ფიზიკოსი ძმები, რომლებიც ცოცხალ თოჯინებად იქცნენ – მეცნიერება მათ მანიაკალურ ახირებად ექცათ
სტატისტიკა საკმაოდ შთამბეჭდავია – ყოველწლიურად მსოფლიოში 17 მილიონზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ტარდება და 8,5 მილიონზე მეტი აქედან – ქირურგიული ჩარევით. როგორც ადრე, კვლავ ყველაზე პოპულარულია გარეგნობის ცვლილება – მკერდის გაზრდა, ცხვირის ფორმის შესწორება, სახის დაჭიმვა და ა.შ. და სულ უფრო ხშირად მიმართავენ მსგავს ოპერაციებს მამაკაცები.

სამწუხაროდ, უამრავი შემთხვევაა, როცა გარეგნობის შეცვლისკენ სწრაფვა მანიაკალურ ახირებაში გადაიზრდება, ადამიანები ვეღარ ჩერდებიან და ცოცხალ თოჯინებს ემსგავსებიან. თავის დროზე ფრანგი ფიზიკოსი ძმები იგორ და გრიშკა ბოგდანოვები ახალგაზრდები, ლამაზები და ქალებში საკმაოდ პოპულარულები იყვნენ.
mshoblebi
1980-იან წლებში
ცნობილები გახდნენ – ტელევიზიაში მოახერხეს შეღწევა და საკუთარი შოუ გააკეთეს, ფანტასტიკაზე, ფიზიკაზე, მეცნიერებაზე. თან სამეცნიერო მოღვაწეობას თავადაც არ წყვეტდნენ. 1990-იან წლებში მათ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ნელ-ნელა დაცხრა, ორივე შეუდგა სადოქტორო დისერტაციის წერას, თუმცა პარალელურად გარეგნობის შეცვლაზეც დაფიქრდნენ – რადგან არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდნენ.
mshoblebi

ძმები საფრანგეთში დაიბადნენ 1949 წელს. მათი მამა რუსი წარმოშობის მხატვარი გახლდათ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თავადის ტიტულს ფლობდა. დედა ავსტრიელი გრაფინიის უკანონოდ გაჩენილი ქალიშვილი გახლდათ. ბავშვობიდან ტყუპი ბებიის სასახლეში იზრდებოდა, სადაც რამდენიმე ენა შეისწავლეს, წიგნები შეიყვარეს და სამეცნიერო თემატიკით დაინტერესდნენ.
მოგვიანებით ძმები პარიზში გადავიდნენ, სადაც სამხედრო სასწავლებელი დაამთავრეს. 70-იანი წლების ბოლოს კი ბოგდანოვებმა სატელივიზო კარიერა გაიკეთეს და 30 წლის ასაკში უკვე თავინთი სამეცნიერო ტელეშოუ მიჰყავდათ.
გადაცემა ეთერში 6 წლის განმავლობაში გადიოდა. ბოგდანოვები სამეცნიერო წიგნებსაც გამოსცემდნენ, თუმცა მალე პლაგიატსა და ტყუილში დაადანაშაულეს - ისინი დოქტორის ხარიხს იბრალებდნენ, რომელიც სინამდვილეში არ ჰქონდათ. ეს ხარვეზი რომ გამოესწორებინათ, მათ ბორდოს აკადემიაში შესვლა სცადეს, თუმცა უარი მიიღეს. ამიტომ ბურგუნდიის უნივერსიტეტს მიმართეს დიჟონში, სადაც ხელმძღვანელობის ცვლილების და დიდი ბრძოლოს შემდეგ დისერტაციის დაცვა შეძლეს.
ძმები განაგრძობდნენ სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას ჟურნალებში იქამდე, სანამ საბოლოოდ მათით ნამდვილი სამეცნიერო საზოგადოება არ დაინტერესდა და არ აღმოაჩინეს, რომ მათ კვლევებში სინამდვილეში არავითარი ლოგიკა და აზრი არ იყო, სამეცნიერო ტერმინების რახა-რუხს წარმოადგენდა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.
„ბოგდანოვების საქმეს“ ფორუმებზე განიხილავდნენ და ძირითადად, აკრიტიკებდნენ. კამათში ბოგდანოვებიც მონაწილეობდნენ როგორც თავისი სახელით, ასევე "ფეიკებით" და ცდილობდნენ, თავი დაეცვათ. მათ არარსებული სამხრეთკორეული უნივერსიტეტის დომენიც შექმნეს, რომლის არარსებული პორფესურის სახელით თავიანთ ნაშრომებს იცავდნენ.
2010 წელს საფრანგეთის მათემატიკისა და თეორიული ფიზიკის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა კომიტეტმა ბოგდანოვების ნაშრომი არამეცნიერულად ცნო და გამოაცხადა, რომ მათი კვლევები არანაირ სამეცნიერო ღირებულებას არ წარმოადგენდა. ამის გამო ძმებმა სასამართლოში იჩივლეს დარეპუტაციის შელახვის საკომენსაციოდ მილიონი ევრო მოითხოვეს, თუმცა 3-წლიანი დავის შემდეგ სასამართლომ მეცნიერების მხარე დაიჭირა და აქეთ დააკისრა ძმებს 2 ათასი ევროს გადახდა.
ცოტა ხნით ძმების პოპულარობა მინელდა, თუმცა 2018 წელს კვლავ სკანდალის ეპიცენტრში მოექცნენ - ისინი სატელევიზიო პრდიუსერის მიმართ დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში ამხილეს.

mshoblebi

პლასტიკური ოპერაციები

სოციალურ ქსელებში ტყუპმა პოპულარობა მეცნიერებით კი არა, პლასტიკური ოპერაციებით მოიპოვა. 90-იანი წლების დასაწყისში მათ ნიკაპისა და ლოყების არე „შეისწორეს“, თუმცა საჯაროდ ამას უარყოფდნენ. მათი თაყვანისმცემლები ამტკიცებდნენ, რომ ტყუპი აკრომეგალიით, სახის ძვლების პათოლოგიური ზრდით იყო დაავადებული.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გრიგორ ბოგდანოვი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, იგორმა კი რამდენჯერმე მოასწრო ცოლის მოყვანა. პირველ ცოლთან, მსახიობ ჟენევიევა გრადთან ვაჟი ეყოლა. სხვათა შორის, ბიჭი უკვე 39 წლის კაცი იყო, როცა მამამ გამოაცხადა, რომ მას შვილად არ აღიარებდა.
მეორე მეუღლესთან, ლუდმილა დ ‘ ულტრემონთან ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი შეეძინა. მესამე ცოლი მწერალი, დიდგვაროვანი წარმოშობის ამელი დე ბურბონ დე პარმი იყო, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავდა.
ძმების გარეგნობამ ათწლეულების განმავლობაშ მრავალი ცვლილება განიცადა. არაბუნებრივად გაეზარდათ ნიკაპი და ტუჩები, დაუსივდათ ლოყები. ამბობდნენ, რომ უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს, საზოგადოების ნაწილი კი თვლიდა, რომ ყველაფერი აკრომეგალიის სიმპტომები იყო.
mshoblebi
მიუხედავად წარუმატებელი ქირურგიული ჩარევისა და საყოველთაო გაქილიკებისა, 72 წლის ძმები კვლავ პოპულარულნი არიან ქალებს შორის. იგორი დღეს 40 წლით უმცროს ქალთან ერთად ცხოვრობს, გრიგორი კი დაქორწინებას ისევ არ ჩქარობს. ასე გამოუყურება ეს სკანდალური ტყუპი დღეს
mshoblebi




29580
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
sara
0
უჟას
23:53 / 14-10-2021
ქეთი
1
ძალიან ცუდი შედეგი აქვთ სამწუხაროდ
23:46 / 03-10-2021
მსგავსი სიახლეები