სა-მკითხველ-ოტესტები
აირჩიეთ თოვლის კაცი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალ წელს - მარტივი ტესტი
აირჩიეთ თოვლის კაცი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომავალ წელს - მარტივი ტესტი
აირჩიეთ ერთი თოვლის კაცი და გაიგეთ, რა არ უნდა გააკეთოთ მომავალ წელს, თუ გინდათ, რომ ის იღბლიანი იყოს. თითოეულ ნომერს შესაბამისი განმარტება აქვს:

  1. თქვენთვის წარმოუდგენელია დანებება. ყველაზე რთულ მომენტშიც კი არ დაკარგოთ იმედი. ყოველთვის გახსოვდეთ მიზნები და დაძლევთ ყველა სირთულეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულდება.
  2. ახალ წელს სესხი არ უნდა აიღოთ. თავად სცადეთ ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. სესხი ხვრელში მოგაქცევთ, გასვლა კი ძალიან რთული იქნება.
  3. მომავალ წელს ეცადეთ, რომ ადამიანებს არ ჩამოშორდეთ. იყავით მეგობრული ყველასთან. სწორედ ეს ურთიერთობა
    ჩაუყრის საფუძველს თქვენს ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობას.
  4. ნუ ეტყვით ადამიანებს დახმარებაზე უარს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ უარი თქვათ, თუ თქვენც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ და პირიქით გჭირდებათ დახმარება. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად იყავით კეთილი და გულისხმიერი.
  5. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მომავალ წელს აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა, ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და აუცილებლად მიიღეთ საჭირო ზომები.
  6. არ ეჩხუბოთ საყვარელ ადაიანებს. თუ გრძნობთ, რომ კონფლიქტი იწყება, პირველი ნაბიჯი გადადგით და ეცადეთ, დაუყონებლივ მოაგვაროთ ისე, რომ გაუგებრობა აღარ დარჩეს.
  7. შესაძლებელია ბედნიერების ფრინველი დაკარგოთ, თუ გამუდმებით ღრუბლებში ფრენას გადაწყვეტთ. ამიტომ, ამ წელს მოდუნება კატეგორიულად გეკრძალებათ. უნდა გამოავლინოთ სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა, რაც მომავალში ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი.
  8. ზედმეტად ნუ დაძაბავთ საკუთარ
    თავს. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად მოხვდეთ სტრესულ სიტუაციაში. უმჯობესია, თუ დროს დასვენებასა და განტვირთვას დაუთმობთ.
  9. ნუ იქნებით ისეთი ადამიანი, რომელსაც ცუდი ამბები მოაქვს ხალხისთვის, რადგან შესაძლოა თქვენს შემთხვევაშიც ასრულდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით.

ბეჭდვა