აღნიშნულ ტესტში თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ერთი ჭიქა და შესაბამისი არჩევანით თქვენი ხასიათის სხვადასხვა ნიშანს აღმოაჩენთ.
1.ჭიქა კატის გამოსახულებით
თქვენ პიზიტიური და კეთილი ადამიანი ხართ, ადამიანებში გულწრფელობას აფასებთ. ცდილობთ, მათში მხოლოდ კარგი თვისებები დაინახოთ და სწორედ ეს რწმენა ხშირად ცუდად მოქმედებს თქვენზე.2. ცისფერ და მწვანე ფერებში გაწყობილი ჭიქა
თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს გეგმის შედგენა და შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება. გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ. რუტინა - თქვენი კომფორტის ზონაა, რომელშიც საკუთარ დაბალ თვითშეფასებას მალავთ, თუმცა გარშემო მყოფები წარმატებულ ადამიანად გთვლიან. გაქვთ ნდობის პრობლემებიც.3. ჭიქა კურდღლის გამოსახულებით

წარმატებული თანამშრომელი ხართ და შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ სხვადასხვა სირთულის დავალებას, თუმცა სხვის შეფასებაზე ხართ დამოკიდებული. ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას. პირად ცხოვრებაში კი პირიქითაა, გამუდმებით ნერვიულობთ და სტაბილურ მხარდაჭერას ვერ პოულობთ. 4. ვარდისფერი ჭიქა

მთელი ცხოვრებაა ჩქარობთ. მუდმივად გეჩქარებათ რაღაცის გაკეთება, ვიღაცასთან შეხვედრა და ამით ცდილობთ, არასდროს იყოთ მარტო. იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება მოწესრიგდეს, უნდა გაჩერდეთ და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში. 5. ჭიქა ყვავილებით
ყველაზე მეტად ცხოვრებაში ემოციები და სურვილები გაკლიათ. არ გაქვთ მიზნები, მომავალიც გაურკვეველია იმიტომ, რომ ძალიან აფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გვერდით არიან. იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი, უნდა მიხვდეთ, რომ ისინიც გაფასებენ.6. კოპლებიანი ჭიქა

ადამიანები სიმარტივისა და გულწრფელობის გამო გაფასებენ, მაგრამ სინამდვილეში, გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. გარდა ამისა, თქვენი განწყობა მუდმივად იცვლება: შეუზღუდავი გართობიდან უპირობო მწუხარებამდე შეიძლება მიხვიდეთ, მაგრამ თქვენთან ყოველთვის მყუდროდ და კომფორტულად გრძნობენ სხვები თავს. 7. ჭიქა რომბებით
მუდმივად გტანჯავთ შფოთი. საკუთარი ცხოვრების ყოველი წამი დაგეგმილი გაქვთ ისე, რომ მასზე კონტროლი არ დაკარგოთ. მხოლოდ ასე დაგეგმილად თუ ხართ ემოციურად მშვიდად და თავისუფლად სუნთქავთ.8. ჭიქა რვაფეხას გამოსახულებით

ნამდვილი ინტროვერტი ხართ. გამოირჩევით იშვიათი ინტელექტით. მუდმივად გაქვთ სხვადასხვა სახის იდეა, მაგრამ მის გაზიარებას მიჩვეული არ ხართ. იცით, როგორ ფოკუსირდეთ დავალებაზე, რომ რთული საქმის შესრულება შესაძლებელი გახადოთ. 9. ჭიქა ფიფქით

მხოლოდ მაშინ იხსნებით ბოლომდე, როდესაც გრძნობთ, რომ უყვარხართ და გაფასებენ. ისწრაფვით მიზნების მიღწევისკენ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი მიღწევებით ამაყობთ, სხვის ხარჯზე. შესაშური თვითშეფასება გაქვთ.თავად განსაზღვრეთ, ენდობით ტესტს, თუ ხუმრობად აღიქვამთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ საკუთარ თავზე.