ის პირველად 11 წლის ასაკში გახდა დედა... - როგორ ცხოვრობს ახლა გოგონა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო აალაპარაკა
ის პირველად 11 წლის ასაკში გახდა დედა... - როგორ ცხოვრობს ახლა გოგონა, რომელმაც თავის დროზე მსოფლიო აალაპარაკა
ვალია ისაევა 28 წლის ასაკში უკვე მრავალშვილიანი დედაა. თუმცა, საოცარი ის ფაქტია, რომ მისი უფროსი ქალიშვილი, ამინა უკვე 17 წლისაა. ვაჟი - ამირი ცხრა წლისაა და მესამე კლასში სწავლობს, ხოლო დამირი საბავშვო ბაღში დადის. ვალიას ყველაზე პატარა შვილი კი ორი წლისაა...

2005 წელს მასზე უამრავი ადამიანი საუბრობდა. ვალია 11 წლის ასაკში დაორსულდა... გოგონა ობოლი იყო და ბებია და მამინაცვალი ზრდიდნენ. მისმა ბებიამ 19 წლის ჰაბიბ პატახონოვს ოთახი მიაქირავა. ისაევა მისგან დაორსულდა...
რა თქმა უნდა, ამ ამბავს სკანდალი მოჰყვა და ბიჭსაც
პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ვალია ყველას
ევედრებოდა, რომ მასთან ცხოვრებისა და ოჯახის შექმნის შესაძლებლობა მიეცათ.
mshoblebi
ვალია და ჰაბიბი

11 წლის ასაკში მას გოგონა შეეძინა და ჰაბიბზე დაქორწინდა...

გოგონას ძალიან ცუდ პირობებში უწევდა ყოფნა, მეზობლები ამბობდნენ, რომ ჰაბიბი ცოლს სცემდა, მატერიალურადაც უჭირდათ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას მერე, რაც 2019 წელს მესამე შვილი შეეძინათ, სიტუაცია დასტაბილურდა. ერთი წლის შემდეგ კი მათ ოჯახში მეოთხე ბავშვი გაჩნდა...

თუმცა, ახლა ვალიამ საბოლოოდ გადაწყვიტა ცხოვრების შეცვლა. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით მიხვდა, რომ ქმრის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს და განქორწინება სურს. სახელის შეცვლასა და ახალი პასპორტის გაკეთებას აპირებს... მისი ქმარი 2022 წლის ზაფხულში უკრაინაში გაემგზავრა და ცოლს დაუტოვა ბარათი, რომელზეც, მისი თქმით, ფული ჩაერიცხებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბარათი დაბლოკილია.

mshoblebi
ვალია და ჰაბიბი ქორწილის დღეს

"ორი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ ეს განზრახ გააკეთა, რათა თავად მემუშავა და მისგან ფულს აღარ დავლოდებოდი. ვუთხარი, რომ განქორწინებას ვაპირებ."- ამბობს ვალია.
გოგონა იქამდე ქარხანაში, მზარეულად მუშაობდა, მისი უფროსი ქალიშვილი კი ბავშვებს უვლიდა. თუმცა, ჰაბიბი ამის წინააღმდეგი იყო, ცოლს სახლში დარჩენა მოსთხოვა და პასუხისმგებლობა თავად აიღო, შემდეგ კი ოთხ შვილთან ერთად მიატოვა. ვალიას დამხმარე არავინ ჰყავს, ბებია ორი წლის წინ გარდაეცვალა.

თუმცა, ამ ამბავში კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ისაა, რომ ჰაბიბმა ორი წლის წინ ტაჯიკეთში მეორე ცოლი მოიყვანა. ვალია კი მაშინ დაფიქრდა განქორწინებაზე.
mshoblebi

"ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ოფიციალურად რეესტრში არ დაქორწინებულან, მაგრამ მუსლიმური ტრადიციების მიხედვით იქორწინეს. მერე ჰაბიბს რაღაც არ მოეწონა, დაშორდა და პატიების თხოვნით ისევ ჩემთან მოვიდა." - იხსენებს ვალია. აპატია და გადაწყვიტა, შვილი გაეჩინა, რომ ურთიერთობა განემტკიცებინათ. თუმცა, ეს მხოლოდ ცოტა ხანს გაგრძელდა, შემდეგ კვლავ დაიწყო ფინანსური პრობლემები, დაუსრულებელი ჩხუბი და ძალადობა. გარდა ამისა, მის ქმარს ბანკიდან დიდი რაოდენობით სესხი აქვს აღებული, რომელთა გადახდაც ისაევას უწევს.
mshoblebi
ვალია და ჰაბიბი შვილებთან ერთად

მამაკაცი ბავშვებზეც ძალადობდა. ერთხელ, როდესაც ცოლს სცემდა, ამირმა შველა სცადა, თუმცა მასაც დაარტყა. დედის გადაწყვეტილებას ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ. ამინა სექტემბერში სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა საბუთები გამოიტანა. ახლა ის თავის ძმებს უვლის, დედა კი სამსახურს ეძებს... ვალია აცხადებს, რომ ქმართან შერიგებას ვეღარასდროს შეძლებს და ახალ ცხოვრებას იწყებს.
81389
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები