"ოსკარის" ყველაზე პატარა გამარჯვებული და "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გოგონას" გზა კინოვარსკვლავობიდან პოლიტიკოსობამდე
"ოსკარის" ყველაზე პატარა გამარჯვებული და "მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გოგონას" გზა კინოვარსკვლავობიდან პოლიტიკოსობამდე
1928 წლის 23 აპრილს, კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში, კლერკს ჯორჯ ტემპლსა და მის მეუღლეს, გერტრუდას დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას შირლი დაარქვეს და მისი დაბადებიდანვე მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილი ნამდვილი ვარსკვლავი გამხდარიყო. 3 წლის ასაკში, ბავშვი ცეკვის ცნობილ სტუდიაში შეიყვანეს. მასწავლებელი კი მისის მელჯინი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ამ სკოლაში ჰოლივუდის პროდიუსერი ჯეკ ჰეისი მივიდა, რომელიც ახალგაზრდა მსახიობებს მუსიკალური სერიალისთვის - Baby Burlesk ეძებდა. შირლი სახლში წასვლას აპირებ
და, მანქანაში დედა ელოდებოდა. მაგრამ, მოულოდნელად, მელჯინმა ორივე თავის კაბინეტში დაიბარა და ჰკითხა, სურდათ თუ არა
შერჩევაში მონაწილეობის მიღება. კასტინგზე რამდენიმე ათეული ბავშვი მივიდა. ისინი წინასწარ მომზადებულები იყვნენ, ფერადი სამოსი ეცვათ და თმაც სპეციალურად ჰქონდათ გაკეთებული. შირლი კი პირდაპირ რეპეტიციიდან მივიდა და მათ ფონზე, მოწყენილად გამოიყურებოდა. და მაინც, შოუში მთავარი როლი სწორედ მას ერგო. სერიალის დასრულების შემდეგ შირლიმ კიდევ რამდენიმე პატარა როლი მიიღო. შედეგად, ჰოლივუდის ერთ-ერთმა უძლიერესმა კინოკომპანიამ Fox-მა გოგონას ყურადღება მიაქცია და მასთან თანამშრომლობით დაინტერესდა.

mshoblebi

იმ დროს სტუდია გაკოტრების პირას იყო: ამერიკა დიდმა დეპრესიამ მოიცვა და ხალხი კინოში წასვლას ერიდებოდა. მაგრამ ფილმის "ადექი და მიესალმე" გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მთავარ როლს შირლი ტემპლი ასრულებდა, ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ დახვეული თმები, მომხიბვლელი ღიმილი, ულამაზესი სახე ის იყო, რაც ხალხს უმუშევრობასა და გასაჭირს დაავიწყებდა. ყველა ამერიკელს, გამონაკლისის გარეშე, ამ ფილმის ნახვა სურდა. ფოქსმა ნამდვილი საგანძური აღმოაჩინა და გაკოტრების პირას მისული, თავიდან აღდგა. გოგონა სერიოზულად ჩაერთო ამ საქმეში. შირლის ცნობილ კულულებზე დედა ზრუნავდა და ყოველდღე 56 ხვეულს უკეთებდა. თუმცა, მელჯინის ცეკვის სტუდიის ისტორია მისი ბიოგრაფიიდან წაშალეს და გოგონას წარმომადგენლები ჟურნალისტებს არწმუნებდნენ, რომ ბავშვს ცეკვის ნიჭი ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. გოგონას დედამ დაბადების მოწმობაც კი შეცვალა და ერთი წელი "მოაკლო", რომ მას პატარა ვარსკვლავის სტატუსი ჰქონოდა. ამის შესახებ შირლიმ 13 წლის ასაკში გაიგო.

mshoblebi

გოგონას მონაწილეობით ფილმები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და 6 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე პატარა მსახიობი, რომელმაც "ოსკარის" ჯილდო მიიღო. ამერიკის კინოაკადემია ამბობდა, რომ შირლიმ ძალიან ბევრ ბავშვს უსაზღვრო ბედნიერება აჩუქა. თუმცა, გოგონამ მალევე გააცნობიერა, რომ პატარა ასაკიდანვე პოპულარობა კარგი სულაც არ იყო. „ექვსი წლის ასაკში სანტა კლაუსისასდმი რწმენა შევწყვიტე. შობამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ მაღაზიაში წამიყვანა, თოვლის ბაბუამ კი, შობა მომხმარებელივით მომილოცა და ავტოგრაფი მთხოვა."- იხსენებდა ტემპლი.

mshoblebi

8 წლის ასაკში ბავშვმა 3 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა. მისი პორტრეტები ყველგან ჩანდა: პლაკატებზე, ბარათებზე, სუვენირებზე. Ideal Novelty & Toy Co-მ შირლის მსგავსი თოჯინაც კი გამოუშვა. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშო იყო და მისი დაჩრდილვა მოგვიანებით მხოლოდ ბარბის თოჯინამ შეძლო. უალკოჰოლო კოქტეილსაც კი შირლის სახელი დაარქვეს. სხვათა შორის, როდესაც ტემპლი გაიზარდა, მან აღიარა, რომ ამ სასმელის გემო არ მოსწონდა. ყველა ბავშვი ოცნებობდა, შირლის მსგავსი ცხოვრება ჰქონოდა და კინოინდუსტრიაში მოხვედრილიყო. მათ შორის ნორმა ჯინ ბეიკერიც იყო, რომელიც შემდეგში მერილინ მონროდ გადაიქცა. თუმცა, მაშინ შირლი უპირობო ლიდერი იყო.

