გაგიკვირდებათ, რამდენ რამეს უკრძალავენ შვილებს ვარსკვლავი დედები - შობა უსაჩუქროდ, აკრძალული მულტფილმები და ტკბილეულის გარეშე გავლილი ბავშვობა
გაგიკვირდებათ, რამდენ რამეს უკრძალავენ შვილებს ვარსკვლავი დედები - შობა უსაჩუქროდ, აკრძალული მულტფილმები და ტკბილეულის გარეშე გავლილი ბავშვობა
ცნობილი, მდიდარი და წარმატებული ადამიანების შვილობა ყოველთვის არ არის მარტივი და ხშირად ასეთი ადამიანების შვილებს საკმაოდ დიდი წნეხის გავლაც უწევთ ხოლმე. არა მხოლოდ საჯაროობის და მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო, არამედ ხშირად შინაც უამრავი აკრძალვა და შეზღუდვა აქვთ, რასაც მშობლები უწესებენ. ზოგიერთი ასე იცავს თავის შვილს გარე საფრთხეებისგან, ზოგიერთი წარმატებული ადამიანი კი ისეთი დასტრესილი და დანევროზებულია იმ რთული გზის შემდეგ, რომლის გავლაც უწევს პოპულარობისკენ მიმავალ გზაზე, რომ შვილებისთვის ნერვები არ ჰყოფნის
და ბავშვები უფროსების ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. ყველა შემთხვევა განსხვავებული და უნდივიდუალურია.

სულ ცოტა ხნის
წინ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შესანიშნავად იყვნენ ერთად და როცა კიდევ ერთი ბავშვის შვილად აყვანის ამბავი გავრცელდა, ინტერნეტში უამრავი ადამიანი ხუმრობდა, "მეც მიშვილეთ რა", "ვინმემ გააცნოს ანჯელინას და ბრედს ჩემი რეგიონიც და აქედანაც გვიშვილონ"... თუმცა ოცნება, ვარსკვლავი მშობლები გყავდეს და მათ ოჯახში იცხოვრო, ნამდვილად არ ნიშნავს ავტომატურად ბედნიერებას და სრულ ფუფუნებაში ყოფნას. იმავე ანჯელინას საკმაოდ ბევრი აკრძალვა აქვს დაწესებული შვილებისთვის.
მაგალითად, მათ არ აქვთ ზოგიერთი შემსრულებლის მოსმენის უფლება (მათ შორის, რიანასი), ანჯელინას მონაწილეობით ფილმების ყურება აკრძალული აქვთ და მკაცრად განსაზღვრულ საათებში უყურებენ ტელევიზორს.
mshoblebi
გადავხედოთ სხვა ვარსკვლავ მშობლებსაც, რომლებსაც მკაცრი წესები აქვთ ოჯახში და ხანდახან ეს წესები ძალიან უცნაურიც ჩანს ხოლმე.


მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ორ შვილს ზრდიან. მილა უკრაინულ ქალაქშია დაბადებული, ეშტონი კონსერვატიულ კათოლიკურ ოჯახში და წყვილი შვილებს ამ ორი კულტურის გავლენით ზრდის. შობას ორივე აღიქვამს, როგორც სერიოზულ დღესასწაულს, ამიტომ ამერიკული ჩვევა, მხიარულად აღინიშნოს ეს დღე, ვარსკვლავებთან ცოტა სხვაგვარ ფორმას იღებს.
mshoblebi
"მე კომუნისტურ ქვეყანაში გავიზარდე, ამიტომ ჩემი სადღესასწაულო ტრადიციები შედარებით მშვიდია", - ამბობს მილა. და სანამ უაიეტი და დიმიტრი ვერ აცნობიერებენ სათანადოდ შობის სპეციფიკას და ახალი წლის ფასს, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ არც უნდა აღნიშნონ გრანდიოზულად და საჩუქრებსაც არ ჩუქნიან შობას.
"ჩვენ არაფერი ვაჩუქეთ, თუმცა ბებიამ და პაპამ მოუტანეს საჩუქრები და ბავშვმა ვერ დააფასა. მათ არ იციან, რას ელოდებიან, რატომ ელოდებიან", - ამბობს მილა. ის და ეშტონი ახლობლებს სთხოვენ, არ გაანებივრონ მათი შვილები საჩუქრებით და ის ფული ქველმოქმედებას მოახმარონ. როცა გაიზრდებიან და გააცნობიერებენ საჩუქარსაც და დღესასწაულსაც, მერე არ მოვაკლებთო, პირობას დებენ.

სხვათა შორის, ამ წყვილს ბანაობის მიმართაც უჩვეულო დამოკიდებულება აქვს, რის გამოც ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. იხილეთ სრულად:

altმილა კუნისი და ეშტონ კატჩერი კვლავ იშვიათად ბანენ ბავშვებს - "ასე უფრო ჯანმრთელები არიან..."


