შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია
შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია
ჩვენი ყოველი ქმედება ჩვენივე ქვეცნობიერითაა განპირობებული. მარტივი და სახალისო ფსიქოლოგიური ტესტი, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, სინამდვილეში ერთი კითხვით გასცემს თქვენ შესახებ ბევრ შეკითხვას პასუხს. უბრალოდ, უნდა გაიხსენოთ ჩვევა, შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად.

თმები

ადამიანი, რომელიც ბანაობას თმის დაბანვით იწყებს, პუნქტუალურია. მიჩვეულია წესრიგს და ყველაფერს თავის დროზე აკეთებს. მათზე შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებულები, სერიოზულები და ჭკვიანები არიან.

სახე

თუ შხაპის მიღებისას ჯერ სახეს იბანთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაწუხებთ. ადამიანს, რომელიც რაღაცაზე დარდობს და პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, სწრაფად სურს,
საკუთარი შეგრძნებები მოაწესრიგოს, ეს კი ფსიქოლოგიურად სახის დაბანვით გამოიხატება. ამ ხალხს სურს, რომ სხვის თვალშიც კარგად გამოიყურებოდნენ და ესეცაა სახის საფუძვლიანი მოვლის საბაბი.

კისერი და მხრები

ქვეცნობიერად, სხეულის ეს ნაწილები სამუშაოსთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ადამიანი, რომელიც შხაპის მიღებისას ჯერ კისერსა და მხრებს იბანს, შრომისმოყვარეა, თუმცა მიდრეკილია პერფექციონიზმისკენ. აქვთ მოთმინებისა და გამძლეობის უნარი. თუ სხვები დაბრკოლებების წინაშე ჩერდებიან, ისინი მზად არიან მიზნის მისაღწევად.

mshoblebi

მკერდი

ადამიანები, რომლებსაც არ აწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე და კომპლექსები, შხაპის მიღებას მკერდიდან იწყებენ. თუ თქვენ ასე იქცევით, ეს იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ხართ და სხვის აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება გაითვალისწინოთ კიდეც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მსგავსი ხასიათი თქვენს
ლიდერულ თვისებებზე არ მიუთითებს, მაგრამ საყოველთაო პატივისცემას იმსახურებთ.

ზურგი

ადამიანები, რომლებიც ბანაობას ზურგიდან იწყებენ, ხშირად მარტოსულები არიან. ძალიან უჭირთ სხვების ნდობა და მათი მოტყუება ურთულესია. ასეთ ადამიანებს ხშირად პარტნიორი არ სჭირდებათ, მარტოც კომფორტულად გრძნობენ თავს.

ხელები და ფეხები

თუ ბანაობისას პირველს კიდურებს იბანთ, ეს პრაქტიკულ და მოკრძალებულ ხასიათზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ, ხშირად ბევრს ფიქრობთ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავთ და ისე იღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგს არასდროს ნანობთ. მაგრამ, თუ ადამიანი პირველად მკლავებს იბანს, ეს იმას ნიშნავს, რომ რთული სამუშაოები აშინებს.

ინტიმური ადგილები

შხაპის მიღებას ინტიმური ადგილებიდან ინტროვერტები იწყებენ. ასეთი ადამიანები ძალიან მორცხვები არიან. იშვიათად უშვებენ ახლოს სხვებს, მაგრამ ოჯახისა და ახლობლებისთვის მზად არიან სიცოცხლე დათმონ. ისინი, ვინც კარგად იცნობენ, აღფრთოვანებულები არიან მათი მოკრძალებითა და სიკეთით.

46717
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები