"პაწია ალბერტი" - ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის ისტორიაში
"პაწია ალბერტი" - ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტი ფსიქოლოგიის ისტორიაში

შესაძლებელია ადამიანს ხელოვნურად გავუჩინოთ შიში იმ საგნების მიმართ, რომლებიც ადრე არ იწვევდნენ მასში ნეგატიურ და უარყოფით გრძნობებს, ფობიებსა და შიშიებს? ეს კითხვა ბევრ ფსიქოლოგს აწუხებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი ამაზე ზუსტი პასუხი მიიღო, თუმცა პატარა ბიჭუნას სიცოცხლისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზე.

1919 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯონ უოტსონმა ფსიქოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური და სასტიკი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელსაც სახელად "პაწია ალბერტი" უწოდა.
მას სურდა დაემტკიცებინა, რომ ხელოვნური სტიმულაციის შემთხვევაში ნებისმიოერ საგანზე შესაძლებელია ადამიანებს მძაფრი რეაქცია ჩამოუყალიბდეთ. ექსპერიმენტის ობიექტად 9 თვის ბიჭუნა, ალბერტი
შეარჩიეს. ექსპერიმენტის შემდეგ ბავშვი ჰიდროცეფალიით
დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ უოტსონმა ეს ფაქტი იცოდა, ეს ინფორმაცია დამალა და თავის ნაშრომში არასოდეს უხსენებია. 
mshoblebi
ჯონ უოტსონი


ექსპერიმენტისთვის შერჩეული ბიჭუნა ალბერტი ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბავშვთა სახლში იზრდებოდა და სრულიად ჯანმრთელი იყო. სხვა წყაროების თანახმად, ალბერტს ჰყავდა დედა, თუმცა ბიჭუნა ფსიქიკური აშლილობით იყო ავად და დედამ თავად მისცა ნებართვა ფსიქოლოგს ბავშვზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. 
mshoblebi
ექსპერიმენტი ორ ეტაპად მიმადინარეობდა. პირველ ეტაპზე ბავშვს თეთრი ზაზუნა მიუყვანეს, რომელსაც ის ეფერებოდა და ეთამაშებოდა. მოგვიანებით მას გაუჩნდა პოზიტიური რეაქცია არა მარტო ზაზუნას, არამედ  სხვა მსგავსი ზედაპირიანი საგნების მიმართ - ის პოზიტიურად უყურებდა თეთრ კურდღელსაც, ლეკვს, თეთრ წვერს და ბამბის ქულას. ეს ეტაპი რამდენიმე თვეს გაგრძელდა.
mshoblebi
მეორე ფაზა ნეგატიურ სტიმულს გულისხმობდა და მისი მიზანი შიშის გაჩენა იყო. ბავშვის ზურგს უკან დაამონტაჟეს ლითონის დიდი ფირფიტა, რომელსაც ბავშვი ვერ ხედავდა. ყოველ ჯერზე, როცა ალბერტი თავის თეთრ ზაზუნას მოეფერებოდა, ლითონის ფირფიტას ჩაქუჩს ურტყამდნენ და საშინელ ხმას გამოსცემდნენ. ბავშვს, რა თქმა უნდა, ეშინოდა და ტიროდა. შიშს თითის წოვით გამოხატავდა, მაგრამ მეცნიერი არ აძლევდა მას სშუალებას, რაიმე დამცველობითი ქცევა განეხორციელებინა. გარკვეული დროის შემდეგ, ალბერტი ტირილს ზაზუნას დანახვისთანავე იწყებდა. 5 დღეში შიშის გრძნობს გავრცელდა ყველა მსგავს საგანზე- კურდღელზე, წვერზე, ბამბაზე. 
ექსპერიმენტის მიზანი მიღწეული იყო. ფსიქოლოგმა დაამტკიცა, რომ შიშის გრძნობსი გაჩენა, განგაშის შეგრძნება, ფობია, ანტიპათია ადამიანს ნებისმიერი სხულის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს და ამის მიღწევა ხელოვნურად შეიძლება. 
mshoblebi

ექსპერიმენტის შედეგი:
ფქილოგოგების ჯგუფი ამ ექსპერიმენტს წლების განმავლობაში ზედმიწევნით დეტალურად იკვლევდა. დადგინდა დედის ადგილსამყოფელი და ბავშვის ვინაობა. ის დუგლას მერიტი აღმოჩნდა. 
ბიჭუნა 6 წლის ასაკში გარდაცვლილა ჰიდროცეფალიით (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება). ბიჭს გამუდმებით აწუხებდა თეთრი, რბილი საგნებისა და არსებების მიმართ შიში. 
მოგვიანებით ექსპერიმენტი სასტიკად დაგმეს არაეთიკურობისა და სუბიექტურობის გამო. მან ბავშვის მომავალ ცხოვრებას დაღი დაასვა, შეცვალა მისი ხასიათი და ხელოვნურად გაუჩნდა სხვადსხვა ფობია. 

altსაშინელი ექსპერიმენტები ბავშვებზე, რომლებსაც გასულ საუკუნეში სხვადასხვა მიზნით ატარებდნენ

altროგორ დაუნგრია ფსიქიკა და პირადი ცხოვრება საკუთარ ქალიშვილს დიდმა ფსიქოანალიტიკოსმა - ზიგმუნდ ფროიდის არაეთიკური ექსპერიმენტი ქალიშვილზე

altბიჭი, რომელსაც ექიმის ექსპერიმენტმა ცხოვრება დაუმახინჯა - მან ნახევარი ცხოვრება იძულებით ქალად იცხოვრა



8305
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები