ალმედა და გერი ჰარდვიკები ამერიკაში ცხოვრობენ. 2015 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როცა ქალი 71 წლის იყო, ბიჭი კი - 17-ის. ერთმანეთი გაიცნეს ალმედას ვაჟის დაკრძალვაზე.
როგორც ახლა ყვებიან, ამის მერე ყოველ ღამე ხვდებოდნენ, ორი კვირის შემდეგ კი ბიჭმა მას ცოლობა სთხოვა. გერის 48 წლის დედამ და 71 წლის ბებიამ თანხმობა განაცხადეს და ქორწილიც შედგა იმავე წელს, როგორც კი ბიჭს 18 წელი შეუსრულდა. საინტერესოა, რომ გერი ალმედა ერთ-ერთ შვილიშვილზე უმცროსია და კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მას მანამდეც ჰყოლია "მეგობარი გოგონა", რომელიც 77 წლის გახლდათ...
ალმედა ამბობს, რომ წინა ქორწინება მისთვის ნაკლებ რომანტიკული იყო. მას 4 შვილი გაუჩნდა და 43 წელი აკავშირებდა ქმართან. "არ გვქონია განსაკუთრებული კოცნები, ჩახუტებები... არავითარი რომანი. ახლანდელი ურთიერთობა კი საოცარია ყოველმხრივ. როცა შენთვის იდეალურ ადამიანს პოულობ, იცი, რომ არ გინდა ამ გრძნობის დაკარგვა", - ამბობს ალმედა თავის იუთუბარხზე.
მიუხედავად კრიტიკისა და უარყოფითი კიმენტარებისა, წყვილი მალე ერთად ყოფნის 7 წელს იზეიმებს. ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ ცუდი და კარგი დღეები, ალმედამ ერთხელ გულის შეტევაც გადაიტანა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლავ სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ.
გერი ამბობს, რომ არასოდეს იზიდავდა ახალგაზრდა გოგონები და მოზარდობის პერიოდშიც ხანდაზმული ქალები მოსწონდა.
"არასდროს მიგრძნია ალმედასთან ცხოვრების პერიოდში, რომ რამე დავკარგე. არ მომწონებია ახალგაზრდა ქალები, 13 და 14 წლის ასაკშიც კი. სულ მომწონდა უფროსი ქალები და როცა ეს ვუამბე ბებიას, რომელმაც გამზარდა, არ ვიცოდი, მას როგორი რეაქცია ექნებოდა. თუმცა მან ყველაფერი გაიგო და მიიღო", - ამბობს გერი.
წყვილს საერთო ექაუნთი აქვს, ტიკ-ტოკზეც იღებენ ვიდეოებს და გულახდილი კონტენტით არც ისე ცოტა ფულს შოულობენ.