მადონა ბუნტის სიმბოლოა. მისი გამოსვლები, კოსტიუმები თუ სიმღერები სულ იწვევს მღელვარებას, აღშფოთებას და მსგავს ემოციებს. თითქმის ორმოცი წელია, მუსიკალურ სამყაროში ბრწყინავს, სახლში კი საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. სახლში აკრძალულია ბოიფრენდების მიყვანა, უწესრიგობა, ფასთ-ფუდი და ვულგარული ტელეშოუები. 
mshoblebi
ლურდესს 18 წლამდე არ ჰქონდა უფლება, შინ ბიჭი მიეყვანა. არც გვიანობამდე აყურებინებდნენ ტელევიზორს მას და მის ძმას და სწრაფი კვებაც აკრძალული ჰქონდათ. სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ლურდესს დედა ტანსაცმლის გამოცვლასაც კი უკრძალავდა, სანამ თავის ოთახს არ მოაწესრიგებდა. ხოლო თუ ნახავდა არეულობას მის ოთახში, ტანსაცმელს ართმევდა და გოგონა იძულებული იყო, სკოლაში რამდენიმე დღე ზედიზედ ერთი და იმავე სამოსით ევლო.

მსახიობ გვინეტ პელტროუს თავიდანვე მკაცრი წესები ჰქონდა და ჯანსაღ კვებას უწევდა პროპაგანდას. მისმა ქმარმა თავის დროზე ვერც გაუძლო მის პედანტობას და წყვილი მალე დაშორდა. ბავშვებს კი გვინეტი კვებავდა საკუთარ ბოსტანში მოყვანილი ბიო-ბოსტნეულით, რაციონიდან სრულიად ამოიღო გლუტენი და როცა ბავშვები ტკბილეულს ითხოვდნენ, თხილსა და კაკალს აჭმევდა. ცოტა რომ წამოიზარდნენ, კვირაში ერთი ბოთლი გაზიანი სასმელის ნებაც დართო. პატარებს კი გვინეტი მეგობრების დაბადების დღეებზეც არ რთავდა ნებას, ტკბილეული ეჭამათ, რადგან შემადგენლობაში გლუტენი აღმოჩნდებოდა ხოლმე. 
mshoblebi
ბავშვებს დადგენილი ჰქონდათ ტელევიზორის ყურების წესები. თუ მულტფილმის ნახვა მოუნდებოდათ, აუცილებლად უნდა ეყურებინათ ფრანგულ ან ესპანურ ენებზე, რომ თან ენებიც ესწავლათ. შვილებს გვინეტი არც საზაფხულო ბანაკებში უშვებს დღემდე, ხოლო სკოლის გაცდენის ნებას თავისუფლად რთავს - მისი აზრით, არაფერია ცუდი იმაში, რომ ეს დრო ოჯახურად გამოიყენონ. 


სარა ჯესიკა პარკერის აღზრდის სტილის შესახებ ერთხელ მისმა ყოფილმა ძიძამ ილაპარაკა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, სარა მკაცრად ადევნებდა თვალს ვიტამინებისა და ბიოდანამატების მიღების გრაფიკს, რომლებსაც თავადვე უწერდა ბავშვებს და ძიძა ასმევდა. ის ასევე ძიძას სთხოვდა, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა ყველა სიმპტომის მიმართ - სიცხის ოდნავი აწევა, დაცემინება, თვალების შეწითლება. არ უნდა გამოპარვოდა არაფერი და ბავშვების დედა სულ საქმის კურსში ჰყოლოდა.
mshoblebi
"მთხოვა მედევნებინა თვალი, რომ ბავშვებს ძალიან ხშირად არ დაეპაჭუნებინათ თვალები და თუ ხშირად ახამხამებდნენ, მეცნობებინა მისთვის".


2018 წელს მსახიობმა კირა ნაიტლიმ ტელეშოუზე საჯაროდ გამოაცხადა, რომ თავის ქალიშვილს უკრძალავდა "ქალთევზას" და "კონკიას" ყურებას. არადა, ნაიტლი თავადაც მუშაობდა დისნეის კომპანიასთან, თუმცა მისი თქმით, ამ და კიდევ რამდენიმე მულტფილმში, ქალები ძალიან შევიწროებულები არიან და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი გოგონას მსოფლმხედველობაზე. კირა აქტიური ფემინისტია, ამიტომ მკაცრად აკონტროლებს მსგავს თემებს ყველა მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმში, აპროტესტებს ქალის ღირსების დამცირებას ან შელახვას ყველგან. "კონკიას" გმირი მდიდარ ბიჭთან შეხვედრაზე ოცნებობს, რომელიც მას გადაარჩენს. მე ეს მაღიზიანებს. ის არ უნდა ელოდოს შველას. "ქალთევზაც" ავკრძალე, რადგან იქაც იგივე პრობლემაა: მამაკაცის წინაშე ქალს არ აქვს ხმის უფლება", - აცხადებს კირა.
mshoblebi
mshoblebi
7960
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
რაო?
3
"კონკია"-ში პრინცს მდიდარი მახინჯების ნაცვლად ცოლად მოჰყავს ღარიბი მაგრამ ლამაზი გოგონა! ამასთან, ამ მულტფილმის დედააზრია ბოროტებაზე, შურზე სიკეთის გამარჯვება. ხოდა სად დაინახეს, კაცზე ქალის ეკონომიკური დამოკიდებულების პროპაგანდა?
17:29 / 22-08-2022
?
2
მე ვიცოდი, რომ "კონკია" სიყვარულზე იყო და არა გათხოვებით გამდიდრებაზე და მეშლება რამე???
17:18 / 22-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები