ელისაბედ II-ის საყვარელი მცველი, დამხმარე და მესაიდუმლე, რომელიც დედოფალთან სიცოცხლის ბოლომდე იყო და სამეფო ოჯახისთვის პირადი ცხოვრებაც კი დათმო
ელისაბედ II-ის საყვარელი მცველი, დამხმარე და მესაიდუმლე, რომელიც დედოფალთან სიცოცხლის ბოლომდე იყო და სამეფო ოჯახისთვის პირადი ცხოვრებაც კი დათმო
2019 წლის ერთ-ერთ ღამეს ელისაბედ II-ს ბუკინგემის სასახლეში მშვიდად ეძინა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა რეზიდენციაში შესვლა მოახერხა. ოსტატურად გადაძვრა ღობეზე, მცველებს დაუსხლტა და დედოფლის ოთახამდე მიაღწია. თუმცა, იქ შესვლა ვერ მოახერხა, რადგანაც კართან ელისაბედ II-ის ყველაზე ერთგული მცველი, პოლ უაიბრიუ იდგა. მან ბოროტმოქმედის შეჩერება შეძლო, იქამდე კი დაცვის სხვა თანამშრომლებიც გამოჩნდნენ და მამაკაცი დააკავეს. პოლი დედოფალს თითქმის 44 წლის განმავლობაში ემსახურებოდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ელისაბედ მეორე გადაარჩინა. 1982 წელს სასახლეში მაიკლ ფაგანიც შევიდა და დედოფლის
საძინებელს მიუახლოვდა. შემდეგ კი ბროლის
საფერფლე გატეხა, ნამსხვრევი ხელში აიღო და დაიმუქრა, თუ მიუახლოვდებოდნენ, ხელს გადაიჭრიდა. ამ შემთხვევაშიც პოლმა მოახერხა სიტუაციის განმუხტვა.
mshoblebi
ელისაბედ II სადაც არ უნდა წასულიყო, პოლიც იქ იყო. ის, ფაქტობრივად, აჩრდილივით დაჰყვებოდა დედოფალს. სხვა თანამშრომლებისგან მკვეთრად გამოირჩეოდა და ხალხში მისი შემჩნევაც ძალიან ადვილი იყო. ეს კი იმიტომ ხდებოდა, რომ მისი სიმაღლე 193 სმ-ია. სწორედ ამიტომ, მას "მაღალი პოლი" შეარქვეს. საინტერესოა ისიც, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში დედოფალს კიდევ ერთი მცველი ჰყავდა, სახელად პოლ ბურელი, რომელსაც სიმაღლის გამო "პატარა პოლს" ეძახდნენ.

პოლ კევინ უაიბრიუ 1959 წელს დაიბადა. საშუალო სკოლა ზღვისპირა ქალაქ კლაკტონ-ონ-სიში დაამთავრა, ამის შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შევიდა. 19 წლის ასაკიდან დედოფლის პირადი დაცვის წევრია. საკმაოდ რთულია იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც პოლის მოვალეობებში შედიოდა: ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის „აგვარებდა დედოფლის ყოველდღიური მოთხოვნილებების მნიშვნელოვან ნაწილს" და თან ახლდა მოგზაურობებში. პოლ უაიბრიუ ელისაბედ II-ის გვერდით იყო სიცოცხლის ბოლო საათებში, გაზაფხულის ბოლოს კი მასთან ერთად შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში გადავიდა.
mshoblebi
სამეფო ექსპერტი და მწერალი რიჩარდ კეი განმარტავს: "მაღალი პოლი არ იყო მხოლოდ მისი უდიდებულესობის მსახური, არამედ მეგობარიც და ელისაბედ II სწორედ მას ანდობდა ყველა მნიშვნელოვან საქმეს. მხოლოდ პოლს მისცა უფლება, მის გვერდით დამჯდარიყო, როცა პრინცმა ჰარიმ კალიფორნიიდან დაურეკა."

უაიბრიუსთან ერთად ის ტელევიზორში უყურებდა დოღს მაშინ, როცა საჯარო ღონისძიებებზე დასწრება აღარ შეეძლო და დროის უდიდეს ნაწილს საწოლში ატარებდა. როდესაც ექიმებმა დედოფალს ძლიერი ალკოჰოლის დალევა აუკრძალეს და აიძულეს, ჯინზე უარი ეთქვა, პოლმა ელისაბედ II-ისთვის ფრანგული კოქტეილი მოიფიქრა, რომელიც დედოფალს ძალიან მოეწონა და შეუყვარდა.
როდესაც დედოფალი პლატინის იუბილეს აღნიშნავდა, პოლი 44-წლიანი ერთგული მსახურებისთვის ვიქტორიანული სამეფო ორდენით დააჯილდოვა. ხოლო 10 წლის წინ მას კომფორტული ბინა უყიდა და გაარემონტებინა. თავიდან პოლი იმ ბინაში ცხოვრობდა, ხოლო როდესაც დედოფალი 80 წლის გახდა, უინძორების ციხესიმაგრეში გადავიდა და ელისაბედ II-ს გვერდიდან არ შორდებოდა.
mshoblebi
ახლა პოლი 63 წლისაა და მარტოხელაა. სამეფო ოჯახთან მსახურებისათვის პირადი ცხოვრება გაწირა და თავი მთლიანად დედოფალსა და მის ოჯახს მიუძღვნა. მას პრესასთან არასოდეს განუხილავს სამეფო ოჯახის პირადი ამბები და არც სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩენილა.
"მან იცოდა, რომ ნებისმიერ სამსახურში შეძლებდა მოწყობას, თანაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. მაგრამ, ეს აზრადაც არ მოსვლია. გრძნობდა, რომ მისი ადგილი დედოფლის გვერდით იყო. დეოდოფალიც მას უპირობოდ ენდობოდა. პოლმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ოჯახის პირადი ამბები არსად არავისთვის უთქვამს." - წერს Daily Mail.

mshoblebi
ცალკე აღნიშვნს ღირსია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა პოლი ბუკინგემის სასახლეში. როდესაც დედოფალი პირადი დაცვის წევრებს არჩევდა და მათთან გასაუბრებას ნიშნავდა, პოლთან ელისაბედ II-ის საყვარელი ძაღლი მივარდა. თუმცა, ყეფის ნაცვლად, მამაკაცის ფეხებთან მშვიდად დაჯდა და თავი ხელზე დაადო. ეს მაშინ დედოფალმა ერთგვარ სიმბოლოდ აღიქვა... ახლა კი პოლი იზრუნებს ელისაბედ II-ის შინაურ ცხოველებზე, რომლებიც დედოფალს ასე ძალიან უყვარდა.
32172
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ბეშკა
3
ჩააყოლეს ეს ბოლოს?:)
23:40 / 25-09-2022
ნნნ
1
გლეხუკა მეფე და დედოფალი შენ უნდა ოყო,არც იოცნებო საქართველოში მონარქიის აღდგენაზე.საქარტველოს იმდენი წურბელა აქვს ასხმული, მეფე და დედოფალიღა აკლია სწორედ.
13:50 / 23-09-2022
გლეხუჭა
22
საინტერესო სტატიაა, ვოცნებობ საქართველოს ოდესმე ეღირსოს მეფე და დედოფალი, პრინცები და პრინცესები, მსგავსად დიდი ბრიტანეთისა, ვფიქრობ ჩვენი სამეფო ოჯახის და თავადაზნაურობის გართობაზე უამრავი გასაოცარი ისტორია დაიდება.
22:59 / 21-09-2022
ნინა
5
ჩემი ინტერესის საგანია მაღალი დონის საზოგადოების ამბები, სიამოვნებით წავიკითხე ბოლომდე. მადლობა
15:36 / 21-09-2022
ჰი ჰი
6
ბოლოში კი გასულხართ კომენტარის დასაწერად
12:36 / 21-09-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები