იმის მიხედვით, თუ როგორ ისვამთ ტუჩსაცხს, ადამიანებს თქვენზე ბევრი რამის გაგება შეუძლიათ. მაკიაჟის გაკეთება გოგონებისათვის ძალიან ბუნებრივი და მოსახერხებელი პროცესია, თუმცა სხვამ ამის მიხედვით შეიძლება აღმოაჩინოს, თქვენში ხასიათის რომელი თვისება ჭარბობს - სიჯიუტე, სიბრაზე, ლიდერობის უნარი თუ სხვა. ამიტომ, გაიხსენეთ, რა თანმიმდევრობით ისვამთ ტუჩსაცხს და გაიგეთ უფრო მეტი თქვენზე:
თუ თქვენ ტუჩების შეღებვას ჯერ ზედა ტუჩიდან იწყებთ და შემდეგ ქვედა ტუჩზე გადადიხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდებით თქვენს ყველა ქმედებას, აკონტროლებთ ყველაფერს, ზრუნავთ თვითგაუმჯობესებაზე და მომთხოვნი ხართ, არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ირგვლივ მყოფების მიმართაც. არ გეშინიათ სირთულეების, მზად ხართ ომისთვის და იქიდან გამარჯვებით გამოსვლისთვის.
ისინი, ვინც ქვედა ჯერ ქვედა ტუჩზე ისვამენ ტუჩსაცხს, მოსიყვარულე და ავანტიურის მოყვარულნი არიან. ასეთი ქალბატონები ერთ ადგილზე არასდროს ჩერდებიან, მათთვის უცხოა საოფისე სამუშაოები, მოსაწყენი წვეულებები და არასაინტერესო ურთიერთობები. გრძნობენ საკუთარ მიმზიდველობას და ეფექტურად იყენებენ კიდეც ამას. ტუჩები კი მათი მაცდუნებელი იარაღია.
ტუჩსაცხის ერთდროულად, როგორც ქვედა, ასევე ზედა ტუჩზე წასმა თქვენს ძლიერ ხასიათზე მეტყველებს. ერთი მხრივ, რბილი და კეთილი ადამიანი ხართ, მაგრამ თუ ვინმე გაწყენინებთ, მარტივად შეგიძლიათ ბრჭყალების გამოჩენა. მამაკაცები კი თქვენი ხასიათის ყველა ასპექტსა და არაპროგნოზირებადობაზე გიჟდებიან.
გოგონები, რომლებიც ყოველ ჯერზე განსხვავებულად ისვამენ ტუჩსაცხს, ჩარჩოებისა და წესების მიღმა არიან. მათთვის ცხოვრება ნამდივილი დღესასწაულია, საინტერესო და ნათელი მოვლენებით, შეუზღუდავი გართობით, მშვენიერი განწყობითა და მთელი რიგი მოგზაურობებით. მათ ყურადღების ცენტში ყოფნა და საკუთარი ენერგიისა და პოზიტივის სხვებზე გადაცემა უყვართ.