პატარა გოგონა, რომელმაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის ბედი გადაწყვიტა და ბირთვული კატასტროფის აცილებაშიც შეიტანა წვლილი. 1985 წლის 25 აგვისტოს აშშ-ში 13 წლის სამანტა სმიტი გარდაიცვალა. იგი სკოლის მოსწავლე იყო,რომელმაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან იური ანდროპოვთან მიმოწერამოახერხა და სსრკ-ში მოგზაურობაცშეძლო.ესწარმოუდგენელიფაქტიგახლდათ,რადგან მაშინ ცივი ომი მიმდინარეობდა და მსოფლიო ბირთვული ომის საშიშროების ზღვარზე იყო. პატარა გოგონამ კი უამრავი ადამიანის ყურადღების მიპყრობა მოახერხა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასტაბილურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.სამანტა სმიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰოულტონში არტურ და ჯეინ სმიტების ოჯახში დაიბადა. გოგონას მამა მენის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, დედა კი სოციალური მუშაკი იყო. როგორც მშობლები იხსენებდნენ, მათი ქალიშვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, უყვარდა სკოლა, თამაში, ცხოველები, ჰოკეი და ფორტეპიანოზე დაკვრა. თუმცა, სხვა ბავშებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკა განსაკუთრებით აინტერესებდა. 5 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს წერილი მისწერა და მისგან პასუხიც მიიღო.1982 წლის ნოემბერში ათი წლის სამანტამ წერილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს მისწერა. წერილი კი ძალიან მოკლე და კონკრეტული იყო:"პატივცემულო ბატონო ანდროპოვ, მე მქვია სამანტა სმიტი. ვარ ათი წლის. გილოცავთ ახალ სამსახურს. ძალიან ვნერვიულობ, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული ომი დაიწყება. თქვენ ომის დაწყებას ემხრობით, თუ არა ? თუ ომის წინააღმდეგი ხართ, მითხარით, როგორ აპირებთ ამის თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, არ ხართ ვალდებული ჩემს კითხვაზე პასუხი გასცეთ, მაგრამ პასუხის მოსმენა ძალიან მინდა. რატომ გინდათ, მთელი მსოფლიოს ან ჩვენი ქვეყნის დაპრყობა? ღმერთმა სამყარო იმისთვის შექმნა, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვროთ და მასზე ვიზრუნოთ . არა დაიპყროთ, გთხოვთ, როგორც მას უნდა, ისე მოვიქცეთ და ყველა ბედნიერი იქნება."- დაწერა გოგონამ. წერილი მაშინ დაიწერა, როცა შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს შორის ცივი ომი მიმდინარეობდა და შეტაკებების ახალი ეტაპი იგეგმებოდა. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ სამანტამ 1982 წელს ჟურნალმა Time-ში ანდროპოვის პორტრეტი ნახა. გოგონამ ინფორმაცია დედასთან ერთად წაიკითხა და იკითხა: "თუ ყველას ასე ეშინია ანდროპოვის, რატომ არ წერენ მას წერილს და არ ეკითხებიან, აპირებს თუ არა ბირთვული ომის დაწყებას?" მშობლებმა კი ბავშვს უთხრეს, რომ თავად ეცადა ამის გაკეთება. როგორც აშშ-ში, ასევე სსრკ-ში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი მართლაც ძალიან ნერვიულობდა და პანიკაში იყო იმის გამო, რომ შეიძლებოდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის ბირთვული ომი დაწყებულიყო, რაც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევდა.სამანტამ წერილი სსრკ-ში 1982 წლის ნოემბერში გააგზავნა, ხოლო 1983 წლის აპრილში მისი ამონაწერი გაზეთ "პრავდაში" სხვა ამერიკელების წერილებთან ერთად გამოქვეყნდა. სხვა წერილებშიც ადამიანები ბირთვული ომის შესახებ საუბრობდნენ და შეშფოთებას გამოხატავდნენ. როდესაც სამანტამ საბჭოთა გაზეთში გამოქვეყნების შესახებ შეიტყო, მან კიდევ ერთი წერილი საბჭოთა კავშირის ელჩს შეერთებულ შტატებში მისწერა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ანდროპოვი, პირადად ეპახუსა მისი წერილისთვის. ორი კვირის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მან მართლაც მიიღო ანდროპოვისგან საპასუხი წერილი, რომელსაც რუსულად აწერდა ხელს, გოგონასთვის კი ინგლისურად იყო გადათარგმნილი.
წერილში ანდროპოვმა სამანტას მამაცი და პატიოსანი გოგონა უწოდა და დაწერა: "დიახ, სამანტა, ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის და ზოგადადაც, საერთოდ არ იყოს ომი დედამიწაზე". ანდროპოვი პირადად მონაწილეობდა თუ არა წერილის დაწერაში, უცნობია, მაგრამ გოგონა ზაფხულში მიიწვია და თანატოლებთან შეხვედრა შესთავაზა. სამანტა და მისი მშობლები სსრკ-ში რამდენიმე თვის შემდეგ, 1983 წლის ივლისში ჩავიდნენ. გოგონა ჯერ ყირიმში, არტეკის ბანაკში მიიყვანეს, სადაც სამანტას ტრადიციული სუფრითა და პერფორმანსით დახვდნენ. გოგონა, ოჯახის თქმით, შოკირებული იყო, რომ მისთვის ორკესტრი უკრავდა და მაყურებლები მის სახელს იმეორებდნენ. შემდეგ ბავშვი "მორსკოის" ბანაკში ცხოვრობდა და თავის თანატოლებთან ერთად ერთობოდა. სპეციალური ფორმა ეცვა და გოგონას ისე მოეწონა ეს ფორმა, ამერიკაშეი წაღებაც გადაწყვიტა. "არტეკის" ხელმძღვანელებმა გოგონასთან კომუნიკაცია ნატაშა კაშირინას დაავალეს. ნატაშას დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო და ეს ენა კარგად იცოდა. იგი გოგონას ყველა საკითხის გარკვევაში ეხმარებოდა და ისე დაახლოვდნენ, რომ როდესაც სამანტა ამერიკაში დაბრუნდა, მეგობრობა კვლავ განაგრძეს. 90-იან წლებში ნატაშა და ბანაკის ხელმძღვანელი, ოლგა სახატოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც სამანტას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. რამდენიმე წლის შემდეგ კაშირინა სწორედ ამერიკაში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და მასთან ერთად კალიფორნიაში დაიწყო ცხოვრება. საბჭოთა ხელისუფლებამ სამანტას მოგზაურობა პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა: არტეკში ყოფნის დროს მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. კადრებში სმიტი საცურაო შეჯიბრებებში მონაწილეობს, თეატრალურ წარმოდგენებში ერთვება, ბევრს ხუმრობს, იცინის და ინგლისურად მღერის ომის საწინააღმდეგო სიმღერას: "დაე, მუდამ იყოს მზე"ამერიკაში დაბრუნებამდე სამანტამ თქვა: " ჩემი მეგობრები მომენატრებიან. ჩვენ მომავალშიც დავრჩებით მეგობრებად. დაე, ჩვენი ქვეყნებიც იყვნენ მეგობრები. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს აქ ისევ დავბრუნდები. მიყვარხარ, არტეკ." სამანტა მშობლებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, მათ შორის, მოსკოვშიც ჩავიდა და სხვადასხვა მუზეუმი თუ ღირსშესანიშაობა მოინახულა. იგი ანდროპოვს პირადად არასდროს შეხვედრია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მაშინ გენერალური მდივარი მძიმედ იყო ავად, თუმცა ბავშვს სამახსოვრო საჩუქრები გაუგზავნა. როდესაც სამანტა ამერიკაში დაბრუნდა, მას უკვე უამრავი ადამიანი იცნობდა, იწვევდნენ ტელევიზიებში, ფილმებში გადასაღებად, ართმევდნენ ინტერვიუებს. გოგონა 1985 წლის 25 აგვისტოს ავიაკატასტროფით გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მამამისი დიდი ბრიტანეთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც სამანტა სერიალის გადაღებებში მონაწილეობდა. ცუდი ამინდი იყო, ბორტზე ექვსი მგზავრი და ორი პილოტი იმყოფებოდა და კატასტროფის შედეგად, ვერც ერთი ვერ გადარჩა. ამ ამბის შემდეგ, მალევე გაჩნდა თეორია, რომ ავიაკატასტროფა მოწყობილი იყო და სსრკ-სა და აშშ-ს შორის შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად, თუმცა არაერთი გამოძიებით დადგინდა, რომ პილოტმა ცუდი ამინდის პირობებში თვითმფრინავის მართვა ვერ შეძლო და ჩამოვარდა.