შირლი ტემპლის დაცემა

ეს ყველაფერი 1940 წელს დასრულდა. MGM-მა "ოზის ჯადოქრის" გადაღება დაიწყო. შირლი დოროთის როლისთვის მივიდა კასტინგზე, მაგრამ მოულოდნელად მის ნაცვლად ჯუდი გარლანდი აირჩიეს. ამის საპასუხოდ, Fox-ის უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ "ლურჯი ჩიტი" გადაეღოთ და შირლისთვის მთავარი როლი მიეცათ. თუმცა, ფილმი ჯუდი გარლლინდის მონაწილეობით უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო ფილმი - "ახალგაზრდა ადამიანები" კი საერთოდ ჩავარდა. მაშინ გოგონა 12 წლის იყო. მაყურებელში პოპულარობით ვეღარ სარგებლობდა, ფოქსმა კი კომერციული ნაბიჯი გადადგა, დაივიწყა, რომ პატარა შირლიმ გაკოტრებისგან იხსნა და მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა. კინოვარსკვლავობიდან შირლი ტემპლი სრულიად ჩვეულებრივ გოგონად გადაიქცა. სკოლაში დაიწყო სიარული და თანატოლებთან ურთიერთობდა. მეორე მსოფიო ომის შემდეგ კვლავ ცდილობდა პროფესიას დაბრუნებოდა და რამდენიმე ფილმშიც ითამაშა.
1945 წელს შირლი ტემპლი დაქორწინდა და ორი წლის შემდეგ კი გოგონა შეეძინა. 1949 წელს შირლი და მისი მეუღლე, ჯონ აგარი განქორწინდნენ. ამის შემდეგ კი ტემპლი ეკრანებიდან გაქრა. ქალი დეპრესიას ახალი სიყვარულით გაუმკლავდა. მისი მეორე მეუღლე ჩარლზ ელდენ ბლეკი იყო და მასთან ორი შვილი, გოგონა და ვაჟი შეეძინა.

mshoblebi

1957 წელს საყვარელ საქმეს სატელევიზიო შოუებით დაუბრუნდა. მაშინ "შირლი ტემპლის ზღაპრების წიგნი" და "შირლი ტემპლის თეარტი" ძალიან პოპულარული პროგრამები იყო. მაყურებელმა თავიდან შეიყვარა და აღიარა.
1960-იანი წლების შუა ხანებში შირლის კარიერა მკვეთრად შეიცვალა. სატელევიზიო ეკრანებიდან იგი პოლიტიკის სამყაროში გადავიდა. რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. რიჩარდ ნიქსონი შირლის წყალობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა. ამის შემდეგ ტემპლმა გადაწყვიტა, სენატორი გამხდარიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, მან არჩევნებში წააგო. თუმცა, ქალი წაგებას მშვიდად შეხვდა და გაეროს ასამბლეის დელეგატი გახდა.

მძიმე დიაგნოზი

1970-იანი წლების დასაწყისში ექიმებმა შირლის მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. შირლი ძალიან ძლიერი ქალი იყო და არც ახლა აპირებდა დანებებას. ტემპლი პირველი ცნობილი ადამიანი გახდა, რომელმაც პრესას განუცხადა, რომ კიბო ჰქონდა. 1972 წლის 3 ნოემბერს მას მასტექტომია ჩაუტარდა. ოპერაციიდან სამი კვირის შემდეგ კი მან პრესას ახალი განცხადება გაუგზავნა: "ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. როგორც ხედავთ, კიბო სულაც არ არის ფატალური დაავადება. თუმცა, ერთი პირობით: დიაგნოზი რაც შეიძლება ადრე უნდა დაისვას." მის სიტყვებს მართლაც ჯადოსნური ეფექტი ჰქონდა. ამერიკის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებამ აღნიშნა, რომ პრევენციული სკრინინგისთვის მისული ქალების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

mshoblebi

ავადმყოფობას მისი პოლიტიკური კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. 1974 წელს ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, ფორდმა განას რესპუბლიკაში, დასავლეთ აფრიკაში, იგი ელჩად დანიშნა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი შირლი პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გახდა. იქამდე ამ პოსტზე ქალი არასდროს დაუნიშნავთ და შირლი აქაც პირველი გახდა.
რეიგანის ადმინისტრაციის დროს შირლი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა მომავალ ელჩებსა და კონსულებს ამზადებდა. 1989 წლის გაზაფხულზე, იგი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წარმომადგენლად საზღვარგარეთ - ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა. "ხავერდოვანი" რევოლუციაც მის თვალწინ მოხდა. ხოლო, როცა თეთრ სახლში ბილ კლინტონი მივიდა, შირლი სამსახურიდან წავიდა და მემუარების წერა დაიწყო.

mshoblebi

შირლი ტემპლი 2014 წლის 10 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. „მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ გოგონას" სამი შვილი, ერთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი დარჩა.
4866
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები