ცდილობდა ქმრის ყურადღების მიპყრობას.
"როცა ოთხი თვის ორსული ვიყავი, კიბეებიდან ჩამოვგორდი და ვცდილობდი ჩემი ქმრის ყურადღება მიმეპყრო, რომ ჩემთვის მოესმინა." - თქვა პრინცესამ.

mshoblebi

მაგრამ, რისკი ფუჭი აღმოჩნდა. პრინცმა ჩარლზმა ექიმებს დაურეკა, როცა დარწმუნდა, რომ საშიში არაფერი იყო, დიანა სახლში მარტო დატოვა და თავად წავიდა. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ პრინცი უილიამი დაიბადა. მოგვიანებით კი პრინცი ჰარი. როგორც წესი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სახლში მშობიარობდნენ. თუმცა, დიანამ მკაცრად გადაწყვიტა, რომ წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში უნდა წასულიყო. შვილების სახელებზეც დიდი კამათი ჰქონდათ. ჩარლზს სურდა, რომ ბიჭებისთვის ალბერტი და არტური დაერქმიათ. თუმცა, პრინცესა დიანამ საკუთარი ვერსიის ბოლომდე გატანა შეძლო.
მას შემდეგ, ჩარლზისა და დიანას შორის ურთიერთობა ყოველწლიურად უარესდებოდა. ლედი დიმ თავი მთლიანად დედობასა და ქველმოქმედებას მიუძღვნა და პრინციც კამილასთან ღალატს აღარ მალავდა. უგზავნიდა მას ყვავილებსა და ძვირფასეულობას, ჰპირდებოდა მარადიულ სიყვარულს.

mshoblebi

"ჩვენს ქორწინებაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩარეული." - განუცხადა ერთხელ დიანამ ჟურნალისტებს.
განქორწინება 1996 წელს შედგა და ამის შემდეგ პრინცესა დიანას ტიტული ჩამოართვეს. თუმცა, სასახლის გარეთ მისი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1997 წელს იგი მეგობარ მამაკაცთან, ეგვიპტელი მილიარდერის შვილთან ერთად პარიზის გვირაბში ავარიაში მოყვა. რამდენიმე საათის შემდეგ, ლედი დი საავადმყოფოს რეანიმაციაში დაიღუპა.

თუმცა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში დიანას თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ადრეულ ასაკში დატოვებდა ამ ქვეყანას. ამიტომ, მომავალი ბიოგრაფებისთვის ცდილობდა, თავისი ცხოვრების ყველა დეტალი დაეწერა და დაეტოვებინა. ჩარლზთან განქორწინების შემდეგ მაგნიტოფონის პატარა კასეტაზე იწერდა, როგორ ჩიარა დღემ და რა განსაცდელი შეხვდა. ამ ჩანაწერებს შორის გზავნილები თავისი ვაჟებისა და მათი ცოლებისთვისაცაა.
"რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჩანდეს, დიანამ იცოდა, რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა. მან მითხრა, რომ ჩანაწერები გააკეთა იმ დღისთვის, როდესაც ამ ქვეყანაზე აღარ იქნებოდა და ამ ჩანაწერებით თავისი შვილების დახმარება უნდოდა."- აღიარა ერთხელ დიანას ანონიმურმა მეგობარმა ჟურნალ OK-თან.

mshoblebi

მან თქვა: "პრინცესას არ ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ ძალიან ღელავდა, რომ ვერასოდეს შეხვდებოდა მისი ბიჭების რჩეულებს. მას სჯეროდა, რომ ქორწინებაში მისი ვაჟები აუცილებლად ბედნიერები იქნებოდნენ. ისინი მშვენიერი ქმრები და მზრუნველი მამები გახდებოდნენ."
"დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემი და მამის ნაკლოვანებების შესახებ იცით. ისწავლეთ ამ შეცდომებზე. დაამყარეთ ურთიერთობები, რომლებიც დიდხანს გაგრძელდება... იზრუნეთ შვილებზე. ისინი ჩემს გულს ატარებენ. აცნობეთ მათ, რომ მე მიყვარს ისინი და ყოველთვის ვიზრუნებ მათზე. "- ამბობდა დიანა ჩანაწერებში.

მან უილიამი და ჰარი გააფრთხილა: "ძლიერი სოციალური წნეხის წინაშე მოგიწევთ ყოფნა და ამან თქვენი ქორწინება არ უნდა გაანადგუროს."
გარდა ამისა, დიანა თავის მომავალ რძლებს ჭკვიან, ლამაზ და დამოუკიდებელ ქალებს უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის ბედი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე ნამდვილად შეესაბამება ამ აღწერას.
არსებობდა თუ არა პრინცესა დიანას ჩანაწერები და წინასწარმეტყველებები, ძნელი სათქმელია - სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ეს ჭორები არასოდეს დაუდასტურებიათ. თუმცა, დიანას ანონიმური მეგობარი ამტკიცებს, რომ ისინი მართლაც არსებობს და ჰარისა და უილიამს არაერთხელ აქვთ მოსმენილი.

19616
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
3
სწორედ მაგიტომაც დებილი ანგელოზივით ქალი რომ .არ უყვარს და ის დაკვრანჩხული ნანა იავა მოსწონს!ამაშია საქმე!ელიზაბეტი გრძნობს ძილის უვარგისობას და კამილას გაიძვერობას.ამიტომაც ვერ ეღირსა მეფობა!ვერ ვიტან ამ გაფუყულ გრძელ ცხვირსა...
17:24 / 02-07-2022
***
3
ჩარლზი იდიოტია, მაგიტომაც ვერ გახდა მეფე. დედამისმა იცის რაც არის.
01:34 / 02-07-2022
მსგავსი სიახლეები