ამ ტესტში ზღაპრული ქცევის ინტერპრეტაციაა მოცემული სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით, გარკვეული განმარტებებიც აქვს. ყურადღებით წაიკითხეთ და შეაფასეთ, რომელ სიტუაციაში, რა როლში ხართ ხოლმე უფრო ხშირად. გულწრფელად უპასუხეთ, როგორ ხდება სინამდვილეში და არა ის, რისი ნახვაც გსურთ საკუთარ თავთან მიმართებით. ეს ტესტი მხოლოდ ქცევებს აფასებს და სახელებიც პირობითადაა შერჩეული. დააკვირდით, ყველაზე მეტი პასუხი რომელთან გაქვთ და თუ ტესტის შედეგით უკმაყოფილო ხართ, მაშინ დაფიქრდით, რისი შეცვლა შეგიძლიათ ცხოვრებაში.
მაშ, ასე - რომელი ხართ: მოახლე, პრინცესა თუ დედოფალი?⠀
- მოახლეები ოცნებობენ, რომ კეთილი ფერია მოვა და მათ ყველა პრობლემას მოაგვარებს; პრინცესებს სიმპათიური პრინცის სჯერათ და დღეებს მათ ლოდინში ატარებენ; დედოფლები, როგორც წესი, არ ოცნებობენ, არამედ მოქმედებენ.
- მოახლეები სასწაულების მოლოდინში ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ ცოტაც და აუხდებათ სურვილი; პრინცესებთან ეს სასწაულები მართლა ხდება; ხოლო დედოფლები თავად ქმნიან სასწაულებს.
- მოახლეები სუსტები არიან, მაგრამ ძლიერად გამოიყურებიან; პრინცესები ძლიერები არიან, მაგრამ სუსტად გამოიყურებიან; დედოფლები აღიარებენ, რომ მათ აქვთ უფლება, იყვნენ ერთდროულად ძლიერებიც და სუსტებიც.
- მოახლეები ყოველთვის ყველგან ადრე მიდიან, პრინცესები აგვიანებენ, დედოფლები კი დროზე ახერხებენ მისვლას.
- მოახლეები ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებენ, პრინცესები - სხვებს, დედოფლები კი პასუხისმგებლობას სწორად ანაწილებენ და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ.
- მოახლეებმა არ იციან, როგორ გაიმარჯვონ, პრინცესები მარცხს ვერ ეგუებიან, დედოფლებს კი ვერ ეჯიბრებიან.
- მოახლეები არ არიან თავდაჯერებულები; პრინცესები გარეგნული მონაცემების მიუხედავად, თავს ლამაზად თვლიან, დედოფლებმა იციან თავიანთი პლუსები და მინუსები და აანალიზებენ, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია.
- მოახლეები ფიქრობენ, რომ ვერავინ ამჩნევს, პრინცესებს კი პირიქით, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვერ შეამჩნიონ. დედოფალმა იცის, როდის უნდა იყოს შესამჩნევი და როდის - მოკრძალებული.
- მოახლეები მორჩილები არიან, პრინცესები - გაბედულები, დედოფლები - მოწესრიგებულები.
- მოახლეებს შექება სურთ, პრინცესებს - ყურადღება, დედოფლებს კი - გამოცდილება.
- მოახლეები დამცირებას ითმენენ, პრინცესები შურს იძიებენ, დედოფლის დამცირება კი შეუძლებელია.
- მოახლეებს ესმით და ყველაფერს უძლებენ, პრინცესებს ესმით მხოლოდ ის, რაც თავად უნდათ, დედოფლები კი ყველაფერს ხედავენ, აკვირდებიან და გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
- მოახლეებმა არ იციან მოთხოვნა, პრინცესებმა არ იციან ლოდინი, დედოფლებმა იციან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- მოახლეებს არ სურთ, რომ გაიზარდონ, ასაკი მოემატოთ, პრინცესებს დაბერების ეშინიათ, დედოფლებმა იციან, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- მოახლეები სამყაროს შავ ფერებში ხედავენ, პრინცესები - ვარდისფერში, დედოფლები შავშიც, ვარდისფერშიც და ყველა სხვა ფერშიც.
- მოახლეებთან ურთიერთობა ადვილია, პრინცესებთან - რთული, დედოფლებთან - საინტერესო.
ახლა კი გთავაზობთ თითოეული ფსიქოტიპის დახასიათებას:
მოახლე:
ხშირად, მოახლის იმიჯი ბავშვური თვითშეფასების მქონე ადამიანს აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, მთავარია, როგორ იქცევით და როგორ ფიქრობთ. ის ბავშვური ადამიანია, მას დაბალი პასუხისმგებლობა, გრძნობების გაკონტროლების უუნარობა, ნერვიული ქცევები ახასიათებს. როგორც წესი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ახერხებენ და მუდმივად სხვების გავლენის ქვეშ ექცევიან. ეს შეიძლება იყოს დედა ან სხვა ადამიანი. ამიტომ, ასეთი პიროვნებებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ სიტყვებსა და საქციელზე პასუხისმგებლობის აღება ისწავლონ, გარშემო მყოფებს არ გადააბრალონ დაშვებული შეცდომები და სულ სხვისი იმედი არ ჰქონდეთ.
პრინცესა:
პრინცესა თითქმის მოწიფული ადამიანია. ამ ტიპის ადამიანში გამოხატულია ისეთი თვისებები, როგორებიცაა დამოუკიდებლობა და საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარი. მაგრამ, როგორც წესი, ის ჯერ კიდევ არ არის ისეთი პასუხისმგებლიანი, როგორც დედოფალი. პიროვნული ზრდისთვის უამრავი ტრენინგი აქვთ გავლილი. სოციალურ ქსელებში ყველა ექსპერიმენტსა და ახალ იდეას მხარს უჭერენ და უნდათ, დროს არ ჩამორჩნენ. ადამიანებთან ურთიერთობების მიმართულებითაც დიდი გამოცდილება აქვთ.
დედოფალი:
დედოფალი ზრდასრული და ცხოვრებაში სრულად რეალიზებული პიროვნებაა. ასეთი ტიპის ადამიანი არის ინტელექტუალური და მიზანდასახული, შეუძლია დაისახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, რომ თავიანთ ქმედებებზე თავად არიან პასუხისმგებელნი და თავადვე უნდა იბრძოლონ ბედნიერებისთვის. ასევე, იციან, რომ მხოლოდ თავად არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. გააზრებული აქვთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან წარმატებისკენ და არ ადარდებთ, ვინ როგორ შეაფასებს ქცევებს.
თითოეული გმირის პორტრეტის წაკითხვის შემდეგ, ხელახლა გადაიკითხეთ აღწერები, შესაძლოა გარკვეული დეტალები სხვაგვარად აღიქვათ.