"გამტაცებელი ახლა შენი ქმარია!" - მანიაკს 12 წლის გოგონა 80 დღე ჰყავდა დატყვევებული და მის წერილებს მშობლების სახელით პასუხობდა
"გამტაცებელი ახლა შენი ქმარია!" - მანიაკს 12 წლის გოგონა 80 დღე ჰყავდა დატყვევებული და მის წერილებს მშობლების სახელით პასუხობდა
ამ ამბავმა არა მარტო ბელგია, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. სერიულმა მკვლელმა ციხიდან გამოსვლისთანავე ახალი მსხვერპლი იპოვა და ჩვეული საქმიანობა გააგრძელა...

1996 წლის 28 მაისი ჩვეულებრივად დაიწყო. 12 წლის საბინა დარდენი ველოსიპედით სკოლაში მიდიოდა, როცა ძველმა თეთრმა ფურგონმა მას გზა გადაუღობა. მამაკაცი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, გოგონას პირზე ხელი ააფარა და მანქანაში ჩასვა. ქუჩა მთლიანად ცარიელი იყო და პატარა გოგონას დახმარება ვერავინ შეძლო...

უკვე მანქანაში აღმოჩენილი საბინა გაქვავდა, გაოგნებული ეკითხებო
და უცნობ მამაკაცს, ვინ იყო და რა უნდოდა მისგან. მამაკაცმა რამდენიმე აბი მიაწოდა და უთხრა, თუ თავად არ
დალევდა, ძალით დაალევინებდა. გოგონამაც დალია წამალი, რომლის შემდეგაც ძლიერი სისუსტე და ძილიანობა იგრძნო.
mshoblebi
საბინა დარდენი

ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ იგი ფურგონიდან გადმოიყვანა და რკინის გალიაში ჩასვა. გოგონა დახმარებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ გზა ისევ გააგრძელეს, ერთი კილომეტრის შემდეგ მანქანა გაჩერდა და მამაკაცმა ბავშვი რკინის გალიით ჭუჭყიან სარდაფში ჩაიყვანა. ოთახი სხვადასხვა მწერით იყო სავსე, საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ირგვლივ სულ სათამაშოები ეყარა.
გამტაცებელმა საბინას ერთი ჭიქა რძე დაალევინა და მეორე სართულზე აიყვანა. კისერზე რკინის ჯაჭვი მოაბა და საწოლზე მიაჯაჭვა, თან უთხრა, რომ დაეძინა. მეორე დილით კი გოგონას უთხრა, რომ საფრთხე ემუქრებოდა.

"ერთ გავლენიან ადამიანს შენი სიკვდილი უნდა. ის ჩვენი ბანდის ლიდერია და მამაშენი რომ პოლიციელი იყო, მაშინ დაიჭირა. ახლა კი შურისძიებას აპირებს. არჩევანის დროა. მამაშენს სამი მილიონი ფრანკის გადახდა მოუწევს", - უთხრა გამტაცებელმა საბინას. გოგონა შეშინებული იყო და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გამტაცებელმა უთხრა, რომ მისმა მშობლებმა გამოსასყიდის გადახდაზე უარი განაცხადეს და სიკვდილი მოუწევდა, მაგრამ თავად შეეძლო მისი გადარჩენა...

საბინამ მოგვიანებით ამ ამბავზე წიგნი დაწერა რომელშიც მამაკაცს "საზიზღარი მეგობარი" უწოდა და აღწერა ამ ტყვეობის საშინელი დეტალები. მოზარდი საშინელ პირობებში, ნესტსა და ანტისანიტარიაში, სარდაფში ცხოვრობდა. ბევრი დრო არ გასულა დატყვევებიდან, რომ "მხსნელმა" მისი გაუპატიურება დაიწყო და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ზოგჯერ მამაკაცი შიშველ გოგონას პოლაროიდით იღებდა... თავიდან გოგონა ტიროდა და საშინლად იტანჯებოდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ როგორმე ამ ჯოჯოხეთისგან თავი დაეღწია...

მოიფიქრა, მშობლებისთვის წერილი მიეწერა. დაწერა, თუ როგორ ენატრებოდა ნორმალური საწოლი, თავისი სკოლა და საყვარელი ადამიანები. გულუბრყვილო ბავშვმა წერილი გამტაცებელს გადასცა და სთხოვა, მისი მშობლებისთვის გაეგზავნა. გოგონას რაღაც ეტაპზე მართლა სჯეროდა, რომ მამაკაცი მის გადარჩენას ცდილობდა. რა თქმა უნდა, წერილი ბავშვის მშობლებთან არასდროს მისულა. პირიქით, გამტაცებელმა ქაღალდზე თავისი ხელით დაწერა: "მორჩილად იყავი და კარგად ჭამე. ფულის შოვნა შეუძლებელია. შენს ბედს შეეგუე და იცოდე, რომ ეგ მამაკაცი ახლა შენი ქმარია"... გამტაცებელმა ბავშვს წერილი გადასცა და უთხრა, რომ მშობლებმა გამოუგზავნეს.
mshoblebi
სახლი, სადაც გამტაცებელი საბინას მალავდა

"მუცელი საშინლად მტკიოდა და მარტოობისგან ვიტანჯებოდი. სირცხვილისა და ჭუჭყისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. საათობით ვტიროდი. სექსის შესახებ არაფერი ვიცოდი. იქამდე არც მეგობარი მყოლია, არც ვინმესთვის მიკოცნია და არანაირი გამოცდილება არ მქონია", - აღიარა საბინამ თავის წიგნში...

