წყვილმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა პატარა ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მუდამ რაღაცას ფუსფუსებენ და მშობელს წარმოდგენა არ აქვს, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას პატარამ საკუთარ თავს.
კანზასელმა წყვილმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა. საფრთხე პატარებს თურმე საკუთარ სახლში, მშობლების თვალწინაც ემუქრებათ.
მილი სექტემბერში დაიბადა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩვილმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა. სახლში დაბრუნებული პატარა უჩვეულოდ იქცეოდა. ჭირვეულობდა და უმიზეზოდ ტიროდა. მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რა აწუხებდა მილის.
გოგონას სიცხემ აუწია, დედამ სამოსის გამოცვლა დაუპირა და ფეხის შუა თითზე დახვეული თმა შენიშნა, რომელიც კანში ღრმად ჰქონდა შეჭრილი.
პატარა თმის გამო ბავშვს სისხლის მიმოქცევა დაერღვა. ამას შეიძლებოდა სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა, რაც თითის დაკარგვითაც შეიძლებოდა დასრულებულიყო.
საბედნიეროდ, ექიმებმა პატარას მიკრო ოპერაცია ჩაუტარეს და ლუპისა და პინცეტის დახმარებით თმა მოაცილეს. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, თამამად შეგიძლიათ განგაში ატეხოთ, ეს ძალიან სახიფათოა. იგივე შემთხვევაა, როცა ბავშვი მჭიდრო ბეჭედს ან რგოლს იცვამს კიდურსა თუ თითებზე. როცა ვერ იხსნის, თქმასაც ვეღარ ბედავს და სწორედ ამ დროს იწყება საშიში პროცესებიც. ეცადეთ, არ გამოგეპაროთ მსგავსი რამ, რაც ყველაზე ხშირად ჩუმი თამაშის მოყვარულ ბავშვებს ახასიათებთ.