აირჩიეთ ერთი თოვლის კაცი და გაიგეთ, რა არ უნდა გააკეთოთ მომავალ წელს, თუ გინდათ, რომ ის იღბლიანი იყოს. თითოეულ ნომერს შესაბამისი განმარტება აქვს:
- თქვენთვის წარმოუდგენელია დანებება. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაკარგოთ იმედი. ყოველთვის გახსოვდეთ მიზნები და დაძლევთ ყველა სირთულეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.
- ახალ წელს სესხი არ უნდა აიღოთ. თავად სცადეთ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. სესხი ხვრელში მოგაქცევთ, გასვლა კი ძალიან რთული იქნება.
- მომავალ წელს ეცადეთ, რომ ადამიანებს არ ჩამოშორდეთ. იყავით მეგობრული ყველასთან. სწორედ ეს ურთიერთობა ჩაუყრის საფუძველს თქვენს ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას.
- ნუ ეტყვით ადამიანებს დახმარებაზე უარს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ უარი თქვათ, თუ თქვენც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და პირიქით გჭირდებათ დახმარება. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად იყავით კეთილი და გულისხმიერი.
- ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მომავალ წელს აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები.
- არ ეჩხუბოთ საყვარელ ადაიანებს. თუ გრძნობთ, რომ კონფლიქტი იწყება, პირველი ნაბიჯი გადადგით და ეცადეთ, დაუყონებლივ მოაგვაროთ ისე, რომ გაუგებრობა აღარ დარჩეს.
- შესაძლებელია ბედნიერების ფრინველი დაკარგოთ, თუ გამუდმებით ღრუბლებში ფრენას გადაწყვეტთ. ამიტომ, ამ წელს მოდუნება კატეგორიულად გეკრძალებათ. უნდა გამოავლინოთ სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა, რაც მომავალში ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი.
- ზედმეტად ნუ დაძაბავთ საკუთარ თავს. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდეთ სტრესულ სიტუაციაში. უმჯობესია, თუ დროს დასვენებასა და განტვირთვას დაუთმობთ.
- ნუ იქნებით ისეთი ადამიანი, რომელსაც ცუდი ამბები მოაქვს ხალხისთვის, რადგან შესაძლოა თქვენს შემთხვევაშიც ასრულდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით.