ნატალია ვოდიანოვა, რომელიც მსოფლიოში წარმატებული მოდელია, მრავალშვილიანი დედა, ქველმოქმედი და ფრანგი მილიარდერის ცოლი, ყოველთვის არ იყო ასეთი წარმატებული. ყველასთვის ცნობილია, რომ ის საკმაოდ დიდ გაჭირვებაში გაიზარდა რუსეთის პროვინციულ ქალაქში და ოჯახი სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები ახლაც ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობენ - დედა, უმცროსი დები კრისტინა და ოქსანა. ამ უკანასკნელს აუტიზმის სპექტრის აშლილობა აქვს და ნატალია მასზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოჯახის წევრებს უშუალოდაც ხშირად სტუმრობს, დედაც ხშირად ცადის მასთან პარიზში.
თუმცა აღმოჩნდა, რომ კრისტინას და ოქსანას გარდაც ჰყოლია ნატალიას და. ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში მოდელმა გაამხილა, რომ მას კიდევ ჰყავდა და, რომელიც გაჭირვების გამო გააშვილა დედამისმა."დედაჩემს რამდენიმე უიღბლო ურთიერთობა ჰქონდა, მამაჩემთან ურთიერთობის ჩათვლით... ჩვენ ოთხნი 20 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში ვცხოვრობდით, არაფერი გვქონდა საერთოდ. დედა ძალიან, ძალიან ბევრს შრომობდა" - ყვება ნატალია.
როცა ნატალია 14 წლის გახდა, მამა დროებით მობრუნდა ოჯახში და ამ ურთიერთობიდან დაიბადა კიდევ ერთი გოგონა - მაშა. მამა მალე ისევ წავიდა სახლიდან, ნატალია ამ დროს 18 წლის იყო. დედა დეკრეტში გავიდა და ნატალიას მოუწია ორმაგად მუშაობა, რომ ოჯახი ერჩინა. ხოლო როდესაც გოგონა გაჩნდა, დედამ გადაწყვიტა, რომ ამ სიღატაკეში მის გაზრდას ვერ შეძლებდა და გაშვილებაზე დათანხმდა. მაშა 2000 წელს იშვილა ამერიკულმა ოჯახმა, გოგონა ჯენიფერ ბერნსი გახდა და ამერიკაში დაიწყო ცხოვრება.წლების შემდეგ, როცა ნატალია წარმატებული მოდელი გახდა, ჰონორარებიც ასტრონომიულად გაეზარდა და ოჯახიც შექმნა, სულ ეძებდა უმცროს დას, თუმცა წარუმატებლად. ჯენიფერმა არც იცოდა, რომ რუსული ფესვები ჰქონდა და ვინმე ჰყავდა რუსეთში. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოეფინა სინათლე ამ ამბავს, როცა ჯენიფერმაც დნმ-ის ტესტის გაკეთება გადაწყვიტა და სწორედ ამ ტესტის მეშვეობით გოგონამ სუპერპოპულარული უფროსი დაიკო იპოვა...
როგორც ნატალია ყვება, ის უკვე შეხვდა უმცროს დას, ერთობლივ ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ასევე შეხვდა ქალიშვილს ნატალიას დედა და ოჯახის სხვა წევრები. შეხვედრა პარიზში შედგა და ძალიან თბილად ჩაიარა... უფრო მეტი დეტალი კი ნატალიას ვრცელ ინტერვიუში იქნება ჟურნალში, რომელიც დეკემბერში გამოვა დახლებზე.
ვინ იყო ქართველი, რომელმაც მსოფლიოს ნატალია ვოდიანოვა და ირინა შეიკი "აჩუქა"