როგორ იქცა აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე არაბი შეიხის ცოლად და როგორ ექცა ცხოვრება კოშმარად - მშობლები

როგორ იქცა აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე არაბი შეიხის ცოლად და როგორ ექცა ცხოვრება კოშმარად

2022-07-23 03:44:07+04:00
2015 წელს 23 წლის აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე ზეინაბ ჯავალდი 43 წლი არაბ შეიხს, საიდ ალ-მაქტუმს გაჰყვა ცოლად. ის გახდა პრინცის მესამე ცოლი და იმედი ჰქონდა, რომ არ გაიმეორებდა წინამორბედი ცოლების ბედს... თუმცა შეცდა... 5-წლიანი ქორწინება განქორწინებით დასრულდა, მერე კი სამი შვილით ხელში მარტო დარჩენილმა ზეინაბმა არ იცოდა, როგორ დაეხსნა თავი ყოფილი ქმრისგან. მას ეშინოდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მშობლების სიცოცხლის გამოც.

mshoblebi

მომავალი შეიხის ცოლი 1991 წელს დაიბადა ბაქოში. ჯავალდა სპორტული გოგონა იყო და ადრეული წლებიდან ტანვარჯიშით იყო გატაცებული, მერე კი პროფესიონალი გახდა. 23 წლისას მსოფლიოს და ევროპის ასპარეზობებზე სერიოზული შედეგები ჰქონდა, თუმცა არაბ შეიხთან შეხვედრა მისი სპორტული კარიერის დასასრულად იქცა. საყვარელი მამაკაცის გამო მან ყველაფერი მიატოვა და დუბაიში გაჰყვა. თავიდან სულაც არ ჩანდა, რომ "ოქროს გალია" ელოდა.

საიდ ბენ მაქტუმი ალ-მაქტუმების დინასტიას ეკუთვნის, რომელიც დუბაის 1833 წლიდან მართავს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის მეთაურია და ასევე წარმატებები აქვს სპორტში. საიდი სროლით არის გატაცებული და ოლიმპიურ თამაშებშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. სწორედ სპორტმა შეახვედრა მომავალ ცოლებს.

mshoblebi
შეიხის პირველ ცოლზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მან ხუთი შვილი გაუჩინა. მეორე ცოლი იყო 19 წლის ბელორუსი ოფიციანტი ნატაშა ალიევა, რომელსაც ბელორუს კონკიასაც ეძახდნენ. გოგონამ მშობლიური მინსკი დატოვა, ისლამი მიიღო და ფუფუნებით ცხოვრობდა სამსართულიან სასახლეში.
ნატალიამ შეიხს ქალიშვილი გაუჩინა და მალევე მათი ურთიერთობა გაფუჭდა. საიდი სულ უფრო მეტად შორდებოდა ნატაშას. ქალი შვილთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობდა, ქმარი მას სრულად უზრუნველყოფდა, თუმცა მას ფაქტობრივად ვერ ხედავდა.
mshoblebi
საიდი და ნატაშა

2015 წელს საიდი მორიგ ასპარეზობაზე გაემგზავრა, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართა. სწორედ იქ გაიცნო ყველაზე უბედური ცოლი - ტანმოვარჯიშე ზეინაბი. რომანი მალევე გაჩაღდა და წყვილმა ქორწინებაც მალე დაარეგისტრირა.
ახლობლები ამბობდნენ, რომ ზეინაბი ძალიან ჰგავდა უწინდელ ცოლს ნატაშას. თითქოს ახალ ცოლში მან მეორე ცოლი დაინახა - ისეთივე მოკრძალებული, გულწრფელი და ეშხიანი. 2016 წლის ზაფხულში ზეინაბმა ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც სანა დაარქვეს. მერე კიდევ ორი გოგონა გაჩნდა - ასია და სალამა. 
mshoblebi
mshoblebi
ზეინაბი ქალიშვილებთან ერთად

მესამე ქალიშვილის დაბადების შემდეგ შეიხი გაცივდა ზეინაბის მიმართ. ყურადღებას ნაკლებად აქცევდა, იშვიათად ნახულობდა. დაიწყო კონფლიქტები და საბოლოოდ განქორწინდნენ. ორი წლის ზეინაბმა დატოვა სამეფო სასახლე და კერძო ვილაში გადასახლდა, შვილებთან და მშობლებთან ერთად. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზეინაბს უნდოდა, თავისუფლად ეცხოვრა. სურდა დუბაიც დაეტოვებინა ბავშვებით, თუმცა ექს-ქმარმა არ მისცა ამის უფლება. 
შარშანწინ სექტემბერში კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ზეინაბი ლამის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. ის ყვებოდა, რომ დასდევენ ადამიანები, რომლებიც მისი შვილების გატაცებას ცდილობენ. ემუქრებიან მას და მის მშობლებს. თითქმის მთელი წელი ოჯახმა სტრესში იცხოვრა.
mshoblebi
კადრი ვიდეოდან

მან ასევე აღიარა, რომ როცა საიდთან ცხოვრობდა, ქმარი საშინლად ექცეოდა, ცემდა კიდეც. ეს იქცა განქორწინების მიზეზად. გარშემო მყოფნი ამბობდნენ, რომ ეს შეიხის საქმე იყო და ვერაფერს იზამდნენ. ხოლო მობილური ტელეფონი, რომელშიც იყო მტკიცებულებები, წაართვეს. 
ზეინაბს ჯერ კიდევ ჰქონდა აზერბაიჯანის მოქალაქეობა და დახმარებისთვის არაბეთში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოს მიმართა. თუმცა იქ უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. მის ახლობლებს ეშინოდათ მისი სიცოცხლი გამო. ბოლო წლის განმავლობაში კი საერთოდ არაფერი იყო მასზე ცნობილი. ზეინაბი არ პასუხობდა მეგობრებს ინსტაგრამში და არ გამოდიოდა კავშირზე.
სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა საღსალამათი. მხოლოდ, სოციალური ქსელიდან გაქრა მისი ვიდეოები. 
mshoblebi
ფოტოებზე იღიმის და შვილებთან ერთად არის. მეგობრებს იმედი აქვთ, რომ ფოტოები ნებაყოფლობით არის გაკეთებული და ყველაფერი რიგზეა, რადგან განმარტებები არ მოჰყვება და იმის გაგებაც შეუძლებელია, ზეინაბი კვლავ დუბაიშია თუ აზერბაიჯანში დაბრუნდა. 

mshoblebi
ზეინაბის ქალიშვილები