ასე გავიდა ერთი თვე. მეორე თვეს კი გამტაცებელმა გოგონას უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა და სარდაფიდან სახლის პირველ სართულზე ასვლის უფლება მისცა, რათა მისთვის საჭმელი მოემზადებინა. ბავშვმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა ჟურნალი Science & Vie, რომელზეც მიმღების სახელი და გვარი და მისამართი ეწერა. საბინამ გააცნობიერა, რომ მარსინელში იყო, ხოლო მოძალადეს მარკ დიუტრუ ერქვა... მოგვიანებით გოგონამ მშობლებს კიდევ ერთი წერილი მისწერა, თუმცა არც მას მოჰყოლია შედეგი.... სისტემატური გაუპატიურების ფონზე, საბინას სისხლდენა დაეწყო. მარკი საფენებით ამარაგებდა, თუმცა მას თავისი მსხვერპლი აღარ აინტერესებდა... რამდენიმე დღეში სახლში ახალი მსხვერპლი მიიყვანა - მოზარდი 14 წლის იყო და ლეტიცია დელოზი ერქვა.

mshoblebi
მარკ დიუტრუ

ლეტიციამ საბინას უთხრა, რომ მისი ფოტოები მთელ ბელგიაში იყო გამოკრული და მშობლები მის საპოვნელად უზარმაზარ თანხას იხდიდნენ. ამ ინფორმაციამ გოგონა გააოცა. ამასობაში კი გამტაცებელი სარდაფში აღარ ჩნდებოდა. მალე გოგონებს საკვები ამოეწურათ, ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ მათ შველას ვერავინ ახერხებდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მამაკაცების ხმა გაიგონეს. "პოლიციელები ვართ, არის აქ ვინმე?" - იკითხეს მათ. როგორც აღმოჩნდა, რომ როდესაც მარკი ლეტიციას იტაცებდა, გამვლელებმა მისი ფურგონის ნომერი დაიმახსოვრეს და პოლიციას შეატყობინეს. ასე იპოვეს ბავშვები...

მარკ დიუტრუს კრიმინალური წარსული ჰქონდა.  ქურდობასა და ყაჩაღობაში იყო ბრალდებული, ასევე მოიხმარდა ნარკოტიკებს და 23 წლის ასაკში ცოლი და ორი შვილი მიატოვა. შემდეგ დაწყებითი სკოლის მასწავლებელთან, მიშელ მარტენთან გააბა რომანი და დაქორწინდა. სწორედ ის ეხმარებოდა პატარა გოგონების მოტაცებაში... 1986 წელს მარკი დააპატიმრეს. სასამართლომ 5 ბავშვის გაუპატიურების საქმე განიხილა. მათ შორის ყველაზე პატარა 10 წლის იყო. დიუტრუს 13,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ, 6 წლის შემდეგ პედოფილი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს...

mshoblebi
საბინა დარდენი

ამის შემდეგ მამაკაცმა ჩვეული საქმიანობა გააგრძელა. 1995 წლის 24 ივნისს დიუტრუმ გაიტაცა რვა წლის ჟული ლეჟენი და მელისა რუსო, რომლებიც სარდაფში შიმშილით მოკვდნენ. შემდეგი მსხვერპლი 17 წლის ენ მარშალი და 19 წლის ეფე ლამბრესი იყვნენ. მათ მამაკაცმა ნარკოტიკები დაალევინა და ისინიც გარდაიცვალნენ. ეს იმ ფონზე, როცა მარკი თითქოს პოლიციის მუდმივი ზედამხევდელობის ქვეშ იყო და მისი სარდაფიც პერიოდულად იჩხრიკებოდა...

შემდეგ იყო საბინა, რომელსაც "გაუმართლა" და ცოცხალი გადარჩა... 

1996 წლის 20 ოქტომბერს, მას მერე, რაც დიუტრუს ამბები გამჟღავნდა და გოგონებიც ალაპარაკდნენ, ბრიუსელში აქციის დიდი ტალღა დაიწყო, რომელიც დიუტრუს მსხვერპლი ბავშვების მშობლებმა მოაწყვეს. აქციას 300 ათასი ადამიანი ესწრებოდა და მას "თეთრი მარში" უწოდეს. ადამიანებს თეთრი ბუშტები, თეთრი ვარდები და შროშანები ეჭირათ ხელში და დამნაშავის დასჯას მოითხოვნენ.
გამოძიება 8 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 2004 წლის 23 ივნისს კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოძალადის ყოფილ მეუღლესა და თანამზრახველს, მიშელ მარტენს კი - 30 წელი. 2012 წელს ქალი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და იგი სამხრეთ ბელგიაში, მონასტერში წავიდა. დიუტრუს კი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ყოფნა მოუწევს.

...საბინამ ამ ამბავზე წიგნი დაწერა, რომელსაც ასე ჰქვია: "თორმეტი წლის ვიყავი, ველოსიპედზე ვიჯექი და სკოლაში მივდიოდი". იგი ბესტსელერად იქცა და ყველა იმ ტანჯვისა და შიშის შესახებაა მოთხრობილი, რაც მანიაკის მსხვერპლმა თავად გამოიარა.


alt"პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა" - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ


8041
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
სალი
0
ზოგჯერ რა მადლია სიკვდილით დასჯის წესის აღდგენააა!!!!! საცოდავი ბავშვებიიი
16:05 / 17-09-2022
გიორგი
1
თვაისთავად დასახვრეტია მაგრამ რა ვუყოთ საზოგადოებას რომელიც პირმშოა მსგავსი პიროვნებების?! სხვაზე ხელის შეწმენდა ყველაზე მარტივია!
04:28 / 17-09-2022
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები