"რა უნდა მცოდნოდა მაშინ" ყველა ვიცნობთ ვიქტორია ბექჰემს, მომღერალს, სტილის ღვთაებას და 4 შვილის დედას, რომელსაც მთელი მსოფლიო წარმატებულ ქალად აღიარებს. ბავშვობაში კი თურმე გარეგნობასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა ჰქონდა - საკმაოდ მსუქანი ყოფილა და სახეზე მუწუკებიც ჰქონია.
გამოქვეყნდა მისი წერილი საკუთარ თავთან 18 წლის ასაკში, სათაურით "რა უნდა მცოდნოდა მაშინ". ბექჰემი გულახდილად უყვება მკითხველს საკუთარ ცხოვრებას და ტკივილს, რაც ყველა გოგონასთვის ნაცნობია.
ეს ინტიმური მიმართვა ყველა გოგონამ უნდა წაიკითხოს. განსაკუთრებით მათ, ვისაც სიყვარულში არ გაუმართლა და ფიქრობს, რომ ვეღარასდროს მიაგნებს თავის სიყვარულს. გთავაზობთ ამ წერილს.
”ვიცი, რომ თავს ცუდად გრძნობ. არც ძალიან ლამაზი ხარ, არც იდეალური ფორმები გაქვს და ცეკვითაც სხვებზე კარგად ვერ ცეკვავ. კანის სერიოზული პრობლემა გაქვს, ნერვიულობ, რომ რეჟისორი კლასის გამოსაშვებ სპექტაკლში ყველას უკან დაგაყენებს, იისფერ ბოდეს ჩაგაცმევს, რომ ცოტათი მაინც გამოჩნდე გამხდარი.
მსოფლიო პოპულარობამდე ჯერ შორსაა. ჯერ არ იცი, რომ ოცნების მამაკაცს უნდა შეხვდე. 18 წლის გოგომ არ იცის, რომ ცოტა ხანში მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ივლის. მათ შორის ქალი-კატას ლატექსის კოსტიუმსაც მოირგებს. დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე უჩვეულო სამოსში ივლი. ყველაზე მეტად მიხარია, რომ თავისუფლად გრძნობ თავს და არ გადარდებს სხვების აზრი.
წლები გაივლის და შეგიყვარდება საკუთარი თავი. თავისუფლად იქნები, შენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შეიმოსები. როცა გაიზრდები, ქუსლიან ფეხსაცმელს უფრო მოხერხებულზე გაცვლი, ელეგანტურ კაბებს მაისურებზე, მაგრამ სტილის შეგრძნებას არასდროს დაკარგავ. ქუჩაში შინაურ სამოსშიც რომ გახვიდე, მაინც ყველაზე მიმზიდველი იქნები.
რაც შეიძლება მეტი გაიგე ფეხბურთის შესახებ. და, რაც მთავარია, ერთი ნახვით შეყვარება რეალობაა. ერთხელაც `მანჩესტერ იუნაიტედის~ მოთამაშეებთან ერთად აღმოჩნდები. დაინახავ დევიდს, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ელაპარაკება. ის ჯერ ძირითად შემადგენლობაში არაა, შენ კი უკვე ვარსკვლავი ხარ. მას მომხიბლავი ღიმილი აქვს. შენთვის ოჯახი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის. თქვენ ბევრი საერთო გაქვთ. მან ტელეფონის ნომერი გთხოვა (ის დღემდე ინახავს თვითმფრინავის ბილეთს, რომელზეც ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა)”.
ხანდახან ფიქრობ: დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. რატომ არ უნდა ისწავლო სვების მაგალითზე? თუ დღეს არ მოგწონს შენი თავი, გაიხსენე ვიქტორია როგორი ყოფილა შენს ასაკში. შენი პრობლემები დროებითია. ისეთი არაფერი ტრიალებს შენს თავს, რაც სხვებს არ გაუვლიათ. გახსოვდეს, წინ კიდევ ბევრი ლამაზი წელი გაქვს და ბევრი რამის გამოსწორებას შეძლებ. დღეს კი დატკბი შენი სინორჩით. ეს ის წლებია, რომელიც უკან აღარ დაგიბრუნდება. გაუზიარე ეს წერილი მეგობრებს, ის ყველა გოგონამ უნდა წაიკითხოს.