იპოვეთ ორი განსხვავებული ცხენი - როგორ ებრძვიან ჩინელები დემენციას და რა ტიპის ტესტებს აკეთებენ
იპოვეთ ორი განსხვავებული ცხენი - როგორ ებრძვიან ჩინელები დემენციას და რა ტიპის ტესტებს აკეთებენ
მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. თუმცა, საბედნიეროდ, მეცნიერებამ წინ წაიწია - ახლა უკვე შესაძლებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე იდენტიფიცირება და დემენციის განვითარების პრევენცია.
აღსანიშნავია, რომ ახალი ნერვული კავშირების ფორმირება დადებითად მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩინეთში პენსიონერები ყოველთვის ცდილობენ, რაიმე ახალი ისწავლონ. მნიშვნელოვანია, რომ ასათვისებელი მასალა, უნარები რთული უნდა იყოს, რათა გარკვეული ძალისხმევა დახარჯონ. მაგალითად, ეს შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა იყოს. კვლევები აჩვენებს, რომ მუსიკის სწავლა ტვინის გარკვეულ უბნებს ავითარებს და მათ შორის კავშირს აუმჯობესებს.

mshoblebi
შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმული
ჩინელების უმრავლესობა აქტიური ცხოვრების წესს
ეწევა? ვიღაც ცეკვაზე დადის, ვიღაც იოგითაა დაკავებული, ვიღაც კი დილით დარბის. ეს იმიტომ, რომ სპორტიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მაგალითად, ავიღოთ იოგა - მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ კვლევას და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აერობული ვარჯიშები ახალი ნეირონების გაჩენას უწყობს ხელს.
mshoblebi
გარდა ამისა, ჩინეთში გავრცელებულია სხვადასხვა სახის თავსატეხები და თამაშები, რომლებიც შექმნილია შემეცნებითი შესაძლებლობების გასავითარებლად. ისინი განსაკუთრებით მოთხოვნადი ხანდაზმულებშია. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს დროის ტყუილად კარგვაა. ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ IQ ტესტების რეგულარული გაკეთება შედეგს აუმჯობესებს, თუმცა არანაირად არ ზრდის IQ-ს. იგივე ეხება თავსატეხებს.

რამდენიმე თვის შემდეგ ამ განცხადებას სხვა მეცნიერები გამოეხმაურნენ, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ პრაქტიკაში თავსატეხების მუდმივი გაკეთება მეხსიერებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მაგალითად, ერთ-ერთი მეცნიერი ამბობს, რომ მამამისი რეგულარულად აკეთებდა სხვადასხვა სახის ტესტებს, ხსნიდა სუდოკუს, კროსვორდებს, თავსატეხებს, მუდმივად თამაშობდა ჭადრაკს და 77 წლის ასაკში შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ამავე პრაქტიკას იზიარებს ჩინეთში უამრავი ადამიანი. ამიტომაც, გირჩევთ გაიაროთ ჩინური ტესტი. დავალების შესრულებას არაუმეტეს 30 წამი უნდა დასჭირდეს. მაგრამ, პრაქტიკაში ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ცხენი

mshoblebi

პირობა ასეთია, კარგად დააკვირდით სურათზე გამოსახულ ცხენებს და აღმოაჩინეთ ის, რომელიც სხვებისგან განსხვავდება.

სწორი პასუხი:

ასეთი მხოლოდ ორი ცხენია. ყურადღება მიაქციეთ იმ ცხენის კუდს, რომელიც პირველი სვეტის ბოლოში დგას. ასევე, იმ ცხენის ყურებს, რომელიც მე-5 სვეტის შუაში დგას.
10144
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები