ცნობილი მოდელის ლინდა ევანგელისტას ქმარი სასტიკი მონსტრი იყო: ბევრი გოგონა დღემდე მალავს მისგან მიყენებული შეურცხყოფისა და ძალადობის ფაქტებს, თუმცა რამდენიმემ გაბედა სიმართლისთვის ფარდა აეხადა.
მოდის კვირეული ასეთი სკანდალით არასოდეს დაწყებულა. მას შემდეგ ჰარვი ვაინშტაინის ამბავი ჰარასმენტის სიმბოლოდ იქცა.
მოდის სამყაროს სიბინძურეებში ამხილეს ჯერალდ მარი, Elite Model Management-ის ყოფილი ხელმძღვანელი. მის წინააღმდეგ 24 ქალის საქმე აღიძრა. ეს ის ქალები არიან, ვინც გაბედა ხმის ამოღება მაშინ, როცა მარი უკვე 71 წლის იყო. ის დიდი ხანია პენსიაზეა და საცხოვრებლად იბიცაზე გადაბარგდა.
ჯერალდს „მოდის სამყაროს ჰარვი ვაინშტაინი“ უწოდეს. მის გარყვნილებაზე 1980-1990-იან წლებში ლეგენდები დადიოდა. თუმცა საბოლოოდ მის წინააღმდეგ ქალთა მთელმა ლეგიონმა გაილაშქრა.
პარიზში მოდის კვირეულის დასრულებისკენ ფეშენ-ელიტის ძველი გვარდია ჩავიდა: კარლა ბრუნი, მილა იოვოვიჩი, კარენ ელსონი და სხვები. მათი ვიზიტის მიზანი ჩვენების მიცემა იყო.
„ჯერალდი სისტემატურად მაუპატიურებდა თავის ბინაში, როცა 17 წლის ვიყავი“ - იხსენებ კერი. ქალი ირწმუნება, რომ მარის ის, როგორც ნივთი, ისე მიჰყიდეს. სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მთლიანად Elite Model Management-ის ხელმძღვანელის განკარგულებაში იყო. მარი სისტემატურად აძლევდა მას ნარკოტიკებს, ეუბნებოდა, რომ წონის კლებაში დაეხმარებოდა და მეტი წარმატების შანსი მიეცემოდა.
„გასაგებად ამიხსნეს - უნდა მომეთმინა ყველანაირი ძალადობა, რათა მუშაობა გამეგრძელებინა. თუ უარს ვიტყოდი, დავკარგავდი ბინას, შემოსავალს და კარიერის გაგრძელების ყველანაირ შანსს. მარი ისეთი გავლენიანი იყო, ჩემთვის ნებისმიერ წუთს შეეძლო ცხოვრების დანგრევა“, - იხსენებს კერი და ასეც მოხდა. პირველი შეწინააღმდეგებაზე ის სამსახურიდან გააგდეს. მოგვიანებით კი, კერის თქმით, ის მარიმ სხვა ევროპელ მდიდარ კაცებს მიჰყიდა. სავარაუდოდ, კერი მსგავსი ბედი მარიმ სხვა ხელქვეით გოგონებსაც მოუმზადა.
თავის დროზე მარი გიჟდებოდა ლინდა ევანგელისტაზე, თუმცა მისი მადა იმდენად დაუოკებელი იყო, რომ მალე ლინდა აღარ აკმაყოფილებდა.
იმ დროს ქორწინებაში მყოფი მარი 17 წლის ლესა ემურთან ატარებდა დროს, რომელიც სწორედ ამ ასაკში გააუპატიურა.
დღეს გოგონებს ამ მამაკაცების დასჟის მოთხოვნა არ შეუძლიათ. ბრალდების ვადა დიდი ხანია გასულია და პოლიციას არ შეუძლია ჯერალდ მარის ბრალი წაუყენოს. აბა რა აზრი აქვს ამ ქალების ბრძოლას?
კერი ოთისი განმარტავს, რომ მათი მიზანია, სხვა გოგონები იხსნან მსგავსი ჯოჯოხეთისგან. რომ დღევანდელმა მოდელებმა არ გაიარონ ის გზა, რისი გადატანაც მას მოუხდა.
„ამ ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ჯერალდ მარია. მთავარი მისი დასჯა კი არ არის, არამედ მოდის სამყაროს შეცვლაა, სადაც გოგონებს ძალადობის მოტმენა აღარ მოუწვთ“ -ამბობს კერი.